ზე რაგბის გათამაშების მეოთხე ტურში რამდენიმე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა
ზე რაგბის გათამაშების მეოთხე ტურში რამდენიმე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. A ჯგუფში მოასპარეზე ტურნირის ფავორიტმა, სიდნეის "ვორათაზმა" შინ წააგო პერთის "ფორსთან" მინიმალური ანგარიშით 20:21. სიდნეელთა ასეთ ცუდ სტარტს არავინ ელოდა. მათ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგეს. თუმცა არც "ფორსი" ბრწყინავს. მისთვის ეს წლეულს პირველი გამარჯვება იყო.

ამავე ჯგუფში "მელბურნ რებლზმა" ასევე შინ წააგო ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" - 26:33. სტუმრები დასაწყისშივე დაწინაურდნენ და 23-ე წუთისთვის უკვე 20:7 იგებდნენ. მელბურნელებმა ჯეიმზ ოკონორის მეთაურობით ერთხელ კიდევ გაიბრძოლეს, 64-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს -26:23, თუმცა მაინც დამარცხდნენ.

შესანიშნავად ასპარეზობს B ჯგუფში დანიდინის "ჰაილენდერზი", რომელიც კეიპთაუნის "სტორმერზთან" ერთად ჯერაც დაუმარცხებელია. დანიდინელებმა ამჯერად სტუმრად დაამარცხეს ველინგთონის "ჰარიკენზი" - 19:17. "სტორმერზმა" კი, რომელიც C ჯგუფის ლიდერია, შინ მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 27:17.

A ჯგუფი

ვორათაზი-ფორსი 20:21, მელბურნ რებლზი-ჩიტაზი 26:33.

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 13 ქულა, 2. ბრამბიზი - 9, 3. ვორათაზი - 8, 4. ფორსი - 5, 5. მელბურნ რებლზი - 2.

V ტური

მელბურნ რებლზი-ფორსი, ვორათაზი-ნატალ შარქსი, ბრამბიზი-ჰაილენდერზი.

B ჯგუფი

ჩიფსი-ბრამბიზი 29:22. ჰარიკენზი-ჰაილენდერზი 17:19

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰაილენდერზი - 16 ქულა, 2. ჩიფსი - 14, 3. ჰარიკენზი - 10, 4. კრუსეიდრზი - 6, 5. ბლუზი - 5.

V ტური

ბლუზი-ჰარიკენზი, კრუსეიდერზი-ჩიტაზი.

C ჯგუფი

სტორმერსი-ბლუზი 27:17, ნატალ შარქსი-რედსი 27:22.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 12 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. ბლუ ბულზი - 10, 4. ლაიონზი - 5, 5. ჩიტაზი - 2.

V ტური

ბლუ ბულზი-რედსი, ლაიონზი-სტორმერზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა