ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ქართველი მორაგბეები უკვე ინგლისელებს ინგლისში უგებენ

ქართველი მორაგბეები უკვე ინგლისელებს ინგლისში უგებენ

საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანულ ტურნეში პირველი მატჩი ინგლისის პრემიერშიპის "ეშერთან" 25:8 მოიგო
ეშერი-საქართველო A 8:25

საქართველო A: 15. ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), 14. ალექსანდრე ნიჟარაძე (ჰართფური), 13. ზურაბ ძნელაძე (აია), 12. ირაკლი ჩხიკვაძე (არმია), 11. ლექსო გუგავა (ლელო), 10. გიორგი ჯიმშელაძე (არმია), 9. ბიძინა სამხარაძე (არმია). 1. ირაკლი მირცხულავა (ტარბი), 2. შალვა მამუკაშვილი (არმია), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. დავით ჩიტიძე (არმია), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), 6. ბექა ბიწაძე (არმია), 7. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 8. გიორგი ტყეშელიაძე (ჰართფური).

16. ბექა მეკოკიშვილი (არმია), 17. გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), 18. ლაშა თავართქილაძე (არმია), 19. გიორგი თხილაიშვილი (არმია), 20. გიორგი კაჭარავა (ლელო), 21. გიგა გაგოშვილი (არმია), 22. ირაკლი გეგენავა (ლელო).

5ლ: ბიწაძე, ჩხიკვაძე, ჩიტიძე, თხილაიშვილი, გეგენავა

სინბინი: ნიჟარაძე, მამუკაშვილი.

გაძევება: მიქაუტაძე.

საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანულ ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისის პრემიერშიპში მოასპარეზე "ეშერი" იყო და 25:8 დავამარცხეთ.

ჩვენს ნაკრებს თამაში დასაწყისში არ წაუვიდათ. გუნდი ამ შემადგენლობით პირველად თამაშობდა და რგოლებს შორის ურთიერთგაგებას დრო დასჭირდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ ადგილობრივმა არბიტრმა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელთა შტაბის საერთო აღიარებით, ძალიან ცუდად იმსაჯა.

თავად განსაჯეთ, რეფერიმ პირველ ტაიმში, მე-17 წუთზე, ჯერ შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი გაასინბინა, მერე კი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე, გარემარბ სანდრო ნიჟარაძეს უჩვენა ყვითელი ბარათი. მიუხედავად ამისა, საქართველოს A ნაკრებმა მატჩის პირველი ნახევარი 10:8 მოიგო.

ლელოების ანგარიში ჩვენს გუნდში მე-8 წუთზე ფლანკერმა ბექა ბიწაძემ გახსნა. ჩვენმა გუნდმა მეტოქის ჩათვლის მოედანში მეორედ 19 წუთის შემდეგ შეაღწია. "ეშერის" დაცვის ხაზი გარემარბმა ლექსო გუგავამ გაჭრა და შეტევაში მესამეხაზელი გივი ბერიშვილი ჩართო. ინგლისელებმა მისი შებოჭვა შეძლეს, წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ სწრაფად გამოიტანა და ლელო შუამარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ მიითვალა. გარდასახვა ორივეჯერ ფულბეკ ბექა ურჯუკაშვილს გაუცუდდა - 10:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ორი წუთი არ იყო გასული, როცა მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ მესამე ლელო გაიტანა 15:8. შვიდი წუთის შემდეგ კი მოედანზე ჩხუბი ატყდა. მეტოქემ შერკინების ბურჯს, ლევან ჩილაჩავას ჩაარტყა. მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ინგლისელს ხურდა დაუბრუნა, ოღონდ ისე, რომ მოედნიდან გასატანი შეიქნა. ცხადია, მსაჯმა მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

მატჩის ბოლომდე საქართველოს A ნაკრები კაცნაკლული დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ბიჭებისთვის კიდევ ორი ლელოს გატანაში. თავი ამჯერად შეცვლაზე შესულებმა მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა და გარემარბმა ირაკლი გეგენავამ გამოიჩინეს. სამწუხაროდ, მგეზავმა გიორგი ჯიმშელაძემ ვერცერთი გარდასახა - 25:8.

მატჩის მიწურულს გიორგიმ ნეკნი იტკინა და მისი ადგილი გეგენავამ დაიკავა. ხუთი ლელო, ცხადია, კარგია; მით უფრო, რომ თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. ცუდია, რომ ფეხით თამაში არ წაგვივიდა. ვერგატანილი ხუთი გარდასახვა და რამდენიმე საჯარიმო დიდი მინუსია.

ერთი საგულისხმო დეტალიც: ხუთი ლელოდან ოთხი საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" მორაგბეების ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრებს თან ახლავს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს A ნაკრები 27 მარტს, უელსის კლუბების ნაკრებთან გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი ჩრდილოეთ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jamel-ს

ეშერი ინგლისის პრემიერშიპის (უმაღლესი დივიზიონი) კი არა, ჩემპიონშიპის (რანგით II დივიზიონი) უსუსტესი გუნდია

• jamel

მიუხედავად იმისა რომ სტატია გაზვიატებულია ნიკაც ა**აკებს. ინგლისის პრემიერშიპი პროფესიონალური ჩემპიონატია. არანაირი ნახევრად პროფესიონალები. ეშერი მათში ყველაზე სუსტი გუნდია..

• Nika

ღადაობთ? ინგლისის მეორე დივიზიონი. ნახვერად პროფესიონალური კლუბებითაა სავსე და ეს გუნდი "ეშერი" ყველაზე სუსტია მათ შორის :დ ბოლო ადგილზეა ! და რა ეხლა ზელანდიაში რო ჩავიდეთ და ონკოლოგიის რეაბილიტაციის ცენტრის ვეტერანთა გუნდს რო მოვუგოთ დაწერთ - "ზელანდიელებს უკვე ზელანდიაშიც ვუგებთ"-ს? :D:D:D:D:D კარალევსტვა კრივიხ ზირკალ :)

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა

16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა