ქარის თასის გათამაშების მეათე ტურის ოთხი მატჩიდან განსაკუთრებულ ინტერესს ორი იწვევს, სადაც პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან...

ქარის თასის გათამაშების მეათე ტურის ოთხი მატჩიდან განსაკუთრებულ ინტერესს ორი იწვევს, სადაც პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან. შარშანდელი ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" სტუმრად, ბლუმფონტეინში მოსინჯავს ძალებს "ჩიტაზთან". ამ გუნდებს "ვესტერნ პროვანსთან" ერთად 28-28 ქულა აქვთ და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ბლუმფონტეინური მატჩის მნიშვნელობა იმითაც იზრდება, რომ ლიდერ "ნატალ შარქსს" და დასავლელებს აუტსაიდერებთან უწევთ თამაში და, სავარაუდოდ, მოგება არ გაუჭირდებათ.

"ბლუ ბულზს" დაუბრუნდა ნაკრების ცხრა ნომერი ფრანსუა ჰაუგარი. წესით, შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო "ბოკეს" შუამარბი ვინანდ ულიფიე, მაგრამ სამი ერის მომქანცველი მატჩების შემდეგ მან დასვენება ითხოვა. დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა მეორეხაზელ ბაკის ბოთას, თუმცა პრეტორიელთა თავკაცმა ფრენკ ლუდეკმა მისი განაცხადში შეყვანისგან ამჯერად თავი შეიკავა.

მეორე ხაზში არ ითამაშებს კიდევ ერთი "ბოკე" - დენი როსუ. მის ადგილს ფილ ფან დერ მერვე დაიკავებს. პირველი ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს შერკინების კვაჭი ჩილიბოი რელეპელე.

planetrugby-ს მიაჩნია, რომ თამაში უშეღავათო იქნება. პრეტორიაში უპირატესობა "ბლუ ბულზს" ექნებოდა, რასაც ვერაფრით ვიტყვით ბლუმფონტეინზე. თუმცა, "ლურჯი ხარების" შემადგენლობა უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება და, სავარაუდოდ, მინიმუმ სამი ქულით მოიგებენ.

მეხუთეადგილოსანი "ლაიონზი" შინ ეთამაშება "გრიკასს", რომელსაც ერთი ქულით ნაკლები აქვს და მეექვსე ადგილზეა. "ლომების" მწვრთნელ ჯონ მიტჩელს იმედი აქვს, რომ მისი ახალგაზრდული გუნდი "ვესტერნ პროვანსის" დამარცხების შემდეგ არ მოდუნდება.

"ეს უქმეები ჩვენთვის შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად გვეზრდება. "გრიკასთან" უმძიმესი ბრძოლა გველის, რადგან ისინიც მსაგავს სიტუაციაში არიან", - თქვა მან.

planetrugby-ს აზრით, "ლაიონზი" მაინც უკეთესი გუნდია და საკუთარ მოედანზე, წესით, მინიმუმ ხუთი ქულით უნდა მოიგოს.

X ტური

პუმასი-ნატალ შარქსი, ვესტერნ პროვანსი-ლეოპარდსი, ჩიტაზი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-გრიკასი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 36 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 28, 3. ჩიტაზი - 28, 4. ბლუ ბულზი - 28, 5. ლაიონზი - 25, 6. გრიკასი - 24, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე