სამი ერის წლევანდელი გათამაშება მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებით მთავრდება. ავსტრალიის ნაკრები სიდენეიში სამი ერის ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს...

სამი ერის წლევანდელი გათამაშება მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებით მთავრდება. ავსტრალიის ნაკრები სიდენეიში სამი ერის ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

ტურნირის მსვლელობის თაობაზე უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება. წლევანდელ გათამაშებაში, ბოლო ტურის წინ გუნდებს 48 ლელო აქვთ გატანილი. საკმაოდ მაღალი შედეგია, გამოდის, თითოეული გუნდი საშუალოდ თამაშში სამი ლელოს გატანას ახერხებდა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა პირველი ადგილი სამი ტურით ადრე გაინაღდა და შანსი აქვს, პირველად სამი ერის ისტორიაში შეჯიბრება წაუგებლად დაამთავროს.

საინტერესოა, თუ ყველაფერი გადაწყვეტილია ("ოლ ბლექსი" სამი ერის ჩემპიონია და "ბლედისლოუს თასიც" მოგებული აქვს), რა დატვირთვა ექნება ამ შეხვედრას? ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო მატჩია, მაგრამ აბა, მორაგბეებს ჰკითხეთ. ნებისმიერი ტესტი მათთვის უმნიშვნლოვანესი, მსოფლიო თასის ფინალის ტოლფასია.

ამიტომ სიდნეიში უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ. გამარჯვება, ცხადია, ორივე გუნდს სჭირდება, მაგრამ, ვფიქრობთ, უფრო მოტივირებული მაინც მასპინძლები იქნებიან. ერთი კვირის წინ ბლუმფონეტეინში მსოფლიოს ჩემპიონების დამარცხების შემდეგ "ოლ ბლექსის" ძლევა მათ მეტ თავდაჯერებას შემატებს. შეუძლიათ "ვოლაბებს" ახალზელანდიელების დამარცხება? სამხრეთ აფრიკაში გამართულმა ბოლო ორმა შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ეს შესაძლოა. საამისოდ ავსტრალიელებმა მატჩის ბოლო წამამდე თავგანწირვით უნდა იბრძოლონ.

"ვოლაბებს", ალბათ, ხასიათს ისიც გამოუკეთებდა, რომ მათმა მგეზავმა ქუადე კუპერმა ავსტრალიის რაგბის კავშირთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანუ აურზაური კუპერის გამო, რომელიც მის რაგბილიგის კლუბ "პარამატა ილზში" შესაძლო გადასვლას უკავშირდებოდა, დასრულდა. რაგბილიგელები კუპერს სამ წელიწადში 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ ავსტრალიური რაგბის იმედმა 2011 წლის მსოფლიო თასზე თამაში არჩია.

"რაგბი უსაზღვროდ მიყვარს. ძალიან მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. მსოფლიო თასზე თამაში ჩემი ოცნება იყო, რაც მომავალ წელს ამიხდება. მოლაპარაკებები ცოტა გაჯანჯლდა, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია, საქმე ჩემს მომავალს ეხებოდა" - თქვა "ვოლაბების" მგეზავმა.

ამ ფაქტის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა ავსტრალიის ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცი რობი დინსი:

"ძალიან გვიხარია, კუპერმა ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. მას შეუძლია, როგორც ნაკრებს, ისე მთლიანად ავსტრალიურ რაგბის დიდი სარგებლობა მოუტანოს." - თქვა მან.

ცხადია, გულხელდაკრეფილნი არც ახალზელანდიელები იქნებიან. თამაშის წინ ჰაკას შესრულებისას მათ რიგებში ხუთი ახალი სახე გამოჩნდება.

ახალზელანდიელთა მგეზავმა დენ კარტერმა ფეხის ტერფის ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობს. "ვოლაბებთან" მის ნაცვლად ითამაშებს აარონ კრადენი, რომელსაც აქამდე ხუთი კეპი მოუხვეჭია. ის ხუთივე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და ძირითად შემადგენლობაში პირველად დაასახელეს. მისი საქმეში ნახვა ყველას ძალიან აინტერესებს, რადგან კარტერის მემკვიდრედ მიიჩნევა.

კრადენის ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე ადგილს "ქენთერბერის" მგეზავი კოლინ სლეიდი დაიკავებს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბ ჯო როკოთოკოს მაგივრად იზრაელ დაგი ითამაშებს. ცხრა ნომერზე ძირითადში ჯიმი ქოუანს ისევ პირი ვიპუ შეცვლის.

ადგილები გაცვალეს პირველხაზელმა ძმებმა ფრენკსებმა, ოუენი ძირითადში ითამაშებს, ბენი განაცხადში არ არის. მესამეხაზელ ჯერომ კაინოს პოზიციას ვიქტორ ვიტო დაიკავებს.

ახალზელანდიელებს ავსტრალიასთან მატჩისთვის მზადებაში ხელი შვიდბალიანმა მისწისძვრამ შეუშალა. "ოლ ბლექსის" თავკაცის გრემ ჰენრის ასისტენტი სტივ ჰანსენი საწვრთნელ შეკრებაზე მოგვიანებით ჩავიდა, რადგან მიწისძვრამ ქრაისთჩერჩთან ახლოს მდებარე მისი სახლი მთლიანად დაანგრია.

"მიწისძვრამ ძალიან გვაზარალა, მაგრამ ეს უბედურება, ვფიქრობ, ბიჭებზე გამაღიზიანებლად იმოქმედებს. ძნელია, წონასწორობა შეინარჩუნო, როცა იცი, შენს სამშობლოში ცუდი ამბები ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ძალების მობილიზებას შეძლებს და ტურნირს გამარჯვებით დაასრულებას" - თქვა სტივ ჰანსენმა.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, ახალი ზელანდიის ნაკრები ყველანაირად ეცდება, ტურნირი წაუგებლად დაასრულოს და, სავარაუდოდ, ამას შეძლებს კიდეც.

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. ლეჩი ტერნერი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.

16. ჰაია ედმონდსი, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. დენ მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. იზრაელ დაგი, 10. აარონ კრადენი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ვიქტორ ვიტო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. ენტონი ბორიჩი, 19. ჯერომ კაინო, 20. ჯიმი ქოუანი, 21. კოლინ სლეიდი, 22. რენე რეინჯერი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +72 23

2. ავსტრალია 5 2 0 3 -25 10

3. ს.აფრიკა 6 1 0 5 -47 7

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა