"ლივერპულის" ფეხბურთელმა 21 მარტს "ქუინზ პარკთან" შეხვედრის (2:3) პირველ ტაიმში კოჭი და მუხლი სერიოზულად დაიშავა
"ლივერპულის" შოტლანდიელი ნახევარმცველის, 26 წლის ჩარლი ადამისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. ფეხბურთელმა 21 მარტს "ქუინზ პარკთან" შეხვედრის (2:3) პირველ ტაიმში კოჭი და მუხლი სერიოზულად დაიშავა, რის გამოც კენი დალგლიშმა მის ნაცვლად თამაშში ჯონათან ჰენდერსონი ჩართო.

შარშან ფეხბურთელი "ბლეკპულის" შემადგენლობაში ბრწყინავდა, თუმცა "ლივერპულში" ადაპტაცია საკმაოდ გაუჭირდა - მის ანგარიშზე სულ 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ადამი მისთვის ჩვეული ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე რა ხანია აღარ თამაშობს.

"მეფე კენი" ხშირად მას ტრავმირებული ლუკას ლეივას ადგილას, "საყრდენად" იყენებს, რაც შოტლანდიელის ეფექტურობაზე, რასაკვირველია, მოქმედებს. დასჭირდება თუ არა ფეხბურთელს ოპერაცია, ეს უახლოეს ხანებში გაირკვევა.

ერთი რამ კი ცხადია - მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე კიდევ თვენახევარია დარჩენილი (ბოლო თამაში "ლივერპულს" 13 მაისს სუონსიში უწევს), ადამმა სეზონი უკვე დაასრულა. თუკი ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა, ის "წითლების" ბანაკს საუკეთესო შემთხვევაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვისღა თუ დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა