შაბათს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის V ტურის დარჩენილი მატჩები. სიურპრიზი აღმოჩნდა ზუგდიდური მატჩის შემდეგი...

ყურადღების ცენტრში იყო მატჩები ფოთსა და ზუგდიდში. კარგა ხნის პაუზის შემდეგ "ფაზისზე" თბილისის "დინამო" სტუმრობდა. ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა 3:1 გაიმარჯვა. როგორც "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი გვაუწყებს, სტუმარი მე-7 წუთზე ხმალაძის გოლით დაწინაურდა. 26-ე წუთზე გვალიამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმი მაინც "დინამომ" მოიგო - 38-ე წუთზე კოშკაძემ რობერტინიოს პასით ისარგებლა - 1:2.

მეორე ტაიმში კახა კაჭარავამ ორივე ახალწვეული ათამაშა. მოედანზე ჯერ ლილუაშვილი გამოჩნდა, მერე კი 12-წლიანი განშორების შემდეგ - დავით მუჯირიც. "ლოკომოტივის" ყოფილმა ნახევარმცველმა ეს ფაქტი გოლითაც აღნიშნა - თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჯუისი ზუსტ გადაცემას აკეთებს მუჯირის მისამართით, რომელიც კარის წინ მარტო რჩება და წერტილს უსვამს მატჩს - 1:3.

მეორე მარცხი იწვნია "ზესტაფონმა", რომელმაც პირველიდან მე-5 ადგილზე ჩაინაცვლა. ზუგდიდელთაგან ორივე გოლი გიორგი მეგრელაძემ გაიტანა. პირველ შემთხვევაში (23-ე წუთი) მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შორეული ძელისკენ შეუცვალა მიმართულება, 58-ე წუთზე კი კარგად გათავისუფლდა მეურვისგან და ცაციათი ბურთი ცხრიანში დააჭედა. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა წინამძღვრიშვილმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო - დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი დაბალ კუთხეში მოათავსა - 2:1.

"ოლიმპმა" ბერიაშვილისა და გეწაძის გოლებით "სპარტაკს" მოუგო, "სიონი" და "ვიტ ჯორჯია" კი უგოლოდ გაისარჯნენ. ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს ოთხი ლიდერი ჰყავს.

ოლიმპი-სპარტაკი 2:0

კოლხეთი-დინამო 1:3

ბაია-ზესტაფონი 2:1

სიონი-ვიტ ჯორჯია 0:0

პარასკევს

სამტრედია-ტორპედო 1:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. დინამო 4 2 1 1 5-3 7

2. ოლიმპი 4 2 1 1 4-2 7

3. ვიტ ჯორჯია 4 2 1 1 6-5 7

4. ბაია 4 2 1 1 4-3 7

5. ზესტაფონი 4 2 0 2 7-4 6

6. კოლხეთი 4 1 2 1 3-3 5

7. სიონი 4 1 2 1 1-3 5

8. სამტრედია 4 1 1 2 5-7 4

9. სპარტაკი 4 1 1 2 5-8 4

10. ტორპედო 4 0 2 2 1-3 2

ტურის მატჩებზე უფრო ვრცლად კვირას და "ლელოს" ორშაბათის ნომერში

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე