საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. გამოტოვებული მატჩების წინათქმა
ახლა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ დიდთოვლობა ეროვნულ ჩემპიონატს ვეღარ შეაფერხებს და თუ რაიმე სხვა მიზეზი არ გამოჩნდა, სეზონი კალენდრის დაურღვევლად ჩამთავრდება.

დღეს კი უხვი ნალექის მიზეზით გადადებული რამდენიმე მატჩი გაიმართება, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილი კიდევ უფრო დალაგდება და რამდენიმე კლუბის ამბიციების მართებულობაზე მსჯელობა უფრო თამამად შეგვეძლება.

ზესტაფონში დიდი მატჩია

ეს შეფასება, შესაძლოა, ცოტა ხმამაღალი იყოს, მაგრამ მატჩის მნიშვნელობა ისეთია, რომ ორივე გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ წყდება. თუკი "ზესტაფონის" წევრებმა საკუთარ თავს მცირე დანაკარგების უფლება შეიძლება მისცენ, "ტორპედოს" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს - გია გეგუჩაძის გუნდი მხოლოდ ჩემპიონატს შემორჩა და გააფთრებით იბრძვის ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. ასე რომ, ქუთათურებს "დავით აბაშიძეზე" გამარჯვება სჭირდებათ.

კომფორტული სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ფეროელთა ამოცანაც სამი ქულის მოპოვებაა - გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონობისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს. თუ "ზესტაფონმა" გაიმარჯვა, ვფიქრობთ, ოქროს მედლების მოპოვებაზე თვით მისი მდევრებიც კი ხელს ჩაიქნევენ და ბრძოლას ვერცხლისთვის გააგრძელებენ.

"ტორპედოსთან" შეხვედრით "ზესტაფონი" ურთულეს სამმატჩიან მონაკვეთს დაასრულებს. შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისში "დინამოს" ქულა აართვეს, შემდეგ შინ "მეტალურგს" სძლიეს და თუ ახლაც პოზიტიურ შედეგს მიაღწიეს, თავი, ალბათ, უკვე ქუდში ექნებათ.

"იმერულ დერბის" დიდი ტრადიციები აქვს, ბოლო ორ სეზონში კი "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირებებს ჟინი და ჯანსაღი ემოცია კიდევ უფრო გაუძლიერდა.

შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს იმ ამბავს, თუ როგორი დრამატული იყო ზესტაფონელთა და ქუთაისელთა სათასო ჭიდილი როგორც წინა, ასევე მიმდინარე სეზონში. პირველ ჯერზე გამარჯვება "ტორპედოს" დარჩა, ამ სეზონში კი დრამატული დუელი "ზესტაფონის" გამარჯვებით დასრულდა. მიმდინარე ჩემპიონატში კი ამ გუნდების აქტივში ერთმანეთის მოედანზე მოგებული შეხვედრებია.

მოკლედ, ამ მატჩის ნახვა ერთ რამედ ღირს და კარგია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მის პირდაპირ რეპორტაჟს ახორციელებს.

უყურადღებოდ ვერც "დინამო"-"დილას" დავტოვებთ, თუმცა, დაგეთანხმებით, ამ მატჩს არ ახლავს იმხელა ინტრიგა, რასაც "იმერული დერბი" იწვევს.

"დილას" ბოლოდროინდელმა შედეგებმა ქართული საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ რაგინდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბო, უცბად ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია. გორელები ჩემპიონატში უმოტივაციოდ დარჩნენ და თასის ნახევარფინალის მოლოდინში არიან.

ვნახოთ, როგორი იქნება "დილა" ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელში.

დინამოს ფინალები

"დინამოსთვის" კი ყოველი მატჩი კვლავ ფინალივითაა - დედაქალაქელებს საჩემპიონო შანსი, ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ. სამაგიეროდ, ევროპის ლიგის საგზურისთვის მართებთ დიდი ბრძოლა და სწორედ ამიტომ მოდუნების უფლება არ აქვთ.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდმა ჩემპიონატის მეორე ეტაპის სამ ტურში მხოლოდ სამ ქულას მოუყარა თავი.

იმერულთან ერთად, ამ ტურში "მეგრული დერბიც" გველის, ოღონდ ამჯერად განსაკუთრებული ინტრიგის გარეშე - "კოლხეთი"-"ბაიას" შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს.

პლეი აუტში კვლავ დაძაბულობაა

ოზურგეთის "მერცხალი" ქვედა რვიანში, ჯერჯერობით უიმედო აუტსაიდერად მოჩანს და თუ 29 თებერვალსაც ვერ გაიმარჯვა, საბოლოოდ გაიმყარებს ამ სტატუსს. "ჩიხურას" კი კარგი შანსი აქვს, ბოლო დროს აკრეფილი ტემპი განაგრძოს და უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაზე რეალური პრეტენზია განაცხადოს.

"სიონს" სატურნირო მდგომარეობა სამი ქულისთვის ბრძოლას ავალდებულებს, თუმცა ბათუმში გამარჯვება იოლი სულაც არ იქნება. მით უფრო იმიტომ, რომ გასულ ტურში საკუთარი ძალა ზღვისპირელებმაც გვიჩვენეს.

დიდთოვლობისგან ყველაზე დიდი დისკომფორტი სწორედ ბოლნისელებმა მიიღეს - "სიონმა" რამდენიმე დღის წინ ბათუმამდე და უკან ფუჭად იმგზავრა, რასაც ფეხბურთელთა ენერგია ტყუილუბრალოდ შეეწირა.

საქართველოს ჩემპიონატი. გამოტოვებული მატჩები

პლეი ოფი (1-8 ადგილები)

29.03.ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 18:00

ზესტაფონი-ტორპედო

29.03.თბილისი. დინამო არენა. 18:00

დინამო-დილა

29.03.ფოთი. ფაზისი. 15:00

კოლხეთი-ბაია

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 17 11 4 2 31-14 37

2.მეტალურგი 18 10 2 6 26-21 32

3.დინამო 17 7 5 5 31-24 26

4.ტორპედო 16 7 4 5 18-14 25

5.ბაია 17 5 5 7 14-21 20

6.დილა 17 4 5 8 17-19 17

7.კოლხეთი 17 3 7 7 9-20 16

8.მერანი 17 4 2 11 15-28 14

პლეი აუტი (9-16 ადგილები)

29.03. ოზურგეთი, მეგობრობა. 15:00

მერცხალი-ჩიხურა

29.03. ბათუმი. ადელი 15:00

ბათუმი-სიონი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ვიტ ჯორჯია 4 3 1 0 4-0 10

2.სპარტაკი 4 2 1 1 5-4 7

3.გაგრა 4 1 2 1 5-4 5

4.გურია 4 1 2 1 7-8 5

5.ჩიხურა 3 1 1 1 3-3 4

6.დინამო (ბთ) 3 1 1 1 1-2 4

7.სიონი 3 1 0 2 5-5 3

8.მერცხალი 3 0 0 3 0-4 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kapo
წარმატებები ზესტაფონს!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს