ქართულთან ერთად, შვედჩენკოს ხსოვნის ტურნირში უკრაინული, რუსული და ბელარუსული გუნდები ასპარეზობდნენ

თბილისის "ჰიუნდაიმ" უკრაინაში ალექსანდრ შვედჩენკოს ხსოვნის ტურნირი მოიგო. ქართულთან ერთად, შეჯიბრებაში უკრაინული, რუსული და ბელარუსული გუნდები ასპარეზობდნენ. ლაშა თოიძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ტურნირის ხუთივე შეხვედრაში იმარჯვეს.

გადამწყვეტი მატჩი ქართველებმა მასპინძელ "დონეცკს" მოუგეს - 54:46, რითაც 15-წლიანი ტრადიცია დაარღვიეს. რაც ეს მემორიალი იმართება, მისი გამარჯვებული მხოლოდ მასპინძელი "დონეცკი" ხდებოდა.

ქართულ გუნდს უკრაინაში ვერ გაჰყვა მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, რომელსაც აქილევსის მყესი გაუწყდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ჰიუნდაელთა თავკაცის, ლაშა თოიძის ინტერვიუ, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.

- ჩვენთან ერთად ალექსანდრ შვედჩენკოს მემორიალურ ტურნირში უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის 6 გუნდი მონაწილეობდა: მინსკის "მინსკი", ხარკოვის "ჰადო", ვოლგოგრადის "პოვოლჟიე", დონეცკის "დონეცკი" და მოსკოვის "ზრენიგოროდი". პირველ მატჩში, 24 მარტს, მოსკოველებს დაძაბულ ბრძოლაში 57:53 მოვუგეთ. ბომბარდირი 22 ქულით ქავთარაძე გახდა, ბითაძის ანგარიშზე 16 ქულა იყო. "ხარკოვს" 52:40 მოვუგეთ. ყველაზე მეტი მაჭავარიანმა ჩააგდო - 18 ქულა. მესამე შეხვედრაში ვოლგოგრადის "პოვოლჟიეს" 47:35 ვაჯობეთ. 18 ქულა ბითაძეს ჰქონდა, 17 - ქავთარაძეს.

დრამატული გამოდგა "მინსკთან" დაპირისპირება. გუნდური თამაშის წყალობით "ჰიუნდაიმ" მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით, 60:57 დაამარცხა.

გადამწყვეტი შეხვედრა ქართველებსა და დონეცკელებს შორის გაიმართა. მასზე ლაშა თოიძე მოგვითხრობს:

- მეორე მეოთხედში 12 ქულას ვაგებდით, თუმცა მობილიზებისა და შეუპოვრობის ხარჯზე ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბერდია ქავთარაძე დაასახელეს, რომელმაც დონეცკელებს 28 ქულა ჩაუგდო. ბითაძემ 10 ქულა მოაგროვა, კაკუბერმა - 8, ფიფიამ - 6, მაჭავარიანმა - 2. ალექსანდრე კაკუბერმა მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა, ხოლო გოგა ბითაძე ტანმაღალ მოთამაშეთა შორის გამოარჩიეს. თითოეულ მათგანს ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

მწვრთნელმა კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა:

- დონეცკის საკალათბურთო სკოლებში ინსტრუქტორად ჩამოსულია სერბი სპეციალისტი მიოდრო ბოიკოვიჩი, რომელმაც ჩვენი გუნდისთვის ვარჯიშის ჩატარება შემოგვთავაზა. სერბმა გვითხრა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის მეგობარია და ქართველებზე ბევრი კარგი სმენია.

ბავშვთა კალათბურთი

29 მარტს დასრულდა საკალათბურთო ტურნირი, რომელიც კლუბი "მორკინალის" ინიციატივით გაიმართა. შეჯიბრება 25 თებერვალს დაიწყო და მასში 24 საჯარო სკოლა ჩაერთო. საინტერესოა, რომ ვაჟთა ტურნირში ერთი ქალთა გუნდიც მონაწილეობდა (115-ე სკოლა), რომელმაც ორი მატჩი მოიგო.

გუნდები 4 ჯგუფად განაწილდა, საიდანაც მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გავიდა. ნახევარფინალში 32-ე საჯარო სკოლამ 69-ეს მოუგო, ხოლო 120-ემ - 173-ეს.

თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა მესამე ადგილისთვის მატჩმა, რომელიც ფრედ 33:33 დასრულდა. ოვერტაიმში კი 69-ე საჯარო სკოლამ 4:2 იმარჯვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა და ფინალი აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა. ფინალში 120-ე სკოლამ 32-ეს 47:32 აჯობა.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკა ყირიმელმა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მეორეადგილოსანი 32-ე სკოლის გუნდიდან კი ნიკა ნიშნიანიძე გამოარჩიეს, 69-ედან - აკაკი ნუცუბიძე, ხოლო 173-ედან - გიორგი ყეინაშვილი.

კლუბი "მორკინალის" ვიცე-პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა უახლოესი მომავლის გეგმაც გაგვაცნო:

- აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით და აპრილის მეორე ნახევარში ჩავატარებთ შეჯიბრებას მაგიდის ჩოგბურთში. მასში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეები და პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული გუნდი დაკომპლექტდება 3 მოსწავლისა და 2 მასწავლებლისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა