ლონდონის "არსენალის" 28 წლის ბომბარდირმა ჟურნალისტებთან თავისი კარიერის განვითარების ეტაპებზე ილაპარაკა
"არსენალის" 28 წლის ბომბარდირმა რობინ ვან პერსიმ ჟურნალისტებთან თავისი კარიერის განვითარების ეტაპებზე ილაპარაკა.

ჰოლანდიელის თქმით, "არსენალში" გადასვლის მომენტისთვის ის არ ელოდა, თუ საკუთარ თავში წმინდა ბომბარდირულ თვისებებს აღმოაჩენდა. ვან პერსის ნააზრევს მონოლოგის სტილში შემოგთავაზებთ:

"როცა "არსენალში" კარიერას ვიწყებდი, მხოლოდ მეორე თავდამსხმელის როლზე ვფიქრობდი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე გუნდის ძირითადი თავდამსხმელი გავხდებოდი.

ემანუელ ადებაიორის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერის შემდეგ არსენ ვენგერმა გადაწყვიტა, ახალი თავდამსხმელი სხვაგან აღარ ეძებნა და ამ პოზიციაზე თამაში მე დამავალა. გულწრფელად გეტყვით, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შესაფერისი კანდიდატურა ვიყავი, მაგრამ ვენგერმა მითხრა, რომ მე ეს შემეძლო; უბრალოდ, უნდა მეცადა და თავად ვნახავდი, რაც გამომივიდოდა. მან ისიც მირჩია, რომ ძველებურად მეცადა თამაშისგან სიამოვნება მიმეღო და მხოლოდ გოლების გატანაზე არ მეფიქრა.

ჩემი გარდასახვა "ინტერთან" წინასასეზონო შეხვედრაში დაიწყო. იტალიელებს ერთხელ გავუტანე. თამაშის შემდეგ ვენგერმა გამომიცხადა, დარწმუნებული ვარ, ექსპერიმენტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ის უნდა გავაგრძელოთო. მომდევნო თამაშებში მხოლოდ საგოლე პასებს ვარიგებდი, თავად კი გატანა მიჭირდა; თუმცა მწვრთნელი მარწმუნებდა, რომ ჩემი გახსნა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი იყო. როგორც ყოველთვის, ის მართალი აღმოჩნდა. მალე 7 თამაშში 7 გოლი გავიტანე. ისე ძალიან გამიკვირდა, როცა ამდენი განსხვავება აღმოვაჩინე პირველი და მეორე თავდამსხმელების სპეციფიკაში.

მაგალითად ის, რომ სიღრმიდან თამაშისას მთელი მატჩი ერთ ტემპში მიხდებოდა გადაადგილება, ახლა კი 90 წუთის განმავლობაში მიწევს ტემპის კონტროლი, რაც ძალიან ძნელია. ახლა ამ პოზიციაზე თავს უკვე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა