"მანჩესტერ სიტის" ტავდამსხმელის თქმით, მან ტრავმა მოიშუშა და "არსენალთან" კვირას "ემირიტსზე" დაპირისპირებისთვის მზად იქნება

სერხიო აგუეროს თქმით, მან ტრავმა მოიშუშა და "არსენალთან" კვირას "ემირიტსზე" დაპირისპირებისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა 30-31-ე ტურები (სტოკი 1:1, სანდერლენდი 3:3) გამოტოვა. "შავ კატებთან" სერხიოს არყოფნა რობერტო მანჩინიმ "სერიოზული, თუმცა არასერიოზული" ტრავმით ახსნა. იტალიელმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ინგლისურმა პრესამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოვლისშემძლეა. "დეილი მეილის" მტკიცებით, არგენტინელმა კოჭის ტრავმა შვილის სამთვლიანი ველოსიპედით სეირნობისას მიიღო. ამის მერე მან თავად გადაწყვიტა, ტკივილი სპეციალური სითხით გაეყუჩებინა, რამაც ალერგია და კოჭის გასიება გამოიწვია. სასიამოვნოა, რომ უკვე ყველაფერი რიგზეა და თავდამსხმელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

მეფემ მსხვერპლი აირჩია

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა გაჭიანურებული კრიზისის ფონზე გუნდის შიგნით განტევების ვაცის ძებნა დაიწყო და მას მალე მიაგნო.

გაზეთების ცნობით, "მეფე კენი" "ენფილდიდან" სეზონის დასრულებისთანავე, მინიმუმ, სამ ფეხბურთელს გაუშვებს. ესენი არიან: დირკ კუიტი, მაქსი როდრიგესი და ფაბიო აურელიო. შოტლანდიელის გადაწყვეტილება ლოგიკურია - სამივე უკვე ვეტერანია და თანაც, მიმდინარე სეზონში ძალიან სუსტად გამოიყურებიან.

"სანის" ცნობით, კუიტს (37 თამაში, 5 გოლი, 2 პასი) მთხოვნელები უკვე ჰყავს: 31 წლის თავდამსხმელის გადაბირება "გალათასარაის", "ფიორენტინას", "რომასა" და "ფეიენოორდს" სურთ. მის ხელშეკრულებას "წითლებთან" 2013 წლის ივლისში გასდის ვადა.

აი, რა გზას დაადგებიან არგენტინელი (30 წლის, 15 თამაში, 4 გოლი, 2 პასი, კონტრაქტი 2013 წლის ივლისამდე) და ბრაზილიელი (32 წლის, 3 თამაში სარეზერვო გუნდის ჩათვლით, კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება), ჯერჯერობით უცნობია.

იაია ტურე: თურმე, მარიოსთან მიჩხუბია...

"მანჩესტერ სიტის" 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი იაია ტურე უარყოფს, რომ "სანდერლენთან" მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში მარიო ბალოტელისთან იჩხუბა და რომ მათი გაშველება მის ღვიძლ ძმას, კოლო ტურეს მოუხდა. "ის, რომ თურმე მარიოსთან მიჩხუბია, ჩემი იურისტებისგან გავიგე და ამან ძალიან გამაკვირვა.

მე ფეხბურთელი ვარ და არა მოკრივე. თანაც, ვინც ამას წერს, ნამდვილად არაფერი იცის ჩემი და ბალოტელის ურთიერთობებზე. ის, უბრალოდ, ჩემი თანაგუნდელი კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი ძმაა. სამწუხაროა, რომ ამ ჭორების გამო ყველაზე მეტად ისევ მარიო უნდა დაზარალდეს," - ამბობს უმცროსი ტურე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო