საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. VI ტურის წინათქმა
სეზონის დაწყებიდან არ წყდება კრიტიკა XXIII ჩემპიონატის რეგლამენტზე, თუმცა "ზედა და ქვედა რვიანებად" დაყოფასაც შესაძლოა, რომ ხანდახან დადებითი "ელემენტებიც" მოეძებნოს.

აი, მაგალითად, ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველ ტურში (პლეი ოფს ვგულისხმობთ), სულ მცირე, ერთი გამორჩეული მატჩი გველოდება და ასეა ახლაც: დღევანდელ "დინამო"-"მეტალურგის" დაპირისპირებას ხომ უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.

6 აპრილს გასამართი ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე ცალკე ვისაუბრებთ და აქვე ბარემ ისიც ვთქვათ, რომ როგორც პლეი ოფის, ასევე პლეი აუტის სხვა დანარჩენი მატჩებიც არანაკლებ ინტერესს იწვევს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ტურში სამწვრთნელო დებიუტი უნდა შედგეს: ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი უნდა ჩაატაროს გია გურულმა!

ტურის სხვა თავისებურებაც უნდა ვახსენოთ: უჩვეულოზე მეტი უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, როცა ერთდროულად სამი მატჩი ჩატარდება პროჟექტორების შუქზე! "დინამო"-"მეტალურგი", როგორც უკვე "მიგვაჩვია" "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", პირდაპირი ტელეეთერით გადაიცემა (ტრადიციულ დროს - 18 საათზე); სწორედ ამ დროს დაიწყებენ თავიანთ საშინაო შეხვედრებს ჩემპიონატის სხვა ფავორიტებიც: "ზესტაფონი" და "ტორპედო".

რაც შეეხება ამ ტურის კიდევ ერთ თავისებურებას - სწორედ 6 მარტს გასამართი მატჩებით უნდა დასრულდეს "საგაზაფხულო მარათონი": 8 მარტიდან მოყოლებული, გუნდებს ხომ ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს უწევდათ თამაშების ჩატარება. აი, აპრილის ბოლომდე კი შედარებით სულის მოსათქმელი კალენდარი ელოდებათ გუნდების უმრავლესობას და კვირაში ერთი მატჩის ჩატარებაც, ალბათ, პრობლემა არ უნდა იყოს.

თუმცა ამ ფუფუნებით ყველა როდი ისარგებლებს: 10 და 18 აპრილს თასის ნახევარფინალური შეხვედრებია. ამას გარდა, 10 აპრილს ერთადერთი გამოტოვებული მატჩიც ("ტორპედო" - "მერანი") უნდა ჩატარდეს. რაც მთავარია, ამიერიდან უამინდობასა თუ "არანორმალურად გადატვირთულ კალენდარზე" საწუწუნო არავის უნდა ჰქონდეს...

ფსიქოლოგიური წნეხი

ტურის ცენტრალურ მატჩს მეტოქეები აშკარად არაერთგვაროვანი განწყობით ხვდებიან: "მეტალურგს" ამჟამად "შენიღბული" კი არა, ერთ-ერთი რეალური ფავორიტის სტატუსი უფრო შეეფერება, "დინამოს" კი თითქმის თვეა, თამაში არ მოუგია!

მართლაც, უცნაური "საყაიმო სინდრომი" დასჩემდა "დინამოს": ზედიზედ ხუთმა ფრემ(!) ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი არაკრიტიკულ, მაგრამ მაინც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში ჩააყენა.

აღარ გვინდა ისედაც უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხში მყოფ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელთათვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში გუნდს სეზონი პირველ სამეულს მიღმა არასდროს დაუმთავრებია! თუმცა ამის რეალური საფრთხე არსებობს და დინამოელებსაც ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად უდიდესი ძალისხმევა მართებთ.

ასეთი პრინციპული მატჩის წინ უადგილოდ მიგვაჩნია "დინამოს" ბოლოდროინდელი წარუმატებლობის (ზედიზედ 5 ფრე ასეთი ამბიციური და, რაც მთავარია, ყველანაირად უზრუნველყოფილი კლუბისთვის მართლაც ვერაფერი შედეგია) მიზეზ(ებ)ზე გვემსჯელა. კიდევ ვიმეორებთ: სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. დავუმატოთ ამას საკადრო პრობლემებიც და ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ როგორი განწყობა იქნება ერთ-ერთ კონკურენტთან მატჩის წინ დინამოელთა ბანაკში.

ტკბილ-მწარე მოგონებები

...უმაღლეს ლიგაში არცთუ მცირე პაუზის მერე დაბრუნებულმა გიორგი დევდარიანმა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი სწორედ "მეტალურგის" წინააღმდეგ ჩაატარა.

წელს, 19 თებერვალს, რუსთავში გამართული ეს შეხვედრა დევდარიანისათვის წარმატებული გამოდგა: ჩისკოსა და გიორგი მერებაშვილის გოლებით "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა (სხვათა შორის, ეს იყო "მეტალურგის" პირველი და უკანასკნელი საშინაო მარცხი ამ სეზონში);

ამ მოგებით "დინამომ" რევანშიც აიღო პირველ წრეში დამარცხებისათვის: შარშან, 16 ოქტომბერს ("რუსთავქალაქობის" დღეს!) "მეტალურგმა" მართლაც ლამაზ პაექრობაში აჯობა თავისთვის მუდამ უხერხულ მეტოქეს (3:2).

ცნობისათვის: ეს იყო რუსთავის სახელით მოასპარეზე გუნდების... მესამე გამარჯვება თბილისში საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში! ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ამ სამივე წარმატებას რუსთაველები სხვადასხვა სახელწოდების მქონე გუნდებით მიაღწიეს: 1990 წელს "გორდა" ერქვა, 2008-ში - "ოლიმპი", ამ სეზონში კი, როგორც იცით, გუნდს "ისტორიული" სახელწოდება დაუბრუნდა.

ამით კი იმის თქმა გვსურს, რომ "დინამოს" მართლაც სოლიდური უპირატესობა აქვს რუსთავურ გუნდებთან ურთიერთდაპირისპირებაში. ეგ კი არა, ერთხელ სულაც სარეკორდო (ევროპის მასშტაბითაც) ანგარიშითაც მოუგეს: 1993 წლის 3 ივნისს გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" რუსთავის "გორდა" 12:4 დაამარცხა! ამ მართლაც უხვგოლიან და თვალსასეირო მატჩში "პოკერი" შეასრულა რევაზ არველაძემ; გელა ინალიშვილმა და გიორგი ქინქლაძემ სამ-სამი გოლი გაიტანეს; შოთა და არჩილ არველაძეებმა კი თითო-თითო (ყველა - "დინამო"). რაც შეეხებათ რუსთაველებს, "დუბლი" ვარლამ კილასონიამ შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ავთანდილ კაპანაძემ და გიორგი ღუდუშაურმა გაიტანეს.

სხვათა შორის, 19 წლისწინანდელი ამ მატჩის ერთი მონაწილე... კვლავაც აგრძელებს საფეხბურთო კარიერას: 38 წლის მამუკა მელაძე ("გორდა") დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე ახალციხის "მესხეთში" ასპარეზობს!..

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. VI ტური

პლეი აუტი

06.04. ფოთი. ფაზისი. 16:00

კოლხეთი-მერანი

06.04. თბილისი. დინამო არენა. 18:00

დინამო-მეტალურგი

06.04.ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 18:00

ზესტაფონი-დილა

06.04.ქუთაისი. ტორპედო. 18:00

ტორპედო-ბაია

პლეი აუტი

06.04. ოზურგეთი. მეგობრობა. 16:00

მერცხალი-გურია

06.04. მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:00

ვიტ ჯორჯია-ბათუმი 16:00

06.04. თბილისი. ბენდელა 16:00

სპარტაკი-ჩიხურა

06.04. თბილისი. მერანი (ზეემკა) 16:00

გაგრა-სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა