"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო რამდენიმე ტურში სინდისის ქენჯნის გარეშე შეიფერა მსაჯთა კეთილგანწყობა
"ბლექბერნმა" ბოლო ორ ტურში ზედიზედ წააგო ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (0:2) და მერე "ვესტ ბრომვიჩთან" (0:3), რისი წყალობითაც სტივ კინის გუნდი ხელახლა დაქვეითდა გასავარდნ ზონაში. იმისთვის, რომ "მაწანწალებმა" ვარდნა არ განაგრძონ, ამისთვის "ლივერპულთან" მოგება მართებთ.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ფორმაშია კენი დალგლიშის გუნდი, ეს შეუსრულებელ მისიათა კატეგორიას არ უნდა მივაკუთვნოთ.

პრემიერლიგაში "წითლების" ბოლო მოგების შემდეგ მთელი თვეა გასული, რაც მერსისაიდელთა გულშემატკივრებს შორის დიდ უკმაყოფილებას იწვევს. იანვრიდან მოყოლებული ხომ გუნდმა 13-იდან მხოლოდ 2 თამაში მოიგო. რაკი "ლივერპულს" აქცენტი უფრო სათასო შეჯიბრებებზე აქვს გადატანილი, სწორედ ეს შეიძლება იყოს მასპინძელთა შანსი.

"ლივერპულისა" არ იყოს, კრიზისშია "მანჩესტერ სიტიც". ბუნებრივია, არ ვგულისხმობთ, რომ ეს გუნდები ერთნაირ ფორმაში არიან, თუმცა ის, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 5-იდან 1 მატჩი მოიგო, ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას ნამდვილად გვაძლევს.

ფინიშის სწორს გამოუცდელი გუნდის ნერვიულობას ისიც ემატება, რომ იტალიელმა თავკაცმა ვერაფრით მოახერხა გუნდის შიგნით სიტუაციის დალაგება. მოდი, ყველაფერს ბედკრულ მარიო ბალოტელის ნუ დავაბრალებთ. მას ისიც ეყოფა, რასაც აშავებს. დაშავებით კი იმდენს აშავებს, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ის სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებს.

რაც შეეხება სტუმარს, მან ელიტაში ადგილი მომდევნო სეზონისთვისაც შეინარჩუნა და მეტოქისგან განსხვავებით, "ეტიჰადზე" ყოველგვარი სტრესის გარეშე ითამაშებს. მოკლედ, ყველაფერი ნერვების ამბავია...

ბოლოხანს მოღონიერებული, მაგრამ ბოლო ტურში "ჩელსისთან" მსაჯისგან დაჩაგრული "უიგანი" იმ გუნდს მასპინძლობს, ვისი თამაშიც მთელი ქვეყნის აღფრთოვანებას იწვევს და ვინც ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ დგას პრემიერლიგაში გამარჯვების ზღვართან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ის გუნდია, რომელმაც, "უიგანისგან" განსხვავებით, ბოლო რამდენიმე ტურში სინდისის ქენჯნის გარეშე შეიფერა მსაჯების კეთილგანწყობა. ასე იყო "ფულჰემთანაც" და ნებით თუ უნებლიეთ, ასე მოხდა "ქუინზ პარკთანაც". ლონდონის გარეუბნის გუნდი მე-14 წუთზე აბსოლუტურად ალოგიკურად დაისაჯა ფეხბურთელის გაძევებითა და პენალტით.

ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ ეშლი იანგი თამაშგარეში იყო, მაგრამ შონ დერის გაძევებას ჯიუტად ამართლებს, ლი მეისონს სხვა გზა არ ჰქონდაო. ისე, რა გვიკვირს, შოტლანდიელის სიჯიუტე ხომ დიდი ხნის ამბავია.

ვულვერჰემპტონის "მოლინიუზე" ერთმანეთს უაღესად საინტერესო წყვილი ხვდება. გუნდები, სათამაშო ფორმის მხრივ, პოლუსებზე იმყოფებიან. "ვულვზს" უკანასკნელ 8 თამაშში 1 ფრე და 7 წაგება აქვს (ბურთების სხვაობა 7:27-თან). "არსენალს" პირიქით, 9-იდან 8 მოგება და 1 წაგება აქვს (ბურთები 24:8-ზე).

ტერი კონორის გუნდს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა ელიტაში დასარჩენად. "არსენალს" კი მესამე ადგილის დაბევება და ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ გასვლა აქვს გულში ამოჭრილი.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIII ტური

9 აპრილი

ევერტონი-სანდერლენდი 4:0

ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ნევილი (83. კოულმენი), ჰეიტინგა, იაგიელკა, ჰიბერტი - ფელაინი (78. ანიჩებე), ოსმანი, პიენაარი, გუიე - მაკფადენი (65. დრენტე) - სტრაკუალურსი

სანდერლენდი (4-3-3): მინიოლე - ბერდსლი (58. რიჩარდსონი), ტერნერი, კილგალონი, კოლბეკი - ლარსონი, დ. ვონი (75. უიკჰემი), ლ. კატერმოლი (68. დონ ვონი) - მაკლინი, გარდნერი, სესინიონი

გოლები: 1:0 გუიე (52), 2:0 პიენაარი (75), 3:0 ოსმანი (76), 4:0 ანიჩებე (81)

გაფრთხილება: - ლ. კატერმოლი, რიჩარდსონი

კარში დარტყმა: 17-4(8-0), კუთხური: 5-2, ჯარიმა: 7-12, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 32 249

ნიუკასლი-ბოლტონი 2:0

ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, უილიამსონი, კოლიჩინი, სიმპსონი - ხონასი, პერჩი (46. ფერგიუსონი), კაბაი, ბენ არფა (85. რ. ტეილორი) - ბა (64. ამეობი), პ. სისე

ბოლტონი (4-5-1): ბოგდანი - რიკეტსი, უიტერი, რიმი, სტეინსონი - იგლზი (79. მიაიჩი), მ. დევისი, რეო-კოკერი, მ. პეტროვი, პრეტლი (82. კლასნიჩი) - კ. დევისი (79. ნ"გოგი)

გოლები: 1:0 ბენ არფა (73), 2:0 პ სისე (83)

გაფრთხილება: ხონასი - რეო-კოკერი

კარში დარტყმა: 6-6(4-3), კუთხური: 6-5, ჯარიმა: 9-18, თამაშგარე: 6:2 ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 52 264

ტოტენჰემი-ნორვიჩი 1:2

ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - ასუ ეკოტო, კინგი, კაბული (45. ნელსენი), უოლკერი - ბეილი, მოდრიჩი, ჯ. ლივერმორი (71. ვან დერ ვაარტი), ლენონი - დეფო, საა (46. ადებაიორი)

ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, რ. ბენეტი, უორდი, დრური - ბ. ჯონსონი, პიკლინგტონი (73. სერმანი), ჰაუსონი, ე. ბენეტი - ჰოლტი (70. მორისონი), უილბრეჰემი (80. ჯექსონი)

გოლები: 0:1 პიკლინგტონი (13), 1:1 დეფო (33), 1:2 ე. ბენეტი (66)

გაფრთხილება: უოლკერი - ე. ბენეტი, ბ. ჯონსონი

კარში დარტყმა: 10-11(5-4), კუთხური: 10-3, ჯარიმა: 14-12, თამაშგარე: 4:5 ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 36 126

ასტონ ვილა-სტოკ სიტი 1:1

ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ლიშაი, ბეიკერი, კოლინსი, ჰატონი - უორნოკი (59. გ. გარდნერი), ჰერდი (88. ჰესკი), აირლანდი, ბენანი (74. ნ"ზოგბია) - აგბონლაჰორი, ვაიმანი

სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი, შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - დელაპი (81. ფულერი), პალასიოსი, უაიტჰედი, ეთერინგტონი (62. პენანტი) - ჯოუნსი (62. კრაუჩი), უოლტერსი

გოლები: 1:0 ვაიმანი (32), 1:1 ჰუთი (71)

გაფრთხილება: უორნოკი, ლიშაი, კოლინსი -

კარში დარტყმა: 13-3(8-1), კუთხური: 4-4, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 30 100

ფულჰემი-ჩელსი 1:1

ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - რიისე, ჰანგელანდი, ჰიუზი, კელი - ფრეი (88. კაჩანიკლიჩი), მერფი (74. ეტუჰუ), მ. დიარა (81. სა), დაფი - დემბელე - დემპსი

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, გ. კეჰილი, ტერი, ბერტრანი - მიკელი, ლემპარდი - რამირესი (83. დროგბა), მეირელეში (70. მატა), კალუ - ტორესი

გოლები: 0:1 ლემპარდი (45-პენ), 1:1 დემპსი (81)

გაფრთხილება: მერფი - გ. კეჰილი, მეირელეში, მიკელი

კარში დარტყმა: 8-9(7-3), კუთხური: 7-11, ჯარიმა: 5-16, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 25 697

10 აპრილი

ბლექბერნი-ლივერპული 23:00

დისკვალიფიკაცია: რეინა (ლივ)

ტრავმა: გრელა, სალგადო - რობინსონი, კელი, ადამი, ლეივა, ჯონსონი

11 აპრილი

მანჩ. სიტი-ვესტ ბრომ. 22:45

დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (სიტი)

ტრავმა: დ. სილვა, ი. ტურე - რიდი, ფულოპი, გერა, მორისონი, ტომასი

უიგანი-მანჩესტერ იუნ. 22:45

ტრავმა: როდალიეგა - ნანი, ფლეტჩერი, ლინდეგორი, ანდერსონი, ოუენი, ვიდიჩი, მაკედა

ვულვზი-არსენალი 22:45

ტრავმა: ო’ჰარა, კრედოკი, ჰანტა - ფრიმპონგი, მერტეზაკერი, კოკლენი, დიაბი, უილშირი

ქუინზ პარკი-სუონსი 23:00

ტრავმა: დაიერი, ჰოლი, ფორლინი - აგუსტინი, ბოდე

დისკვალიფიკაცია: სისე (ქპრ)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 32 25 4 3 78-27 79

2. სიტი 32 22 5 5 75-26 71

3. არსენალი 32 19 4 9 63-41 61

4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59

5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59

6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57

7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47

8. ლივერპული 32 11 10 11 37-34 43

9. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43

10. ნორვიჩი 33 11 10 12 46-52 43

11. სანდერლენდი 33 11 9 13 42-41 42

12. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42

13. ვესტ ბრომვიჩი 32 11 6 15 39-43 39

14. სუონსი 32 10 9 13 35-41 39

15. ასტონ ვილა 32 7 14 11 35-44 35

16. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29

17. ქუინზ პარკი 32 7 7 18 35-56 28

18. ბლექბერნი 32 7 7 18 43-67 28

19. უიგანი 32 6 10 16 30-57 28

20. ვულვზი 32 5 7 20 34-70 22

ბომბარდირები

26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 22 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი) 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"ნოტინგემში" სექტემბერში დანიშნული პოსტეკოღლუ შესაძლოა, დაითხოვონ
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე