მსოფლიოს თასის პირველი ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოდან ქალებთან ერთად ვაჟებიც გამოდიან
ჩინურ შანხაიში 11 აპრილს მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის პირველი ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოდან ქალებთან ერთად ვაჟებიც გამოდიან.

ქალთა ნაკრებში ამჯერად 4 მსროლელია, რომელთაგანაც საკვალიფიკაციო ეტაპი ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძემ ჩაატარა - 627 ქულა დააგროვა და 35-ე ადგილზე გავიდა.

ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩვენს გუნდში მეორე შედეგი ახალგაზრდა ნათია ცინცაძემ აჩვენა - 592 ქულა, რაც 71-ე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

თუმცა მისი წარმატება უფრო გუნდის ძველ ლიდერთა ცუდმა სტარტმა განაპირობა, თორემ ცინცაძის შედეგი არაა მაღალი.

ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ ადრინდელთან შედარებით პროგრესირებს. საკმაოდ სუსტად გამოვიდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა - ის ცინცაძეს ერთი ქულითა და ორი ადგილით ჩამორჩა, ასმათ დიასამიძე კი 590-ით 76-ე აღმოჩნდა.

გუნდურ ჩათვლაში (შეგახსენებთ - მასში სამი საუკეთესო შედეგი შედის) საქართველოს ნაკრებს 1810 ქულა მოუგროვდა. ეს კი მხოლოდ მე-19 მაჩვენებელი გამოდგა და პლეი ოფში ვერ გავიდა, რაც იშვიათად ხდება.

პირად პირველობაში პლეი ოფები დღეს გაიმართება. ესებუა პოლონელ პაულა ვიცზეჩოვსკას ხვდება, რომელიც ახალი სახეა იქაურთა გუნდში.

ვიმედოვნებთ, ესებუა ძველ შემართებას, საბრძოლო ჟინს დაიბრუნებს და გაიმარჯვებს. მით უფრო, ნერვების ისეთ თამაშში, როგორიც პლეი ოფია, ის ძლიერია. დიასამიძეს იტალიელი ელენა ტონეტა ერგო, რასაც საჩუქარს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

ნარიმანიძე მოლდოველ ალეხანდრა მირცას ხვდება, რომელიც ასევე ახალი სახეა. ესებუასი არ იყოს, გადამწყვეტ მომენტში მტკიცე ხელი და ნერვები ნარიმანიძესაც ახასიათებს (თუნდაც 2003 წლის მსოფლიოს პირველობა გავიხსენოთ, როცა დამატებით სერიაში ჩინელს აჯობა და მერე მეხუთეზე გავიდა).

ამდენად, იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს. აი, ცინცაძე კი თურქ ბეგულ ლუკლუოღლუსთან დაწყვილდა. თურქი არაა ძლიერი მოისარი, მაგრამ ჩვენებურზე ბევრად გამოცდილია.

ბარემ აქვე ტურნირში მონაწილე სხვა ქართველებზეც ვთქვათ. თურქეთის სახელით მოასპარეზე ნატო ნასარიძემ სულ რაღაც 594 ქულა დააგროვა და ცხრილში ცინცაძის წინ, 70-ე საფეხურზე დადგა. საკმაოდ კარგად ისროლა ამერიკელმა ხათუნა ლორიგმა (ქვრივიშვილი) - 639 ქულა და მე-19 ადგილი. ნასარიძისგან განსხვავებით, ლორიგი გუნდურშიც იასპარეზებს.

ვაჟთა ტურნირში სამი მონაწილე გვყავს, თუმცა ასაკით ყველა ბევრად პატარაა - ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიან.

უბრალოდ, კორეელი მწვრთნელი კმაყოფილია მათი ბოლოდროინდელი პროგრესით და ეს გუნდი სალიცენზიო ტურნირებზეც კი მიჰყავს ჰოლანდიასა და ამერიკაში. ჩინეთში ირაკლი ქვლივიძე, ლაშა ფხაკაძე და თორნიკე რიჟამაძე გამოდიან. საკვალიფიკაციო ეტაპი ყველაზე უკეთ ფხაკაძემ ჩაატარა - 629 ქულა და 83-ე ადგილი. თუმცა მოვლენებს დავასწრებთ და გეტყვით, რომ პლეი ოფში ყველაზე მეტად მას არ გაუმართლა - პირველივე წრეში უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ რიბანის ხვდება.

ქვლივიძე 614 ქულით 95-ეზე გავიდა, რიჟამაძე 599-ით - 98-ეზე. ცხადია, გუნდურში პლეი ოფში ვერც ესენი მოხვდნენ - 1842 ქულით 23-ეზე გავიდნენ. პლეი ოფები პირადში აქაც ხვალ გაიმართება, სადაც რიჟამაძე ჩინელ იუ ჰინგს გაეჯიბრება, ქვლივიძე - მონღოლ იანტსან განტუგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა