საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე წრე. მეშვიდე ტური
14 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

პლეი ოფში საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" მარტვილში "მერანს" ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში ფრეს დასჯერდა.

ჩემპიონები ჯაბა დვალის დუბლით უკვე მე-19 წუთზე ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ. მართალია, პირველივე ტაიმში მასპინძელთაგან პაპუნა ფონიავამ ერთი ბურთი მალევე გაქვითა, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა დავით მუჯირმა 51-ე წუთზე, აუღებელი საჯარიმო დარტყმით კვლავ აღადგინა და თითქოს "ზესტაფონს" სამი ქულის მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდა...

მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდა მარტვილური მატჩის უდავოდ მთავარი გმირი გიგა ჟვანია, რომელმაც ათწუთიან მონაკვეში (62-ე და 72-ე წუთებზე) ორჯერ გაუტანა სტუმრებს. გიგამ მეორე გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

ამის შემდეგ თორნიკე გრიგალაშვილმა მალევე კვლავ დააწინაურა "ზესტაფონი" (4:3), თუმცა იმავე ჟვანიამ შეხვედრის მიწურულს გატანილი მეორე პენალტით ჰეთ თრიქი გაიფორმა და ამ დრამატული მატჩის საბოლოო შედეგი - ფრე 4:4 დააფიქსირა.

სატურნირო ცხრილის ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა რუსთავის "მეტალურგმა", რომელმაც "ფოლადზე" ფოთის "კოლხეთი" მიიღო და მინიმალური სხვაობით კი სძლია, თუმცა მოპოვებული მნიშვნელოვანი სამი ქულით "ზესტაფონთან" სხვაობის ერთ ქულამდე შემცირება შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლით თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩინა.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, კვლავ ფრედ დაასრულა შეხვედრა თბილისის "დინამომ", რაც გუნდის ზედიზედ მეშვიდე საყაიმო ანგარიშია.

გიორგი დევდარიანის გუნდი სტუმრად "ბაიასთან" პირველ ტაიმში სულაც ორი ბურთით აგებდა. დუბლით 21-ე და 39-ე წუთებზე გიორგი გაბედავა გამოირჩა. შეხვედრის მეორე ნახევარში გატანილი გოლებით "დინამოს" ქულა რობერტინიომ (56) და ირაკლი ძარიამ (89) გადაურჩინეს.

გორში, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა "დილამ" თავი არც შინაურ კედლებში შეირცხვინა და მინიმალური ანგარიშით ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა. გოლი ლვოვის "კარპატიდან" გორელთა კლუბში ამ ზამთარს გადმობარგებულმა ნახევარმცველმა სანდრო გურულმა 62-ე წუთზე გაიტანა.

პლეი ოფი. VII ტური

14 აპრილი

მერანი-ზესტაფონი 4:4 (1:2)

მეტალურგი-კოლხეთი 1:0 (0:0)

ბაია-დინამო (თბ) 2:2 (2:0)

დილა-ტორპედო 1:0 (0:0)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ზესტაფონი 21 11 7 3 38-22 40

2. მეტალურგი 21 12 3 6 30-23 39

3. ტორპედო 21 9 5 7 23-18 32

4. დინამო 21 7 9 5 35-28 30

5. დილა 21 7 6 8 25-23 27

6. კოლხეთი 21 5 8 8 16-24 23

7. ბაია 21 5 7 9 19-28 22

8. მერანი 21 4 3 14 22-42 15

მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა პლეი აუტშიც. "გურიამ" ლანჩხუთში "ვიტ ჯორჯიას" სძლია 1:0, ბათუმის "დინამომ" კი ამავე ანგარიშით შინ ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა.

პლეი აუტის სატურნირო ცხრილის ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ" მორიგი გამარჯვება "გაგრასთან" მიითვალა - 2:1, ბოლნისის "სიონმა" კი აუტსაიდერი "მერცხალი", შეიძლება ითქვას, გაბრდღვნა - ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

პლეი აუტი. VII ტური

14 აპრილი

ჩიხურა-გაგრა 2:1 (2:1)

გურია-ვიტ ჯორჯია 1:0 (1:0)

სიონი-მერცხალი 5:0 (1:0)

დინამო (ბთ)-სპარტაკი 1:0 (1:0)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩიხურა 7 5 1 1 12-7 16

2. გურია 7 4 2 1 13-9 14

3. ვიტ ჯორჯია 7 4 1 2 7-4 13

4. სიონი 7 3 2 2 14-8 11

5. სპარტაკი 7 2 2 3 8-9 8

6. დინამო (ბთ) 7 2 2 3 5-9 8

7. გაგრა 7 1 3 3 7-8 6

8. მერცხალი 7 0 1 6 1-13 1

irakli1805
რა უნდა ვთქვა მოკლედ ამ ფედეს გადამკიდე სულ ბოლოზე რო არ ვართ არ გიკვირთი. დოემნა ციხეშია შენი ადგილი
gigi
არ უნდათ ზესტას ჩემპიონობა და ეგაა. ერთი მითხარით რომელი გყავთ უკეთესი დინამო?
paata
ზესტას ნაირ გუნდს ცლები უნდა და არა 3 ტვიანი კონტრაკტი
paata
ბატონო ზვიად ზესტას რატო ჰაგრავენ არ გეკოლება კოკაიას ნაირი ხალხი კარტულ ფეხბურტსჰი მივხედოტ და მოვეფეროტ კოკაიას და სხვებს რომ არ მიატოვონ კარტული ფეხბურტი გენაცვალე კ ო კ ა ი ა
paata
ერტი ის მაინტერესებს სჰეურაცხობა ის არაა რუსტავის ტრენერი რომ ამბობს ტამასჰები გამოვიკენე რომელიც არ მჰირდებოდაო იმ ხალხს რას ეუბნება სტადიონზე რომ ფეხბურტის საკურებლად იკო მისული ტუ გკვია გუნდი არააქ მნისჰვნელობა კველა უნდა მოიგო გაუმარჯოს ზ ე ს ტ ა ს
paata
ეს ჰემპიონატი 2 გუნდისა რომელიც ქულებს ცვლის ზესტაპონელი ვარ დედა არ ეკოლება იმ მცაჯს ვინც მერანი ზესტა იმსაჯა რამდენი გადაგიხადეს მარტვილელებო ტავი რომ მოიკალიტ 5 ატასი
gigi
ესეთი მსაჯების ხელში ზესტა რო ფრეს დაჯერდა ეგეც საამაყოა. მოგებული თამაში წააგებინეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა