ზე რაგბის გათამაშების მერვე ტური A ჯგუფის მეორეადგილოსანმა სიდნეის "ვორათაზმა" გახსნა
ზე რაგბის გათამაშების მერვე ტური A ჯგუფის მეორეადგილოსანმა სიდნეის "ვორათაზმა" გახსნა, რომელმაც სტუმრად დაამარცხა ამავე ჯგუფის აუტსაიდერი პერთის "ფორსი" - 23:18.

სიდნეელები მატჩის პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქეს ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და ტაიმი 14 ქულის სხვაობით მოიგეს - 17:3. მასპინძლები მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდნენ და 63-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც შეძლეს - 18:17. თუმცა დასკვნით 15 წუთში ვორათაზელებმა მაინც იმძლავრეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.

ამავე ჯგუფში მათმა უშუალო კონკურენტმა კანბერას "ბრამბიზმა" შინ დაამარცხა "მელბურნ რებლზი" 37:6 და 24 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მატჩის ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. აქედან ორი მეორეხაზელის, სკოტ ფრედის ანგარიშზეა, მგეზავმა კრისტიან კალიფანომ სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო მიითვალა (12 ქულა).

A ჯგუფი

ფორსი-ვორათაზი 18:23, ბრამბიზი-მელბურნ რებლზი 37:6

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 24 ქულა, 2. ვორათაზი - 21. 3. რედსი- 21. 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 13.

IX ტური

რედსი-სტორმერზი, ვორათაზი-მელბურნ რებლზი

მერვე ტურში ყველაზე დიდი ინტერესი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზისა" და აქამდე დაუმარცხებელი კეიპთაუნის "სტორმერზმა" გამოიწვია. სამხრეთაფრიკული გუნდი პირველად წლევანდელ გათამაშებაში "ჯვაროსანთა" 22 წლის მგეზავმა ტომ ტეილორმა გააწბილა.

"კრუსეიდერზმა" მეტოქე 31:24 დაამარცხა და ყველა ოცდათერთმეტივე ქულა გუნდს სწორედ ტეილორმა მოუტანა. მან ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და რვა საჯარიმო ჩაიწერა აქტივში.

სტორმერზელებმა, მართალია, ორი ლელოს გატანა მოახერხეს, მაგრამ ტეილორის ფეხჩუბინობას ვერაფერი დაუპირისპირეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მგეზავმა დენ კარტერმა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა. "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ისევ არ იყო გუნდის კაპიტანი და ლიდერი რიჩი მაქოა.

დურბანის "ნატალ შარქსმა", რომელიც C ჯგუფის ბინადარია, სტუმრად მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 29:23. ამ მატჩის სცენარი "ვორათაზისა" და "პერთის" დაპირისპირების მსგავსად განვითარდა. დასაწყისში დურბანელები დაწინაურდნენ.

მე-15 წუთისთვის ისინი 15:0 იგებდნენ. მასპინძლებმა ძალების მობილიზება შეძლეს და მეორე ტაიმის დასაწყისში, 42-ე წუთზე, ანგარიშში დაწინაურდნენ - 20:15.

ამის შემდეგ "ზვიგენებმა" კიდევ ორი ლელო გაიტანა, სულ კი მეტოქე ოთხჯერ დაალელოვა. შესანიშნავად გაისარჯა მათი მგეზავი პარტიკ ლამბიე, რომელმაც სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო მიითვალა.

B ჯგუფი

ბლუზი-ნატალ შარქსი 23:29, კრუსეიდერზი-სტორმერზი 31:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 31 ქულა, 2. ჰარიკენზი - 26, 3. ჰაილენდერზი - 25, 4. კრუსეიდერზი - 23, 5. ბლუზი - 11.

IX ტური

ჰაილენდერზი-ბლუზი, ჰარიკენზი-კრუსეიდერზი

C ჯგუფში "სტორმერზის" მარცხის შემდეგ ლიდერობა ხელთ პრეტორიის "ბლუ ბულზმა" იგდო, რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი იოჰანესბურგის "ლაიონზი" - 32:18. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თამაში მეტოქეზე ბევრად უკეთ დაიწყეს და მე-14 წუთისთვის 10:0 იგებდნენ.

"ლურჯმა ხარებმა", რომელიც ზე რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული გუნდია, ძალების მობილიზება შეძლო და 27-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდა - 15:10. ამის შემდეგ პრეტორიელებს მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ. მათ ჯამში ხუთი ლელო გაიტანეს. ხუთივე სხვადასხვა მორაგბეს ანგარიშზეა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ გუნდში ყველა რგოლი ძლიერია.

ამავე ჯგუფის ერთ-ერთი აუტსაიდერი ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" შინ დამარცხდა B ჯგუფის ლიდერ ჰემილთონის "ჩიფსთან" - 33:39.

პირველი ტაიმი "ჩიფსმა" მინიმალური სხვაობით 10:9 მოიგო. მასპინძლებმა შესვენების შემდეგ, 61-ე წუთისთვის, ხუთი ქულით დაწინაურება შეძლეს - 25:20. თუმცა დასკვნით 20 წუთში ემილთონელებმა სამი ლელო მიითვალეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება ირგუნეს.

სულ კი ახალზელანდიურმა გუნდმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა. აქედან ორი ტონგელი პირველხაზელის, ალისონა ტაუმალოლოს ანგარიშზეა. მგეზავმა აარონ კრადენმა კი ორი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა უწია მიზანს (14 ქულა).

C ჯგუფი

ჩიტაზი-ჩიფსი 33:39, ლაიონზი-ბლუ ბულზი 18:32

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 29 ქულა, 2. სტორმერზი - 29, 3. ნატალ შარქსი - 22, 4. ჩიტაზი - 17, 5. ლაიონზი - 10.

IX ტური

ნატალ შარქსი-ჩიფსი, ბლუ ბულზი-ბრამბიზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის