ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კურიოზები თუ დაგვამახსოვრდებოდა...

კურიოზები თუ დაგვამახსოვრდებოდა...

პირველი ტურის შემდეგ C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი... სლოვენიის ნაკრებია!

13.06. პოლოკვანე. პეტერ მოკაბა სადიუმი. 30 325 მაუყრებელი

ალჟირი-სლოვენია 0:1

ალჟირი: შაუში — ბუგერა, ჰალიშე, იაჰია — კადირი (82. გედიურა), ლასენი, იებდა, ბელჰაჯი — ზიანი — მატმური (81. საიფი), ჯებური (58. გეზალი).

სლოვენია: ს. ჰანდანოვიჩი — ბრეჩკო, ცესარი, შულერი, იოკიჩი — კირმი, რადოსავლიევიჩი (87. კომაცი), კორენი, ბირსა (84. პეჩნიკი) — დედიჩი (52. ლუბიანჩიკი), ნოვაკოვიჩი

გოლი: კორენი (79).

გაფრთხილება: რადოსლავლიევიჩი (35), გეზალი (59), კომაცი (90), იებდა (90).

გაძევება: გეზალი (73).

მატჩი დაიწყო: ალჟირი; დარტყმა 11(2) — 7 (4); ჯარიმა: 17-10; კუთხური: 4-3; ბურთის ფლობა 48%-52%.

არბიტრი: კარლოს ბატრესი (გვატემალა).

მატჩის ქრონოლოგია

3 — ნადირ ბელჰამიმ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა — სამირ ჰანდანოვიჩმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია.

36 — ქარიმ ზიანის კუთხურს რაფიკ ჰალიშის თავური დარტყმა მოჰყვა — ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.

40 — ქარიმ მატმურმა მარცხენა ფეხით სახიფათოდ დაარტყა — ოდნავ არაზუსტად.

43 — ვალტერ ბირსას დარტყმული ბურთი ფაუზი შაუშიმ კუთხურზე მოიგერია.

60 — ანდრაჟ კირმი მარცხენა ფლანგიდან უტევდა — ალჟირელთა მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

70 — აბდელკადელ გეზალის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

73 — შეცვლაზე შემოსულმა აბლედკადელ გეზალიმ 15-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედნიდან გააძევეს.

78 — ჰანდანოვიჩმა საკუთარი და თავის გუნდის მცველების შეცდომა თავგანწირული ვარდნით გადაარჩინა.

79 — 0:1 — რობერტ კორენმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მეტოქის მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაგზავნა.

პირველი ტურის შემდეგ C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი... სლოვენიის ნაკრებია! აი, ამას კი, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა, სლოვენიელებს წინ ორი ურთულესი მატჩი ელოდებათ ჯგუფის ფავორიტებთან და ამ გუნდის რეალური შესაძლებლობებიც მერე გამოჩნდება. თუმცა, ფინალური ტურნირის გამარჯვებით დაწყება პატარა საქმე არ არის; მით უფრო, რომ გუშინდელი მოგება სლოვენიელთათვის პირველი წარმატებაა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

..წინდაწინ ვთქვათ: ალჟირი-სლოვენიის შეხვედრა, ჯერჯერობით ამ ჩემპიონატის ყველაზე მოსაწყენი მატჩი გამოდგა. რა თქმა უნდა, ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავდით, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ორივე კართან თითზე ჩამოსათვლელი მომენტები თუ შეიქმნა; ტემპიც საკმაოდ დაბალი იყო და, ფაქტობრივად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომელიმე კარში გოლი... რაღაც „განსაკუთრებული შემთხვევის“ შემდეგ უნდა გასულიყო. ისე, ამ ჯგუფს კურიოზული გოლები „დაებედა“, — ინგლისელთა მეკარის რობერტ გრინის „ვაჟკაცობაზე“ ბევრს აღარ ვისაუბრებთ; მთლად, მსგავსი რამ არ ჩაუდენია, მაგრამ ალჟირელთა მეკარე ფაუზი შაუშმაც გვარიანად დააღალატა თანაგუნდელები — სლოვენიელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევის დროს, ინგლისური „ვესტ ბრომვიჩის“ ნახევარმცველმა რობერტ კორენმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მეტოქის კარის შორეულ კუთხისკენ გაგზავნა; აუღებელი ბურთი ნამდვილად არ იყო, მაგრამ შაუშიმ უხეში შეცდომა დაუშვა (ვერაფრით გაერკვა, დარტყმა როგორ უნდა მოეგერიებინა) და ამ ყოვლად უღიმღამო მატჩში ერთი გოლი მაინც ვნახეთ.

არადა, სლოვენიელებს მეტი მომენტი არც მანამდე ჰქონიათ და არც მერე; იმას სახიფათო მომენტებს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ვალტერ ბირსამ (პირველ ტაიმში) და ანდრაჟ კირმმა (მეორე ტაიმში) თამაში რომ გაამწვავეს და ალჟირელთა კარს შეუტიეს. იმავეს ვიტყოდით ალჟირელებზეც, რომელთა შემადგენლობაშიც მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი აქტიურობდა მთელი მატჩის განმავლობაში: ინგლისური „პორტსმუთის“ მარცხენაფლანგელი ნადირ ბელჰაჯი მეტოქის კარს რამდენჯერმე დაემუქრა, ამასთან თითქმის ყველა „სტანდარტულსაც“ იგი ასრულებდა. თუმცა უშეცდომოდ თამაშობდა მოედანზე მყოფთაგან ალბათ, ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელი, სლოვენიელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი. ერთის მხრივ, ეს ამბავი გასაკვირვი არც უნდა ყოფილიყო: ჰანდანოვიჩი უკვე წლებია სერია "A"-ში ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარედ მიიჩნევა და ანტონიო დი ნატალეს შემდეგ „უდინეზეს“ ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ჰანდანოვიჩის ძალიან ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ კარში წასული ყველა ბურთი მოიგერია; მოკლედ, საკუთარი კლასი დაამტკიცა, რასაც ვერ ვიტყვით ალჟირელთა ორ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელზე: „ვოლფსბურგის“ ცენტრალური ნახევარმცველი ქარიმ ზიანი მოედანზე შეუმჩნეველი იყო, იტალიური „სიენას“ ფორვარდმა აბდელკადერ გეზალიმ კი ურუგვაელი ნიკოლას ლოდეიროს... რეკორდი „მოხსნა“! ჰო, შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან შეხვედრაში ლოდეირო შეცვლაზე შემოვიდა და 18 წუთში... ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო; აი, გეზალის კი უფრო ნაკლები დრო დასჭირდა: მოედანზე შემოვიდა თუ არა, რამდენიმე წამში უხეში თამაშისთვის პირველი გაფრთხილება მიიღო, 14 წუთის შემდეგ კი, მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთი ხელით „ჩამოიღო“ და ისე აპირებდა შეტევის გაგრძელებას! შეხვედრის გვატემალელ არბიტრს ბევრი არც უფიქრია — გეზალის ყვითელი ბარათი უჩვენა და ალჟირი, ჯერ ისე რას თამაშობდა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი რაღას იზამდა. არც მეტოქეს დაუწყია „ფრენა“, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორენის დარტყმას ალჟირელთა მეკარის „უცნაური“ ნახტომი მოჰყვა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ჩ" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი .. სლოვენიის ნაკრებია!

ანტიგმირ(ებ)ი — გეზალი, შაუში

იმდენად მოსაწყენი მატჩი გამოდგა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვერც ავარჩიეთ. რა თქმა უნდა, ერთადერთი გოლის ავტორის რობერტ კორენის გარჯაც დასაფასებელია და სლოვენიელთა მეკარის სამირ ჰანდანოვიჩის ჩვეული, საიმედო თამაშიც; თუმცა, მივიჩნიეთ, რომ ვერც ერთი იმსახურებად „მატჩის ფეხბურთელობას“. სამაგიეროდ, ამ შეხვედრას ორი... ანტიგმირი ჰყავდა: ალჟირის ნაკრების მეკარე ფაუზი შაუში და ამავე გუნდის ფორვარდი აბდელკადერ გეზალი. პირველი მათგანის უხეშ შეცდომას მატჩის ერთადერთი გოლი მოჰყვა, მეორემ კი 14 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო!..

მატჩის შემდეგ

რაბახ საადანი (ალჟირი): „ამ ახალი ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა ძალიან ძნელია და რაც მოხდა ინგლისი-აშშ-ს მატჩში, თითქმის იგივე განმეორდა დღევანდელ შეხვედრაშიც. ახლა ჩვენ ურთულესი მატჩი გველოდება ინგლისთან, სადაც, გულახდილად ვიტყვი, რომ ქულების მოპოვება ძნელი იქნება. ამიტომაც გული მწყდება, რომ დღეს ასე წარუმატებლად ვიასპარეზეთ.“

მატიაჟ კეკი (სლოვენია): „მოედნის საფარი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. თავს არ ვიმართლებთ: ალჟირიც ხომ ამავე მოედანზე თამაშობდა; მაგრამ, ასეთ საფარზე ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გამორიცხული იყო. რაც შეეხება შედეგს, მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და მომდევნო მატჩებსაც უფრო დამაჯერებლად ჩავატარებთ“.

გია ტუხაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე