დავით უსტიაშვილის შეგირდები შეკრებას დუშეთში გადიან, სადაც გუნდს ახალი წევრი, სერბი ლეგიონერი დარკო კოჰადარევიჩი შეუერთდა
"ქუთაისს", კალენდრის მიხედვით, რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი 20 აპრილს უნდა ეთამაშა, თუმცა "ბათუმთან" შეხვედრა ერთი კვირით ადრე ჩაატარა და პლეი ოფებისთვის მზადების დროც გაიხანგრძლივა.

17 აპრილს ქუთათურები შეკრებაზე გადავიდნენ - დუშეთში ემზადებიან. გუნდში ერთი სიახლეცაა: შეკრების პირველი დღიდან "ქუთაისს" შეუერთდა სერბი ტანმაღალი კალათბურთელი დარკო კოჰადარევიჩი.

იგი 1986 წელსაა დაბადებული და 206 სმ სიმაღლისაა. სხვადასხვა დროს თამაშობდა სერბულ "სმედერევოში", "რადოვოე კორაჩში", სლოვენიურ "ზლატოროგსა" და ბერძნულ აეკ-ში. 2008-10 წლებში კი კოჰადარევიჩი ამერიკის კოლეჯების უმაღლეს ლიგაში "ტექსასის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონი დარკომ საბერძნეთში გაატარა. "ილისიაკოსის" მაისურით, საშუალოდ, 15 წუთში 6 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებდა. გუნდი პლეი ოფში ვერ გავიდა და კოჰადარევიჩმაც საქართველოში ჩამოსვლა ამჯობინა.

ახალწვეულისა და "ქუთაისის" მზადების პროცესზე მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ველაპარაკეთ:

- "ბათუმთან" მატჩის შემდეგ ქუთაისში ვვარჯიშობდით. 17 აპრილს კი დუშეთში ჩამოვედით და ოლიმპიური მზადების ცენტრში გავდივართ წვრთნას. აქ 25 აპრილამდე დავრჩებით.

- დარკო კოჰადარევიჩი როდის შემოგიერთდათ?

- დუშეთში შეკრების პირველი დღიდან ჩვენთანაა. მაღალია, საკმაოდ გამოცდილი, კარგი კალათბურთელი ჩანს. იმედია, გუნდს მალე შეეწყობა.

- რადგან მიმდინარე სეზონში "ილისიაკოსში" თამაშობდა, ფორმაშიც უნდა იყოს...

- საბერძნეთში სეზონის დასრულების შემდეგ იგი შინ, სერბეთში დაბრუნდა, ცოტა დაისვენა და დღეს უკვე ჩვენთან ვარჯიშობს. პლეი ოფებისთვის კონდიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.

- მიმდინარე სუპერლიგაში რა მიზნებს ისახავთ?

- დღეისათვის მთავარი ყურადღება მეოთხედფინალებზე გვაქვს გადატანილი, ოთხეულში მოხვედრისთვის ვიბრძვით.

თუმცა ჯერ არც ის ვიცით, ვის დავუპირისპირდებით პლეი ოფის პირველ ეტაპზე. ყველაფერი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული: ჩვენი უშუალო კონკურენტი "ოლიმპი" 20 აპრილს "არმიას" ეთამაშება. სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, მეორე ადგილს ჩვენ დავიკავებთ თუ ოლიმპელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა