ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ყოველწლიურად 2,5 მილიონ ევროს კარგავს, დეფიციტი კი საერთო ჯამში 10 მილიონ ევროს შეადგენს
ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ლონდონის "ვოსფსი", რომელიც ყველაზე პრესტიჟული "ჰაინეკენის თასის" გათამაშების 2004 და 2007 წლების გამარჯვებულია, გაკოტრების პირასაა.

ლონდონელები წლეულს წარუმატებლად ასპარეზობენ. ინგლისის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე არიან და ოთხი ქულით უსწრებენ ჯონი ვილკინსონის მშობლიურ "ნიუკასლს". "ვოსფსი" ევროთასებზე "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ასპარეზობდა და მეოთხედფინალში ასევე კრიზისში მყოფ ფრანგულ "ბიარიცთან" დამარცხდა.

კლუბის ფინანსური მდგომარეობა კატასტროფულია. "ვოსფსი" ყოველწლიურად 2,5 მილიონ ევროს კარგავს, დეფიციტი კი საერთო ჯამში 10 მილიონ ევროს შეადგენს. თუ ლონდონელები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში კლუბის ახალ მეპატრონეს არ მოიძიებენ, გაკოტრების პროცედურა დაიწყება.

ინგლისის ჩემპიონატის დებულების თანახმად კი 22 ქულა დააკლდება, რაც თავისთავად დივიზიონიდან გავარდნას ნიშნავს.

ერთი სიტყვით, ეს ვითარება ახალი არ არის. კლუბის მეპატრონე მილიარდერი სტივ ჰეისი მის გაყიდვას 2011 წლის ნოემბრის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს. გუნდის ინფრასტრუქტურა არასრულყოფილია, სავარჯიშო და სათამაშო მოედნების დაქირავება კი ძვირი ჯდება. ამასთან ერთად, ჰეისს პრობლემები აქვს მართლმსაჯულებასთან და რაგბისთვის არ სცხელა.

თუმცა კლუბის პრეზიდენტი მარკ რიგბი ამტკიცებს, რომ პოტენციური ინვესტორებისა და მეცენატების რიგი უდგას. ყველაზე საოცარი კი ის არის ასეთ რთულ სიტუაციაში, კლუბი განაგრძობს ახალი, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეების მიწვევას.

"ვოსფსში" თამაშზე თანხმობა განაცხადეს ინგლისის ნაკრების წევრებმა, ტომ პალმერმა და ჯეიმზ ჰესკელმა (ორივე - სტად ფრანსე). ახლახან კონტრაქტი გააფორმა გუნდთან უელსის ნაკრების მგეზავმა სტივენ ჯოუნზმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა