სფფ-ის პრეზიდენტმა ფედერაციის განცხადებაზე მსაჯებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა
სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ოფიციალური კომენტარი გააკეთა იმ საგანგებო განცხადებაზე, რომელიც 24 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე სფფ-ის პრესსამსახურმა გაავრცელა (იხილეთ განცხადება).

"კლუბების მხრიდან შემოსულ ყველა საჩივრის წერილს ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლით. ფედერაციაში შემოსული ათზე მეტი წერილი ეხება ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებში ნათამაშებ მატჩებს.

ვინაიდან ჩემპიონატი მიმდინარეობს და ძალზე დაძაბულ ფაზაშია, ჩვენ მხოლოდ უფლებამოსილება შევუჩერეთ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს და სეზონის ბოლომდე კომიტეტის ფუნქციებს ის საგანგებო კომისია შეასრულებს, სადაც შედიან სფფ-ის გენერალური მდივანი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და თავად მე.

პარალელურად, მოხდება საკითხის დაწვრილებით შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.

წერილებს თან ერთვის ვიდეომასალაც, რომლის შესწავლის შემდეგ, თუ მსაჯების ბრალეულობა დამტკიცდება, პირობას გაძლევთ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება და საერთოდ მოსცილდებიან ეროვნულ ჩემპიონატს.

საჩივრის წერილებში ყველა კლუბს სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვს. დაინტერესების შემთხვევაში, ჟურნალისტებს შეუძლიათ თავად კლუბებს მიმართონ და დეტალები მათგან შეიტყონ.

წლევანდელი ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ ამ კუთხით პრობლემები მოგვარდებოდა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება მოგვეხდინა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია მოვაწესრიგოთ. ამასთან, ძალიან კარგად მესმის ამა თუ იმ კლუბის გულშემატკივრების აღშფოთებაც და ჩვენთვის მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს მსაჯების ის რაოდენობა, რაც რეალურად საჭიროა. ამიტომ ჩვენს მსაჯებს უწევთ ერთი და იგივე გუნდების თამაშების განსჯა. რატომ ნაწილდებოდნენ ეს მსაჯები ასე და როგორ ხდებოდა მათი დანიშვნა, ამ ყველაფერს ვარკვევთ და ჯერჯერობით ამ თემაზე მეტი საუბარი არ შემიძლია.

მე შევხვდი ბატონ ლევან ფანიაშვილს და პირადად ვუთხარი ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დროებითია და ამ ადამიანების უფლებამოსილების საკითხი მხოლოდ ყველაფრის გარკვევის შემდეგ გადაწყდება".

gff.ge

zaza
ჯერ დასაჯელი შენ თვითონ ხარ და მერე ალბათ ისე დაისჯებიან როგორც ის ფეხბურთელები ხო ?! უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო..
goga
თქვე უნამუსოებო რომ წუწუნებთ მსაჯები ცოტა გვყავსო ვინც გყავთ იმათ თუ უფრთხილდებით? პოლიციის მაღალჩინოსნები რომ შეუვარდნენ სამეგრელოში მსაჯებს და რომ გალახეს შენ არ იყავი დომენტ რომ იძახდი ეს ჩვეულებრივი ამბავია მერე რა მოხდაო?
ramo
აფერისტ!!!!!
arthili
რეზი და დომენტა არიან მოსაკვეტები თვითონ
vasiko basiladze
დასასჯელი თვითონ ხართ,ფედერაციის თანამშრომლები თქვენ თავს მიხედეთ,რა ჩემპიონატი ჩაატარეთ;?მალადეც ნახეთ გამოსავალი,წადით და იქნებ მაშინ ეშველოს ქართულ ფეხბურთს,თქვენ ფეხბურთი არ გიყვართ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა