ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ორიოლ რომეუ: ოცნება ლონდონის "ჩელსიზე"

ორიოლ რომეუ: ოცნება ლონდონის "ჩელსიზე"

კატალონიელთა სკოლის ერთ დროს ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
ორიოლ რომეუ ტარაგონის პატარა ქალაქ ულდეკონეში 1991 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. 12 წლიდან ის "ბარსელონაში"ჩაირიცხა და კატალონიელთა სკოლის ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

2011 წლის ივლისიდან ის ლონდონში ცხოვრობს. ახალ გარემოში ფეხბურთელს ადაპტაციასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემები თავიდან რომ აეცილებინა, თანამემამულე ხუან მატამ საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა.

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე "ლურჯების"ბანაკში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ესპანელმა მარტო პრემიერლიგაში 15 მატჩის (10 ძირითადში) ჩატარება მაინც მოახერხა. ფეხბურთელმა ინტერვიუ ესპანურ "ელ პაისს"მისცა.

- რატომ დატოვეთ "ბარსელონა”?

- იმიტომ, რომ კონტრაქტი "ჩელსიმ"შემომთავაზა. რომ არა ასეთი ძლიერი გუნდის წინადადება, კატალონიის დატოვებაზე ნამდვილად არ ვიფიქრებდი. დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსიში"გადასვლა ჩემს კარიერას წაადგება. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისწავლო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თამაში ნაკლებად მიწევს, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ვნანობ, რადგან ვნახე ის, რასაც ვეძებდი. "ბარსელონაში"ჩემს სურვილს ანგარიში გაუწიეს, რისთვისაც მე მთელი ცხოვრება მათი მადლობელი ვიქნები.

- თქვენ ერთხელ თქვით, რომ "ბარსელონაში"აქცენტს ტრადიციებზე აკეთებენ, "ჩელსიში"- ბიზნესზე.

- არა, ასეთი რამ არასდროს მითქვამს. ოდესმე გინახავთ თამაში "სტემფორდ ბრიჯზე”? ნახეთ და აღარ იტყვით, რომ ამ კლუბს ტრადიციები არ აქვს. ფულის გამო მე სხვა კლუბებშიც შემეძლო წასვლა.

- ოცნებობთ "ბარსელონაში"დაბრუნებაზე?

- არა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიზარდო. ჩემი მიზანი არ არის უკან დაბრუნება. მინდა საკუთარი თავის პოვნა ახალ კლუბში და ვაპირებ დიდი ფეხბურთელი გავხდე. ლონდონში ჯერ რამდენიმე თვეა, ვცხოვრობ და მესმის, რომ მოთმინება მმართებს.

- მწვრთნელმა თუ აგიხსნათ, რატომ არ თამაშობთ?

- ის არ არის ვალდებული, რამე ამიხსნას. "ჩელსიში"ისევე როგორც სხვაგან, თამაშობ მაშინ, როცა ამას იმსახურებ. თუკი არ ვთამაშობ, ესე იგი უნდა მოვუმატო და მწვრთნელი ჩემს საჭიროებაში დავარწმუნო.

- გასახდელში ტერისთან, ლემპარდთან, დროგბასა და ტორესთან ერთად გიწევთ ყოფნა. ინგლისურ კლუბებში ესპანურებზე მეტი იერარქიაა?

- "ბარსელონაში" ძალიან ბევრია კლუბის სისტემაში აღზრდილი. არიან ისეთი ბიჭები, რომელთაც ახსოვთ, როდის აღმოჩნდი პირველად მათთან ერთად გასახდელში. აქ ყველაფერი განსხვავებულია. უმეტესობა სხვადასხვა კლუბიდან არის მოსული. გუნდში კი უმთავრეს როლს ვეტერანები თამაშობენ.

"ჩელსის"ლიდერი ჯონ ტერია, ის უფრო მეტია, ვიდრე კაპიტანი. ნურავინ იფიქრებს, რომ ვეტერანებს სხვებზე აღმატებულად მოაქვთ თავი. პირიქით. თავიდან საკმაოდ მიჭირდა. ერთი თქმაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯონიმ დასახმარებლად ხელი გამომიწოდა. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ის ჩემი კაპიტანია.

- უყვარს სხვების უფროსობა?

- კლუბში უფროსი აბრამოვიჩია, მოედანზე - ტერი. საბედნიეროდ, მისგან შენიშვნა არ მიმიღია, აი, რამდენიმეს კი კარგად "მოხვდა”.

- აბრამოვიჩს იცნობთ?

- მე ის ერთხელ ვნახე, ვილაშ ბოაშის გაშვებიდან მეორე დღეს, როცა მან ყველას გამოგვიცხადა, რომ ამიერიდან გუნდს რობერტო დი მატეო უხელმძღვანელებდა.

- იტალიელმა გუნდში ბევრი რამ შეცვალა?

- შესაძლოა, ჩვენ ცოტა უფრო აგრესიულები გავხდით, მაგრამ ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. ვაგრძელებთ ძველი სქემებით თამაშს და ვიგებთ, რაც გუნდს საკუთარი ძალების რწმენას მატებს.

- ფერნანდო ტორესი როგორ გამოიყურება?

- ყველაფერი რიგზე აქვს. მას ხანგრძლივი უგულო სერია ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი უკან და¬რჩა. ფერნანდომ დაიწყო გატანა და ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ძალიან გამი¬მა¬რთლა, რომ ტორესთან და მატასთან ერთად მოვხვდი გუნდში. დახმარებისთვის მათი მადლობელი ვარ.

- რას აძლევს მატა "ჩელსის”?

- ალბათ ტალანტს, კრეატიულობას, მოულოდნელობას... ის ძალიან განსხვავებული ფეხბურთელია იმათგან, ვისაც, როგორც წესი, გარშემო ვხედავთ ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის