ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, მესამეხაზელი მწვანე მინდორს დაუბრუნდა
ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, მესამეხაზელი რიჩი მაქოა მწვანე მინდორს დაუბრუნდა. ის ზე რაგბის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ქრასთჩერჩის "კრუსეიდერზის" სათადარიგოთა შორის იქნება. "ჯვაროსნები" სტუმრად, სიდნეიში დაუპირისპირდებიან "ვორათაზს".

მაქოამ ბოლოს შარშან, ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალში იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში იგი დაშავებული ფეხით თამაშობდა და ტკივილს გმირულად იტანდა. მას შემდეგ მაქოა მკურნალობის კურსს გადიოდა და ახლა უკვე დასაბრუნებლად მზად არის.

"როცა გარკვეული დროის განმავლობაში უქმად ზიხარ და რაგბის გვერდიდან უყურებ, ხვდები, რატომ გიყვარს ეს თამაში. ძალ-ღონე არ დამიშურებია, რათა ტრავმა დროულად მომერჩინა. იანვრის მერე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და, ვფიქრობ, საბრძოლველად მზად ვარ" - თქვა რიჩი მაქოამ.

"კრუსეიდერზმა" წლევანდელი სეზონი დენ კარტერისა და რიჩი მაქოას არყოფნაში წარუმატებლად დაიწყო.

ქრაისთჩერჩელებმა სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. მერე კარტერი დაბრუნდა და შუამარბის პოზიცია დაიკავა. გუნდმაც თამაში საგრძნობლად გამოასწორა. დენი ამჯერადაც "ვორათაზთან" მატჩში შუამარბი იქნება.

კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ადამ ვაითლოქი, 13. რობი ფრანი, 12. დენ კარტერი, 11. ზაკ გილფორდი, 10, ტომ ტეილერი, ს9. ენდი ელისი. 1. ბენ ფრენქსი, 2. კორი ფლინი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ტომ დონელი, 5. ლუკ რომანო, 6. 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდდი, 8. კირან რიდი.

16. ბენ ფანელი, 17. უაიტ კროკეტი, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. რიჩი მაქოა, 20. ვილი ჰეინცე, 21. რაიან კროტი, 22. ტომ მარშალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა