მთავარი მწვრთნელის თქმით, თუ დაფინანსება გაიზრდება, გუნდი უფრო მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს
ფოთის "კოლხეთი" პლეი ოფში გაჭირვებით მოხვდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს, ლიდერებსაც არ ეპუება და პოტენციალიც წარმოაჩინა.

არადა, "კოლხეთს" წელს პორტი აღარ აფინანსებს და მთლიანად ფოთის ბიუჯეტზე გახდა დამოკიდებული. "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე ამბობს, რომ თუ დაფინანსება გაიზრდება, გუნდი უფრო მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს.

"მიუხედავად იმისა, რომ პორტი გუნდს აღარ ფლობს, თანადგომას მაინც ვგრძნობთ - წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი დაგვიფინანსა და ამჟამად სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებისთვისაც გარკვეული თანხა გაიღო.

თუმცა, უკეთესი იქნება, პორტი ისევ "კოლხეთის" ოფიციალური პარტნიორი რომ გახდეს, რადგან გუნდის ისტორია მასთან არის დაკავშირებული.

სასურველი იქნება ჩვენი ბიუჯეტის გაზრდაც. ახლა ველოდებით ისეთი კომპანიის გამოჩენას, რომელიც გვერდში დაგვიდგება. დამეთანხმებით, წელს გუნდების ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა და ის, რაც 3-4 წლის წინ ნორმალური თანხა იყო, ამჟამად არასაკმარისია.

ვფიქრობთ, ამის გათვალისწინებით, "კოლხეთმა" წელს კიდევ ბევრს მიაღწია - ახლა ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 300 ათასი ლარია და, მაქსიმუმ, 500-600 ათასამდე თუ გაიზრდება. თუმცა მომდევნო სეზონში გუნდის გაძლიერება და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გვსურს, საამისოდ კი ბიუჯეტის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა.

გვპირდებიან კიდეც, რომ სპონსორი გამოჩნდება, მაგრამ ვნახოთ. ასეთი ლაპარაკი ადრეც იყო და მთავარია, სულ ლოდინის რეჟიმში არ ვიყოთ.

ვისაც ღონიერი თანამდგომი გამოუჩნდა, ყველა ფეხზე წამოდგა და ამბიცია გაუჩნდა. "კოლხეთი" კი ტრადიციული კლუბია, გამოცდილი და პროფესიონალი კადრები გვყავს და ამ რესურსით წარმატებისთვის ბრძოლა სავსებით შესაძლებელია.

საერთოდ, რაც მეტი შეძლებული და კარგად ნაპატრონები გუნდი გვეყოლება, უცხოეთიდანაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს დავაბრუნებთ და ჩვენი ჩემპიონატის დონეც გაიზრდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dito
ბათუმის დინამოს 700 ათასი აქვს და მეორე ლიგაში მალდეც ფოტს
kkkkk
რაც უფრო კარგ შედეგს აჩვენებთ, მით მეტი შანსია დამფინანსებლის გამოჩენის. ლიდერებთან თუ აიღებთ ქულებს კარგი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა