28 აპრილს ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც "ტორპედო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს
28 აპრილს ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც "ტორპედო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, უმაღლესი ლიგის ლიდერი "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგს" ერთადერთი ქულითღა ასწრებს და, შესაბამისად, "იმერულ დერბიში" მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.

ეს ამოცანა იოლად შესასრულებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფეროელთა ბანაკში იმედიანი განწყობაა.

დღეისთვის "ზესტაფონის" ლაზარეთი, ფაქტობრივად, ცარიელია. სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა და ახლა "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია, რა ოდენობის სათამაშო დრო მიეცემა მას.

გიორგი ხიდეშელის, აბაიომი ოვონიკოკოსა და შოთა ბაბუნაშვილის გამოჯანმრთელება უკვე ძველი ამბავია; შედარებით ახალი კი ის არის, რომ მწყობრში ჩადგნენ ლუკა გუგუჩია და გოგა ბერაია.

ერთი სიტყვით, "ზესტაფონში" არსებული ისედაც მძაფრი კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.

ცნობისთვის, "ტორპედოს" "იმერულ დერბიში" დისკვალიფიკაციის გამო საუკეთესო თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე დააკლდება.

ამ შეხვედრისა და უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის სხვა მატჩების შესახებ ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა