ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა საბანაძე: საქართველოში ფეხბურთი ისე არსად უყვართ, როგორც ქუთაისში

ნიკა საბანაძე: საქართველოში ფეხბურთი ისე არსად უყვართ, როგორც ქუთაისში

ქუთაისის "ტორპედოს" 21 წლის ფორვარდი მწვრთნელისა და ქომაგის მადლიერია
წინა ტურში ქუთაისის "ტორპედომ" შინ ფოთის "კოლხეთს" 3:1 რომ მოუგო, ორი გოლი ნიკა საბანაძემ გაიტანა.

მანამდე "ტორპედომ" "ზესტაფონი" დაამარცხა 2:1. გადამწყვეტი ბურთი შეხვედრის ბოლო წუთზე შეაგდო და ის საგოლე კომბინაციაც საბანაძემ წამოიწყო.

საბანაძე "ავაზას" აღზრდილია. ეს ერთობ სპეციფიკური სკოლაა, აქვს საკუთარი ხელწერა. ამ სკოლიდან დაიწყეს გზა უმცროსმა მიშა მესხმა, არველაძეებმა, ლევან კობიაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა...

რამდენიმე წლის წინ მომიწია "ავაზას" საშინაო თამაშებზე დასწრება. საბანაძეც პირველად მაშინ ვნახე. მას მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მის თამაშში ნაკლის აღმოჩენა შეუძლებელიც კი იყო. ის ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენებზე.

საბანაძემ არაერთი ქართული გუნდის და აგენტის ყურადღება მიიქცია. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ის მალე დატოვებდა "ავაზას", თუმცა ასე არ მოხდა. საბანაძეს საქართველოს 19-წლამდელთა მწვრთნელებიც აკვირდებოდნენ და სწორედ იმ მომენტში ნიკამ "ავაზას" ერთ-ერთ საშინაო მატჩში ხელი მოიტეხა.

"კარიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად გადადგა ნაბიჯი წინ. იყო დაინტერესება როგორც ქართული, ისე უცხოური გუნდიდან. ამასობაში "ავაზაში" რამაზ მუმლაძე მოვიდა და ცოტა ხნით დარჩენა მირჩია. მალე მუმლაძე ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გახდა და მეც თან წამიყვანა", - ამბობს საბანაძე.

ერთია "ავაზა" და სულ სხვა არის გაცილებით დიდი ტრადიციების გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს. საბანაძისთვისაც ადვილი არ გამოდგა ფეხის მოკიდება "ტორპედოში"...

"თავიდან მართლაც გამიჭირდა. უმაღლესი ლიგა სულ სხვა არის, ფსიქოლოგიურადაც გამიძნელდა ახალ სიტუაციასთან შეწყობა. მანამდე ხომ უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ მქონდა ჩატარებული. ეს სულ სხვა პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. რთულმა პერიოდმა ექვს თვეს გასტანა, მერე კი თანდათან ავთამაშდი. მუმლაძის დამსახურებაა, რომ კარიერაში წინ წავიწიე".

საბანაძე ახლა "ტორპედოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, თუმცა ბოლომდე არ გვინახავს ის, რაც მას შეუძლია. ნიკას თითქოს ყველანაირი საფეხბურთო მონაცემი აქვს, მაგრამ შესაბამისი ეფექტი ჯერაც არ ჩანს და საბანაძეს ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა.

"ტორპედოს" მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დამსახურებაა, ამ დროისთვის კარგ ფორმაში რომ ვარ. მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში და მასთან მუშაობა ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდად მეხმარება. ამ მწვრთნელთან მოხვედრას ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ინატრებდა", - გვითხრა საბანაძემ.

თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლის გატანაა. ამ საქმეს კი მაქსიმალური კონცენტრაცია, მტკიცე ხასიათი სჭირდება. ამის გარეშე ფორვარდის სხვა კარგი თვისებები შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს.

"კონცენტრაციის გამომუშავებაზე განსაკუთრებულად ვმუშაობ. ჯერ კიდევ ბევრი შრომა მჭირდება, რომ ძლიერ თავდამსხმელად ჩამოვყალიბდე".

როგორც უნდა იყოს, თბილისიდან ქუთაისში ჩასულისთვის იქაურობასთან შეგუება იოლი არ არის. ფეხბურთელი დედაქალაქიდან სხვაგან რომ მიდის სათამაშოდ და საცხოვრებლად, რაღაც-რაღაცები აქვს გადასალახი.

"პირველ პერიოდში მართლა გამიჭირდა, მოწყვეტილი ვიყავი ოჯახსა და მეგობრებს. არც ახლაა ადვილი ჩემთვის აქ ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს მიჩვევა უნდა. ამ დროისთვის უკვე გაცილებით მიადვილდება აქაურ გარემოსთან შეგუება".

საბანაძემ ისიც გვითხრა, როცა ორი თავდამსხმელით ვთამაშობთ, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, თუმცა 4-3-3 განლაგებაშიც არ მიჭირს თამაშიო.

"ტორპედო" ახლა მესამე ადგილზეა და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძვის, რაც ევროლიგაზე თამაშის გარანტიას იძლევა. ქუთაისელთა მთავარი კონკურენტი "დინამო თბილისია", რომელსაც ერთი ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.

"კარგი თამაში იქნება, სერიოზულად ვემზადებით. ორივე გუნდი განსაკუთრებული შემართებით რომ იბრძოლებს, თქმა რად უნდა. დიდ როლს ითამაშებს, თუ ვინ ვის აჯობებს ტაქტიკაში", - ასე მიაჩნია საბანაძეს.

დაბოლოს, "ტორპედოს" 21 წლის თავდამსხმელმა ქუთაისელ გულშემატკივრებზე გვითხრა:

"ფეხბურთი საქართველოში ისე ძლიერად არსად უყვართ, როგორც ქუთაისში. ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ჩვენ გვყავს. იმედი მაქვს, რომ ქუთაისიდან თბილისში ბევრი ქომაგი ჩამოვა 6 მაისს "დინამოსთან" ჩვენ მხარდასაჭერად".

"ნიკა საბანაძე: ყველაზე მაგარი ქომაგი ჩვენ გვყავს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Zalia

ინტერმა ჩემპიონთალიგა მოიგო ერთი იტალიელით...თუ ჩვენ არგვეკადრება?მაგენზე დიდი ტრადიციებიგვაქ ფეხბურთში თუ რატო?...თუ მაინდამაინც ის გინდათ რო ნაპრინციპ ქუთაისელებმა იტამაშონ ყველამ და ვაგოთ ტყუილად თამაშები?ქართველები ხოარიან ძმაო...არაგვყავს ქუთაისელი ბიჯები მაგათზე უკეტესები ეხლა ნამდვილად...თუვინმე ახალგაზრდაიყო ტორპედო პირველლიგაში როთამაშობდა ქუთაისელი ბიჭები ზესტაფონის დუბლებში და დინამოში მიდიოდნენ...ათამაშდნენ და დავითრევთ ქუთაისელ ბიჭებსაც ძმაო და არავინ დოუმალავს ნიჭს...ქუთაისელი კაცივარ სულით და ხორცით და შემევევლე ჩემქალაქს...მეცჩემი მინდა რომყავდეს მარა რეალურად შევხედოთ...თუგინდა გურული ატამაშებენ სასტავში მარა რაშვება...კინახავდით კოლხეთთან...

• giga

რა თბილისელი რა ქუთაისელი, რა აზრი აქ ვინ ითამაშებს? აბა გვერძე გაიხედეთ, მერე ქუთაისში გყავთ მაგარი ფეხბურთელები? ქუთაისლები რო ათამაშონ მთლად ჩაისვრის გუნდი და მერე დაიწყებთ გეგუჩაძე წადი შენი დედა მოვტყანო, მაგაში მაგრები ვართ გვერდით დგომა არ ვიცით , როცა საქმე კეთდება, დაავაცადოთ გეგუჩაძეს თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, რა შუაშია აქ თბილისელი და Qუთაისელი

• ilia

ვეთანხმები ქვემოთა კომენტარებს რამაზასთან უნდა დავრეკო შემდეგ გადაცემაში და უნდა ვუთხრა რომ ქუთაისლები უფრო მეტი ათამაშოს მაგ ყავისტმა გეგუჩაძემ მაშინ დაარქვან თბილისის ტორპედო რა აზრი აქვს ყველა თბილისელი რომ ითამაშებს ჩვენ რა ხეირი მაგით?

• zalia

გენაცვალე ნიკუშ მაგარი კაცი ხარ....ამკაცმა თქვა თავიდან გამიჯირდაო....ყველა ეგრე იქნებოდა ძმაო თავისთავზე წარმოიდგინოს ოჯახს და საზმაკაცოს და ყველას რომოწყდები და სხვაქალაქში წახვალ სათამაშოდ....და რაცშეეხება იმას რო ქუთაისელებმა ითამაშონო უნდაო ყველამო....რასლაპარაკობთ პოროშინისდროს ჩემპიონები გავხადეთ სულკარენოი საფიჩხიელი იყო...დადიხართ სტადიონზე უყურებთ დამაშებს?დათუნაიშვილი თბილისელია მარა თუ მაგაზე თავდადებით და ბოლომდე რომელიმე ქუთაისელი თამაშობდეს ტორპედოში კაცობას გეფიცები...ნიკუშას კიდე მაგარი მომატებულიაქ ბოლ ტამაშებია ყველა გატანილგოლში მონაწილეობა მიიღო...და რაცმთავარია გულშემატკივარს გვაფასებენ...ბევრი გასაშვებია და გაუშვებენ...თბილისელიც ითამაშებს ტორპედოში და ზუგდიდელიც...სულასე იყო და სულასეიქნება...

• khubu

ვერ გევიგე რას იძახის თუ არ მოგწონს და თუ ვერ შეეგუე ტორპედოში თამაშს წაი ბიძია გაკავებს ვინმე თუ რა ? ზასტავა მთლად ეგრე ვერ მივაღწევთ ვერაფერს მაგრამ სავსეა ბიჯო ამ თბილისელებით გუნდი და მიდი და მოიგე 90 პროცენტი გასაყრელები არიან

• zastava

ქუთაისში მარტო ქუთაისლებმა უნდა ითამაშონ თორემ მასეთ მოგებას რა ფასი აქვს თუ სხვა ქალაქიდან ჩამოვიყვანეთ მაშინ ქუთაისის ტორპედო აღარ უნდა ერქვას მაგას ქუთაისლებს რომ არ ვათამაშებთ მაგია მეოთხე ადგილს რომ ვერ მოვცილდით

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა