ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელი გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობას საკუთარ თავს აბრალებს
"ზესტაფონმა" ეროვნული ჩემიონატის გასულ ორ ტურში ორი მარცხი იწვნია და შედეგად, ლიდერობაც დაკარგა და ამასთანავე, წინ გაჭრილ "მეტალურგს" უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა.

6 მაისს საქართველოს მოქმედი ჩემპიონები რუსთავს სტუმრობენ და ეს მატჩი ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. ვითარება ისეთია, რომ "ზესტაფონს" საჩემპიონო შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ტურისა და ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრის წინ ფეროელთა მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს გავესაუბრეთ.

- "დინამოსთან" შეხვედრით დავიწყოთ...

- ქუთაისური მატჩის შემდეგ ძალების აღსადგენად მცირე დრო გვქონდა და გადაღლილობამ ჩვენს თამაშს დაღი დაასვა. ფაქტია, რომ "დინამოსთან" დაპირისპირებაში ღირებული არაფერი შეგვიქმნია და მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. თუმცა ბოლო წამებზე მიღებული გოლი ძალიან დასანანია, ამ თამაშის არწაგება მაინც შეგვეძლო.

- მანამდე კი ქუთაისში ასევე ბოლო წამებზე გაშვებული ბურთით დამარცხდით.

- ქუთაისში ურიგოდ ნამდვილად არ გვითამაშია. გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და სწორედ ამიტომ დავმარცხდით - "ტორპედომ" მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი სწრაფი კონტრშეტევით გაიტანა.

- ზედიზედ ორი პრინციპული შეხვედრა ბოლო წამებზე წააგეთ. ამაში რაიმე კანონზომიერებას ხომ არ ხედავთ?

- ამ სეზონის განმავლობაში არაერთხელ შევძელით მეტოქის ბოლოსკენ გატეხვა და მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება, ბოლო დროს კი ყველაფერი პირიქით ხდება. ყველაფრის თავი და თავი კონცენტრაციის დაკარგვაა. კონცენტრაცია კი მაშინ იკარგება, როცა დაღლილობა მატულობს. პრობლემები კომპლექსურია და მათი სასწრაფოდ გადაჭრაა აუცილებელი.

- დაგვეთანხმებით, ბოლო დროს გუნდის თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორსაა.

- განვლილ მატჩებში ნამდვილად ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რასაც ახლო წარსულში ვაჩვენებდით. სეზონის ბოლოა და ნერვული ფონი საგრძნობლად გაზრდილია. ფეხბურთზე უკვე ემოცია მძლავრობს და ყოველივე ეს შედეგებზეც უარყოფითად აისახება.

- შექმნილი მდგომარეობიდან რა გამოსავალს ხედავთ?

- ანალიზის უნარი მაქვს და არც საკუთარი შეცდომების დანახვა და აღიარება მიჭირს. ფეხბურთელების მიმართ პრეტენზია არ მაქვს, თავის საქმეს ყველა პირნათლად აკეთებს. თუმცა ფაქტია, რომ გუნდს ცუდი პერიოდი უდგას, რაც ყველაზე მეტად ჩემი ბრალია.

უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ სეზონს ვატარებ და შეცდომები გასაკვირი არ არის. ყოველივე ამან ბევრი რამ მასწავლა. ეს ამბები მთელი ცხოვრება მემახსოვრება, მაგრამ ასეთი უსიამოვნო პერიოდი "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ნამდვილად არ არის.

ეს უსიამოვნებები უნდა დავძლიოთ. საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. დაკარგული ჯერ არაფერია და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- რუსთავში კი რიგითი მატჩი ნამდვილად არ გელით...

- ჩვენ ყველა შეხვედრას ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ყველგან გამარჯვებისთვის ვიბრძვით და იგივე მიზანი გვაქვს რუსთავშიც. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ. "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა იციან, რომ საქართველოს საუკეთესო კლუბში თამაშობენ.

"ზესტაფონი" საქართველოში ფეხბურთს საუკეთესოდ თამაშობს და აუცილებლად გაიმარჯვებს.

- "მეტალურგის" ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე რას იტყვით?

- ფაქტია, რომ დიდი პროგრესი აქვს. "მეტალურგის" სახით უკვე ვხედავ იმ გუნდს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა, იმის ძალაც შესწევს, რომ ევროთასებზეც საკმაო წარმატებით იასპარეზოს.

- გიორგი ხიდეშელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო ინფორმაცია როგორია?

- მდგომარეობა არცთუ საგანგაშო, მაგრამ არც სასიამოვნოა. ჯერ კიდევ ველით გამოკვლევების საბოლოო პასუხს, დღეს კი ჯერჯერობით, ის ვიცით, რომ მას მენისკის პრობლემა აქვს და კარგი იქნება, თუ ოპერაცია არ დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ხიდეშელისთვის სეზონი დასრულებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე