21 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ურჩევნია, მარტივად აკეთოს თავისი საქმე და არა ფინტებითა და დრიბლინგებით გაართოს გულშემატკივარი
"არსენალის" გულშემატკივართა ერთ-ერთ ვებგვერდზე საინტერესო სტატიას გადავაწყდით, სადაც "მეთოფეთა" რიგებში იან მვილას გადასვლის პერსპექტივაა განხილული. ვფიქრობთ, ის ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

მაშ ასე, იან მვილა "არსენალში" გადადის. თუ ზუსტად ვიტყვით, საქმე 99%-ით გადაწყვეტილია. ამბობენ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო. თუკი ის უკვე 99%-ია, გამოდის, რომ მთელი შენობა ცეცხლში ყოფილა გახვეული.

ჩანს, ფრანგი ნახევარმცველი მართლა ღირს იმ 17 მილიონ ფუნტად, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ეს კი მართლა ძალიან დიდი თანხაა.

21 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ურჩევნია, მარტივად აკეთოს თავისი საქმე და არა ფინტებითა და დრიბლინგებით გაართოს გულშემატკივარი. ის დისციპლინირებული და ნახევარდაცვის სიღრმეში მოთამაშე ფეხბურთელია, რომელსაც ფანები ასე ელოდნენ მას მერე, რაც ალექს სონგი სესკ ფაბრეგასის შეცვლას ცდილობს.

"არსენალის" დაცვა მთელი სეზონის განმავლობაში დაობლებული იყო მიკელ არტეტასთან ერთად თუ მის გარეშე. ფრანგმა კი დაცვის მეტად დახმარება უნდა შეძლოს. როგორც ჩანს, არსენ ვენგერს მვილაში სწორედ ეს თვისება მოსწონს - დროულად მონახოს თავისუფალი თანაგუნდელები და გააკეთოს გრძელი, ზუსტი პასი.

ასე დაცვიდან შეტევაში გადასვლა თვალის დახამხამებაში მოხერხდება, რაც "არსენალის" კონტრშეტევით სტილს მომდევნო სეზონში დიდად წაადგება.

საინტერესოა ისიც, თუ რა განლაგებით ითამაშებს გუნდი მომავალში. იდეალურ შემთხვევაში სქემა მოწინააღმდეგის გათვალისწინებით უნდა იცვლებოდეს. თუმცა, როგორც წესი, ვენგერი მეტოქეებს აიძულებს ხოლმე, მის ტაქტიკას მოერგონ. ცოტა ხნის წინ განიხილებოდა 4-4-2-ზე გადასვლის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით მას მერე, რაც "უიგანი", "ჩელსი" და "სტოკ სიტი" ვერ დავამარცხეთ. ჩემი აზრით, ლუკას პოდოლსკის მოსვლა იმის ნიშანი იქნება, რომ არსენი წინა ხაზში ისევ სამ შემტევს დააყენებს.

გერმანელი ძალიან ჰგავს რობინ ვან პერსის იმისთვის, რომ ჰოლანდიელის გვერდით ითამაშოს, ხოლო თუკი მას ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გამოვიყენებთ, მაშინ "არსენალს" მოედნის ცენტრში ბურთის გაკონტროლება გაუჭირდება.

მეჩვენება, რომ მუსიე არსენს სურს, რომ მხოლოდ მცირე ცვლილება შეიტანოს ახლანდელ სქემაში და 4-2-1-3 4-1-2-3-ზე გადააკეთოს. მვილა ძირითადი კანდიდატურა იქნება ნახევარდაცვის სიღრმეში მოთამაშე შუახაზელის ადგილას. მისი შემცვლელები იქნებიან სონგი, არტეტა და ფრანსის კოკლენი. რაც შეეხება მვილას წინ მოთამაშე შემტევ ნახევარმცველებს, აქ კონკურენცია ექნებათ უილშირს, როსიცკის, დიაბისა და რემსის.

ამ სიის შევსება სონგსა და არტეტასაც შეუძლიათ, რადგან შემქმნელის თვისებები ორივეს აქვს. პოდოლსკისა და მვილას გადაბირება "არსენალის" სატრანსფერო ფილოსოფიის ცვლილებასაც ნიშნავს.

წარსულში ჩვენ ბოლო დღემდე ვუცდიდით ხოლმე ტრანსფერების გაჩარხვას, იქნებოდა ეს მოსვლა თუ წასვლა. ეს ეჭვებს ბადებდა, რომ მხოლოდ იმისთვის კეთდებოდა, ზედმეტი მილიონი დაზოგილიყო ბიუჯეტში.

ნერვიულობის საფუძველს ცოტა მვილას ფასი იწვევს. აი, პოდოლსკის ტრანსფერი კი ნამდვილად ვენგერის სტილია - გერმანელი ხომ 10 მილიონ ფუნტზე ცოტა მეტი დაჯდა (ბუნდესლიგიდან "კიოლნის" გავარდნის შემდეგ ეს ფასი კიდევ უფრო დაეცა. რედ).

წელს, ალბათ, აუცილებლად ვიხილავთ შამახის წასვლას, მაგრამ მაინც მგონია, რომ რომელიმე ტოპფეხბურთელთან გამოთხოვება მაინც მოგვიწევს, რათა ფრანგის ტრანსფერი დაფინანსდეს. ხალხი მხოლოდ ვან პერსის კონტრაქტზე ლაპარაკობს და ამ დროს ყველას ავიწყდება, რომ სონგსა და უოლკოტს "არსენალთან" ხელშეკრულებებში მხოლოდ თითო წელიწადი აქვთ დარჩენილი.

როცა მვილა საბოლოოდ გაფორმდება, სწორედ კამერუნელი მოექცევა ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ, რადგან მას ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად მოუწევს ბრძოლა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მისით კონტინენტზე რამდენიმე მდიდარი კლუბია დაინტერესებული, კვირას გულშემატკივარს შეიძლება სონგის თამაშის ხილვის ბოლო შანსიც ჰქონდეს.

რაკი ბოლო პერიოდში კლუბი საქმეებს ძალიან სწრაფად აგვარებს, ვფიქრობ, ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დიდხანს ცდა არ მოგვიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა