საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. XII ტური. პლეი ოფი
ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ "ზესტაფონს" დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში თვალსაჩინო იყო და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კანონზომიერად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელები, დღეს კი, შესაბამისად, უკრაინული "კრივბასისა" და გერმანული "ბოხუმის" წევრები, უჩა ლობჟანიძე და ნიკოლოზ გელაშვილი დაესწრნენ და ზესტაფონელი ქომაგებისგან მხურვალე ტაშიც მიიღეს. მატჩს ხიბლი ღამის განათებამაც შემატა - შეხვედრა 20 საათზე დაიწყო.

მასპინძლებს დაწინაურება პირველივე წუთებში შეეძლოთ, მაგრამ პირველი გოლის გატანა ოდნავ დაუგვიანდათ. 31-ე წუთზე დავით მუჯირმა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა მიიღო და სტუმართა კარი მახვილი კუთხიდან დალაშქრა.

მალე გორგიაშვილმა თავად გაიტანა, რაც შოთა გრიგალაშვილის პასით მოახერხა.

მეორე ტაიმში "ბაიას" თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა - შეცვლაზე შესულმა ლაშა კუკავამ 58-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა "ზესტაფონი" ისევ გააქტიურდა და სტატუს-ქვოს აღდგენის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

მასპინძლებმა საწადელს მაინც მიაღწიეს და 72-ე წუთზე გრიგალაშვილის პასით ჯაბა დვალმა მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის ერთპიროვნული ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

79-ე წუთზე კი ლუკა გუგუჩიამ "ზესტაფონის" მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა. გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა - ახალგაზრდა ნახევარმცველმა დვალის პასი მიიღო და თავი მოჭრილი დარტყმით გამოიჩინა. შეგახსენებთ, გუგუჩიამ "ზესტაფონს" სწორედ "ბაიადან" მიაშურა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, მაგრამ უკვე ამტკიცებს, რომ "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია.

"ზესტაფონმა" მეორე ტაიმშიც არაერთი საგოლე შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, თუმცა ზუგდიდელები მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი ანგარიშით დაამარცხა.

12.05. დ. აბაშიძე. 1 400 მაყურებელი

ზესტაფონი-ბაია 4:1

1:0 მუჯირი (31. გორგიაშვილის პასით), 2:0 გორგიაშვილი (38. გრიგალაშვილის პასით), 2:1 კუკავა (58), 3:1 დვალი (72. გრიგალაშვილის პასით), 4:1 გუგუჩია (79. დვალის პასით)

ზესტაფონი ბაია

4-4-2 4-4-2

რ. კვასხვაძე მაქაცარია

თ. ღონღაძე პაჭკორია

გ. ონიანი ზარნაძე

მ. კობახიძე აფაქიძე

ელიავა აკობია

შარიქაძე ნ. შონია

მენთეშაშვილი ზ. ქვარცხავა

გორგიაშვილი კუტალია

შ. გრიგალაშვილი ენდელაძე

დ. მუჯირი ფარჯიკია

დვალი გაბედავა

მწვრთნელები

გ. ჭიაბრიშვილი გ. ტყებუჩავა

ზესტაფონი

55. გორგიაშვილი - რაჟამაშვილი

63. მუჯირი - ოვონიკოკო

69. მენთეშაშვილი - გუგუჩია

სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, ბაბუნაშვილი, წინამძღვრიშვილი

ბაია

46. პაჭკორია - კუკავა

57. გაბედავა - სიხარულია

82. ზ. ქვარცხავა - გუჯეჯიანი

სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, აქუბარდია, შანავა

გაფრთხილება: ღონღაძე (29)

არბიტრი: ო. ხეცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vasiko basiladze
მიდით ბიჭებო ძალიან მაგრები ხართ,გვჩაგრავს ფედერაცია,მაგრამ მაინც ჩვენ უნდა გავხდეთ ჩემპიონები და თასიც უნდა ავიღოთ მაგათ ჯინაზე
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!