მოედნის კარგი საფარი ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რასაც "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს...

მოედნის კარგი საფარი ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რასაც "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს. ქალაქის მთავარ არენაზე 5 წლის წინ გააკეთეს გაზონი, რომელიც უკვე მისახედია. იმერული კლუბის მესვეურებმა მიმართეს "ლიდია პარკსს", რომელმაც ზესტაფონში ვადიმ მეშჩერიაკოვი მიავლინა. მისი დახმარებით "დავით აბაშიძის" გაზონზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. თუმცა ეს მხოლოდ დროებით, გაისად ზესტაფონში ახალი საფარი დაიგება.

ზესტაფონის არენის გარდა, ბატონმა მეშჩერიაკოვმა ეროვნული სტადიონიც და ვფიქრობთ, მისი მოსაზრება ამ მხრივაც საინტერესოა, მით უმეტეს მაშინ, როცა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მასპინძელ სტადიონებზე მოედნის საფარი სწორედ "ლიდია პარკსმა" გააკეთა.

- თავდაპირველად თქვენს კომპანიაზე გვითხარით...

- ჩვენი კომპანია 2001 წლიდან მუშაობს მოედნის საფარის დაგებისა და დაზიანებული გაზონების აღდგენის მიმართულებით. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ "ლიდია პარკსს" მარტო უკრაინასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არ იცნობენ, ჩვენი კომპანია ევროპაშიც პოპულარულია. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მასპინძელ სტადიონებზეც ვიმუშავეთ. კიევში, "დინამოს" საშინაო არენასა და "არსენალის" ბაზაზე ჩვენმა ფირმამ გააკეთა მოედნის საფარი.

- ზესტაფონურ ვიზიტზე რას გვეტყოდით?

- "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი. მივხვდი, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი კომპონენტია გაზონი ფეხბურთში წარმატებისთვის. რაც უფრო მეტი კლუბი მიხედავს მოედნის საფარს, მით უფრო მეტად დაეტყობა ეს საქართველოს ჩემპიონატსა და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

- ზესტაფონის სტადიონის საფარის გამოკეთებას უკვე შეუდექით. კონკრეტულად რას აკეთებთ და როდის დაასრულებთ სამუშაოებს?

- გაზონი მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო და ვითარების გამოსასწორებლად ჩამოვედით. საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია. ბალახს სხვადასხვა საჭირო კომპონენტებით ვასაზრდოებთ და ყველა ღონეს მივმართავთ გაზონის მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ზომაა, მოედნის საფარი შესაცვლელია და გაისად ახალი იქნება.

- რა დაემართა ზესტაფონის გაზონს?

- აქ რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ჯერ ერთი, ეს თურქული წარმოების ბალახია და ძირითადად დეკორატიული ლანდშაფტისთვის შესაქმნელად გამოიყენება. სპორტული ასპარეზობისთვის მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. მიუხედავად ამისა, უკვე მე-5 წელია, ამ საფარზე თამაშობენ და ვარჯიშობენ. ვფიქრობ, საფარის დაგებისა და შემდგომი მოვლისას გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული. ამასთან დაკავშირებით, სტადიონის პერსონალს გარკვეული რეკომენდაციები უკვე მივეცი.

- გაზონის გასაუმჯობესებელი სამუშაოები როდის დასრულდება?

- ძირითადი სამუშაო 24 სექტემბერს დამთავრდება. ეს დროებითი ღონისძიებაა. საფარი მაინც უნდა შეიცვალოს, კლუბის მესვეურებს ვურჩიე, ამერიკული ფირმა "ჟაკლინის" ბალახი შეიძინონ. ეს ბალახი სწორედ სპორტული პროფილით გამოიყენება და დღეისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. გარდა ამისა, ახალი გაზონის მოსავლელად ინგლისური ტექნიკაცაა საჭირო.

- ზესტაფონში საწვრთნელი ბაზაც შენდება. იქაც თქვენი ფირმა მიხედავს საფარს?

- დიახ, ბაზაზე სამი მოედანი იქნება და ამ პროექტშიც ვმონაწილეობთ. საწვრთნელ ბაზაზე გააკეთებელი სამიდან ერთი სავარჯიშო მოედანი ერთ თვეში იქნება მზად.

- თბილისში ეროვნული სტადიონის საფარიც მოგინახულებიათ. ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია და ფეხბურთელებიც აღშფოთებულები იყვნენ გაზონით მდგომარეობით. თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით?

- ვიცი ეს ამბავი, სტადიონზე მისვლისას მითხრეს... საფარი მართლაც ძალზე ცუდ მდგომარეობაშია და დროულად თუ არ მიხედეთ, სიტუაცია გაცილებით დამძიმდება. სტადიონზე მისვლისას აგრონომს ვესაუბრე. აშკარად ეტყობა, რომ კარგად იცის თავისი საქმე...

- რატომ აღმოჩნდა საფარი ასეთ ცუდ მდგომარეობაში. დავიჯეროთ, ეს მხოლოდ გვალვის ბრალია?

- არა, მხოლოდ სიცხის ბრალი არ არის. მორწყვის გარდა, ბალახს პერიოდულად მიკროელემენტებით გამდიდრებაც სჭირდება. მხოლოდ აზოტი არ არის საკმარისი... ამას კი, ცხადია, ფინანსებიც სჭირდება... ერთი სიტყვით, ქეცბაია მართალი იყო, ეროვნული სტადიონის საფარს სასწრაფოდ უნდა მიხედვა, თორემ მერე, შეიძლება, გვიანიც კი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა