საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. XII ტურის შეჯამება
საქართველოს ჩემპიონატის ამჟამინდელმა რეგლამენტმა რომ არ გაამართლა, ამას თვით მისი ავტორებიც კი აღიარებენ.

დიდი იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე სეზონს, ავად თუ კარგად, მშვიდობიანად ჩავამთავრებდით და მომავალი სეზონიდან ნორმალურ ფორმატს დავუბრუნდებოდით, მაგრამ თავი ისეთმა დილემამ იჩინა, ნაკლებად რომ წარმოვიდგენდით - ვინ ლიდერობს დღეისთვის უმაღლეს ლიგას და ვინ გახდება ჩემპიონი, თუ ორმა კლუბმა სეზონი ქულათა თანაბარი რაოდენობით დაასრულა?

ბოლო ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატურნირო ცხრილი შემოგთავაზეთ, სადაც პირველ ადგილზე "მეტალურგი" წერია, ხოლო მეორეზე - "ზესტაფონი".

ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან უმაღლესი ლიგის დებულებით, ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში უპირატესობა იმ კლუბს ენიჭება, რომელსაც მოგებათა მეტი რაოდენობა აქვს.

ჩავიხედოთ ცხრილში - გამარჯვებათა გრაფაში "მეტალურგს" 15 უწერია, "ზესტაფონს" კი - 14.

სამაგიეროდ, "ზესტაფონის" ოფიციალურ საიტზე მოყვანილ ცხრილში პირველ საფეხურზე "ზესტაფონია", რასაც განმარტებაც მოსდევს:

"მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს" სადღეისოდ ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ, საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, ჩემპიონატს ისევ იმერლები ლიდერობენ".

ახლა დებულების შესაბამის პუნქტებს გადავხედოთ:

ჩემპიონატის ჩატარების პირობები

4.4 უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

4.4.2. უშუალოდ, ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

4.4.3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

4.4.4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

4.4.5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

4.4.6. ფეარ-ფლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-ფლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).

4.4.7. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

როგორც ხედავთ, ჩამონათვალში პრიორიტეტული ადგილი უკავია ჩემპიონატში მოგებათა მეტ რაოდენობას და არ არის დაკონკრეტებული, მთლიანი ჩემპიონატი იგულისხმება, თუ მხოლოდ ზედა რვა გუნდს შორის დაგროვილი ქულათა რაოდენობა.

რადგან დოკუმენტში განმარტება არ არის მოცემული, წესით, მთლიანი ჩემპიონატი უნდა ვიგულისხმოთ, სადაც "ზესტაფონმა" 22-ჯერ გაიმარჯვა, "მეტალურგმა" კი 17-ჯერ. "ზესტაფონის" ვებგვერდიც ცხრილის შედგენისას, როგორც ჩანს, სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს.

თუმცა მნიშვნელოვანი პუნქტების ჩამონათვალს მხოლოდ დებულებაში არ ვხვდებით. მოვიპოვეთ წერილი, რომელიც სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ უმაღლესი ლიგის კლუბებს 15 მარტს, ანუ პლეი ოფისა და პლეი აუტის დაწყებამდე დაუგზავნა.

უმაღლესი ლიგის კლუბებს

საქართველოს 2011-12 წწ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 და 4.4 მუხლების განმარტება:

უმაღლესი ლიგის 1-8 ადგილებზე გასულ გუნდებს მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშევი მატჩების შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, ბურთების სხვაობა და ქულები).

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად. ჩემპიონატის დებულების 4.4.1., 4.4.2., 4.4.3., 4.4.4., 4.4.5., 4.4.6 და 4.4.7 მუხლების მიხედვით.

ნოდარ კაკულია

საშეჯიბრო განყოფილების უფროსი

ამ წერილმა კი საქმის ვითარება, შესაძლოა, რადიკალურად შემოაბრუნოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სატურნირო ცხრილში ადგილების განსაზღვრისას სწორედ ამ განმარტებით ხელმძღვანელობს. მეორე მხრივ, საკითხავია, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ეს განმარტება თვით დებულებასთან - ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ არა.

"ზესტაფონისგან" ამ საკითხზე კომენტარი ჯერ ვერ მივიღეთ, თუმცა კლუბის საიტზე მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ზესტაფონი" იურიდიული ძალის მქონედ მხოლოდ დებულებას მიიჩნევს და არა ჩემპიონატის მსვლელობისას გაკეთებულ განმარტებას.

ცნობისთვის, განმარტება სფფ-ის აღმასკომს არ მიუღია და შეიძლება, "ზესტაფონისთვის" ესეც ხელმოსაჭიდ არგუმენტად იქცეს. ჩემპიონატის დებულება კი, ბუნებრივია, აღმასკომის მიერაა დამტკიცებული.

"ზესტაფონი" ჯერჯერობით ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილს ღიად არ აპროტესტებს და, ალბათ, ბოლო ორ ტურში განვითარებულ მოვლენებს დაელოდება - თუ რუსთაველებმა და ზესტაფონელებმა ჩემპიონატი ქულათა თანაბარი რაოდენობით დაამთავრეს, დიდ დავიდარაბას მერე უნდა ველოდოთ.

ახლა კი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ან ერთი და ან მეორე თანალიდერი ჩემპიონი ისე გახდეს, რომ მდევარს ქულათა რაოდენობით გაუსწროს და დამატებითი მაჩვენებლების დათვლა საჭირო არ გახდეს, თორემ ისედაც არცთუ მშვიდად მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ალბათ, ისეთი აურზაურის მომსწრენი გავხდებით, ქართული ფეხბურთის იმიჯზე დადებითად რომ ვერაფრით იმოქმედებს.

თუ ბოლო ორ ტურში განვითარებულმა ამბებმა ამ თემას აქტუალობა არ დააკარგვინა, ბუნებრივია, "ლელო" მოვლენათა განვითარებას მიჰყვება და კომპეტენტურ სპეციალისტთა მოსაზრებებსაც გაგაცნობთ.

შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციის ფონზე განვლილი ტურის პერიპეტიების განხილვას დიდი აზრი აღარც აქვს. ამიტომაც უმთავრეს მოვლენებს ძალიან მოკლედ გაგახსენებთ.

. "ტორპედომ" და "მეტალურგმა" ქუთაისში ქულები გაიყვეს, რითაც უკმაყოფილოები არც მასპინძლები დარჩნენ და არც სტუმრები - რუსთაველებმა ოფიციალურ ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს, ქუთაისელებმა კი მესამე პოზიცია გაიმყარეს და ევროპის ლიგის საგზურამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი აშორებთ (იხილეთ ვრცლად);

. "ზესტაფონმა" შინ "ბაიას" დამაჯერებლად სძლია და "მეტალურგს" ქულებით გაუთანაბრდა (იხილეთ ვრცლად);

. "დინამომ" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და ფოთში წაგებით საპრიზო სამეულს უიმედო დისტანციაზე დაშორდა;

. "დილამ" მარტვილში გამარჯვებით მეოთხე ადგილზე დამკვიდრებისა და ევროპის ლიგის საგზურის დაბევების რეალური შანსი გაიჩინა (იხილეთ ვრცლად);

. "ჩიხურამ" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ძლევით მხოლოდ უმაღლესი ლიგის საგზური კი არა, პლეი აუტში პირველობაც გაინაღდა;

. "ვიტ ჯორჯიამ" საშინაო მარცხით, "გურიამ" კი ასევე მშობლიურ კედლებში ვერმოგებით სატურნირო მდგომარეობა გაირთულეს, მაგრამ უმაღლესში თამაშის მაინც ნორმალური პერსპექტივა აქვთ (იხილეთ ვრცლად);

. პლეი აუტში "სიონი" ჯერჯერობით მეექვსეა, მაგრამ ბოლო ორ ტურში უკვე გავარდნილებს, "გაგრასა" და "მერცხალს" ხვდება და შესაბამისად, ოთხეულში დამკვიდრების მაინც კარგი შანსი აქვს;

. უმაღლესი ლიგის კიდევ ორ პრეტენდენტს, "სპარტაკსა" და "ბათუმს" რთული კალენდარი დარჩათ, მაგრამ უშანსოდ არც ისინი არიან.

სატურნირო ცხრილები

შენიშვნა: მომზადებულია www.gff.ge-ს მიხედვით

სიმბოლური ნაკრები

მომდევნო ტური

პლეი ოფი

16 მაისი. ოთხშაბათი

მერანი-კოლხეთი

დილა-ზესტაფონი

ბაია-ტორპედო

მეტალურგი-დინამო

პლეი აუტი

17 მაისი. ხუთშაბათი

გურია-მერცხალი

ბათუმი-ვიტ ჯორჯია

ჩიხურა-სპარტაკი

სიონი-გაგრა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
ფედერაცია თავის თავს ეწინააგმდეგებაა ტავის დადგენილი ცხრილით, კარგად რო ვერ იკვნენ ვიცოდი მაგრამ ასე ცუდათ თუ იყვნენ ნაგდად არ ვიცოდი... ჩემპიონი ზესტაფონია...
davit
სირცხვილია ისეტი ჩემპიონის ყოლა რომელსაც მდევრისტვის ერტი თამაშიც არ ექნება მოგებული, მთლიან სეზონშიც და თასზეც
vasiko basiladze
ჩვენთან ყველაფერი ხდება,აქ ახალ ამერიკას აღმოაჩენს ჩვენი ფედერაცია უნამუსოების გროვაა ჩვენი ფედერაცია,თავადც არ იციან რას აკეთებენ დროა წავიდნენ სახლში მოსპეს სულ ქართული ფეხბურთი,გაისად რას მოიფიქრებენ ნეტა,ვეღარ უნდა ჩამოყალიბდნენ ბოლოს და ბოლოს?რომელ ჩვეყანაშია ასეთი დებულება საიდან მოიტანეს?
fexburti
რა უნდა შეცვალოს ამ წერილმა? წერია იგივე დებულებების შესაბამისად და აზრის გამოტანაამ წერილიდან კიდევ უფრო ბუნდოვანია. ამასთან ამ წერილს არანაირი ძალაარ აქვს, თუ დამტკიცებულ დებულებას ეწიინააღმდეგება
givi
რაწერია წერილში განსხვავებული?თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისადო და საბოლოო ცხრილი უნდა შედგეს ჩემპიონატის დებულების შესაბამისადო.სად ერია ამ წერილში რომ მხოლოდ პირველი რვა გუნდის თამაშის შედეგებით გაირკვევაო? ცხრილის შედეგი გუნდის შედეგი გუნდის შედეგი ნამდვილად არ არის. ხოლო სვა რამეს თუ ფიქრობდა ავტორი ან აზრი უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სხვაც რო მიხვდეს მის ჩანაფიქრს
glexi
ვერ გაიგებ "ვისი თხლე ვის კასრშია"
irakli1805
სამართლებრივი ძალა აღმასკომის დაგენილ დებულებას აქვს და არა კაკულიას მიერ ნაჯღAბნს რომელიც არა დამტკიცებული ან კიდევ ახლა გამოჩნდა ეგ გადაგზავნილი წერილი? ამდეხანს სად იყვნენ?
reso
გამოდის zestafonma tkvila moigi is tamashebi...ტორპედოს გაუმარჯოს ..გაისად გვიკურეტ..
Giorgipirweli
დებულებაში წერია ჩემპიონატში მოგებების რაოდენობა, რა არის მანდ სადაო??? ზესტაფონს 22 მოგება აქვს და უნდა იყოს პირველ ადგილზე!!!
fexburti
უეფას საიტი ნახეთ ქართულად დაწერილი რადგან გაუგებარია. ზესტაა პირველლზე!
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა