"ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ყველაზე იოლი ბურთის დაცვაში მოხსნა გამთამაშებლისთვისაა"
ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ყველა ელის, რომ კალათბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრების ახალწვეულად დორონ პერკინსს დაასახელებს.

"კანტუში" იგი გამთამაშებელია, თუმცა თელ ავივის "მაქაბიში" ჯერემი პარგოს გვერდით მსროლელადაც ირჯებოდა.

რაც მთავარია, პერკინსს შეუძლია ქართველებს პერიმეტრიდან სამქულიანებით დიდი დახმარება გაუწიოს, რასაც ტაირონ ელისთან დამშვიდობების შემდეგ ნატურალიზებულთაგან ყოველ წელს ამაოდ ველით.

დორონის უკეთ გაცნობის მიზნით გადავხედოთ ინტერვიუს, რომელიც გამოცემა "ევრობასკეტის" ჟურნალისტმა ჯოვანი ბარნამ ჩაწერა.

- რეგულარული ეტაპი დასრულდა, ჯერი პლეი ოფებზეა...

- ვიცი, საუკეთესო თამაშს ვერ ვუჩვენებდი, თუმცა იმედი მაქვს, რომ პლეი ოფისთვის უკეთეს კონდიციებში ვიქნები. მიმაჩნია, თუ "კანტუ" ჩვეულად ითამაშებს, ნებისმიერი მეტოქის ძლევა შეუძლია. ასევე, შეიძლება ნებისმიერთან დამარცხდეს, თუ მატჩს კონცენტრირებული არ შეხვდება.

- ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაგიცდა, იტალიის ჩემპიონატში იანვრიდან ჩაერთე. ამჟამად რა მდგომარეობაშია მუხლი?

- სერიოზული ტრავმის მერე პირველივე თვეებში ყველა კალათბურთელი ერიდება სერიოზულად დატვირთვას. ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლებლობებს სრულად ვერ ვავლენდი, მაგრამ სამი თვეა ვთამაშობ და თავს კარგად ვგრძნობ. ასე რომ, პლეი ოფის მატჩებში მაქსიმუმს ჩავდებ. იტალიაში ჩამოსვლისას 60 პროცენტით ვიყავი მზად, ახლა - 100 პროცენტით.

- შუბლზე ყოველთვის ლენტი გიკეთია, ოღონდ არათანაბრად, ერთ მხარეს დაშვებულია...

- ლენტს თამაშებისას სკოლიდან ვატარებ, თუმცა კოლეჯის მწვრთნელი ამას ყველა კალათბურთელს უშლიდა.

რაც შეეხება არათანაბრად მორგებას, ერთხელ ვიჩხუბე და წარბსზემოთ კანი გამისკდა. სწორედ მაშინ დავწიე ლენტის მარჯვენა მხარე იარის დასაფარავად. ამას ჩემი საუკეთესო თამაში დაერთო და მას მერე ამიტომაც მიკეთია არათანაბრად.

- დორონ პერკინსი ცნობილია, როგორც კარგი ინდივიდუალისტი. "კანტუ" კი კარგად დახაზული სისტემაა. მორგება არ გაგიჭირდა?

- ხალხი ფიქრობს, რომ ათლეტური ვარ, მიყვარს ბურთით დრიბლინგი... სიმართლე გითხრათ, სწორედ "კანტუს" მსგავს გუნდში იგრძნობს თავს კარგად ნებისმიერი ინდივიდუალისტი: ყველაფერი მარტივადაა. ბურთით დრიბლინგს რომ ვიწყებ, სწორედ მაშინ თავისუფლდებიან ჩემი პარტნიორები.

გუნდში კი იმდენად მაღალი დონის კალათბურთელები არიან, რომ თავისუფალი პოზიციიდან იშვიათად ცდებიან.

- ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელი ხარ. ეს ფიზიკური მონაცემების შედეგია თუ აგრესიულობის?

- მთავარი მონდომებაა. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ყველაზე იოლი ბურთის დაცვაში მოხსნა გამთამაშებლისთვისაა, იმიტომ, რომ მისგან მეტოქე ყველაზე ნაკლებ საფრთხეს მოელის.

- იტალიის ჩემპიონატში სამი ფავორიტია: "კანტუ", "მილანი", "მონტეპასკი". ეთანხმები ასეთ მოსაზრებას?

- იმედი მაქვს, ეს მალე გამართლდება. "მონტეპასკიში" ბევრი ძლიერი კალათბურთელია, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 5 უნდა იყოს. არც ჩვენ გვყავს სიენელებზე ნაკლები მოთამაშეები.

"მილანში" უკანახაზელებს გამოვარჩევდი. შესაძლოა, ნიჭიერებით მილანელები გვჯობდნენ, მაგრამ გუნდურად თუ ვითამაშებთ, მისი ძლევაც შეიძლება.

- ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვი, რომ ვიდეოთამაშები გიყვარს. ალბათ, კალათბურთიც...

- ჩემი მეგობარი კომპიუტერული თამაშების სპეციალისტად მთავარ ოფისში მუშაობს. სწორედ მისი თხოვნით, ხუთი წლის წინათ სხეულზე სენსორები დამამაგრეს, რათა ნამდვილი საკალათბურთო მოძრაობები თამაშში შეეტანათ. კალათბურთის თამაში კომპიუტერშიც მიყვარს.

"აწყობილ სისტემასთან მორგება ინდივიდუალისტისთვის უფრო ადვილია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო