ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

"ზესტაფონის" პრეზიდენტი სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებას დაემორჩილება, ზვიად სიჭინავას - არა!
17 მაისს თბილისში, "ზესტაფონის" ოფისში, კლუბის პრეზიდენტის, ილია კოკაიას პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის უმთავრესი თემაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის დებულების ირგვლივ გაჩაღებული პოლემიკაა.

თავიდანვე გეტყვით, რომ პრესკონფერენციაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტმა საკმაოდ მკვეთრი და კონკრეტული განცხადებები გააკეთა.

- ყველას მადლობას გიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის. ამ პრესკონფერენციაზე მხოლოდ ჩემი კი არა, მთლიანად კლუბისა და მისი გულშემატკივრების სახელით ვილაპარაკებ.

რეგლამენტში გარკვევით წერია, რომ ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელმაც ჩემპიონატში მეტი გამარჯვება მოიპოვა.

ამგვარმა ფორმულირებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ დებულებით ვხელმძღვანელობთ. ჩემპიონატი აგვისტოში დაიწყო და არა - მარტში. დიახ, ჩვენ ჩამოგვაკლდა ქულები, მაგრამ არ ჩამოგვკლებია გამარჯვებები, ფეხბურთელთა გოლები თუ სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები. დებულებაში გარკვევით წერია - "ჩემპიონატი", და არ არის დაზუსტებული პლეი ოფი, ზედა რვა გუნდში მოპოვებული ქულები თუ სხვა.

რაც შეეხება კლუბებისთვის 15 მარტს გაგზავნილ განმარტებას, ეს რეალურად, დებულებაში შეტანილი ცვლილებაა, რაც შეჯიბრების მსვლელობისას არ უნდა ხდებოდეს. ესეც რომ არ იყოს, ამ განმარტების წერილს იურიდიული ძალა არ გააჩნია - აღმასკომის მიერ მიღებული დოკუმენტის შეცვლა თუ განმარტება მხოლოდ აღმასკომს შეუძლია.

- ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ჩემპიონატის ლიდერი "მეტალურგია"...

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი ორგანო არის აღმასკომი და ჩვენ მის გადაწყვეტილებას დავემორჩილებით.

- თუ "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი თანაბარი ქულებით დაასრულეს, რას მოიმოქმედებთ?

- დებულებით ჩემპიონი გახდება "ზესტაფონი" და ტიტულზე უარის თქმას არ ვაპირებთ. არ ვიცი, ეს საკითხი აღმასკომზე გაირჩევა თუ 5 ივნისს დანიშნულ ყრილობაზე, მაგრამ კუთვნილ ჩემპიონობას ვერავის დავუთმობთ.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილებით?

- აუცილებლად დავემორჩილებით, მაგრამ აღმასკომის გადაწყვეტილებას და არა - ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას.

ეროვნულ ჩემპიონატს ფედერაცია ატარებს და მის ვერდიქტს დაველოდებით. მასზე ზემდგომი საერთაშორისო ფედერაციებისთვის მიმართვას ჯერჯერობით არ ვაპირებთ. იურისტებთან კი აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ.

აქვე რუსთავის "მეტალურგის" მმართველი დირექტორის, ბუბა ტყავაძის განცხადებას გამოვეხმაურები. იგი "გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებს - სასაცილოა, ჩვენ მიერ ჩატარებული მატჩების პატიოსნებაში ტყავაძეს რომ შეაქვს ეჭვი. მას ამ სიტყვებისთვის პასუხს მოვთხოვთ.

ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებ, "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" თამაშები კარგად გამოიკვლიონ და ნახავენ, ვინ თამაშობს სუფთად და ვინ - ბინძურად.

რაც შეეხება ტყავაძეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ იგი ქართული ფეხბურთიდან მოიკვეთოს. მისი დემაგოგიური განცხადებები ყელში ამოგვივიდა.

შარშანდელი ჩემპიონატი სუფთად ჩატარდა და შედეგიც შესაბამისი მოვიმკეთ - ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე ღირსეულად იასპარეზეს. თითქოს ყველაფერი უკეთესად მიდიოდა, მაგრამ ამ სეზონმა ძველ დროში დაგვაბრუნა. საქმისადმი ასეთი მიდგომით ინვესტორი ფეხბურთში ფულს არ ჩადებს. არც ის უნდა გვიკვირდეს, რატომ არ დადის ხალხი საქართველოს ჩემპიონატზე.

ბინძურ გარიგებაში მონაწილე ყველა პიროვნება ქართული ფეხბურთიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს. მე არ ვგულისხმობ შარშან დასჯილ ფეხბურთელებს და მათ მსგავს ადამიანებს. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. სიბინძურე საფუძველშივეა მოსასპობი.

თუ ქართული ფეხბურთი ამ მანკიერებებისგან არ გაიწმინდება, "ზესტაფონი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ხოლო პირველი, რასაც მოვიმოქმედებთ, ის იქნება, რომ 26 მაისს საქართველოს თასის ფინალში არ ვითამაშებთ.

დღეს წამყვანი ქართული კლუბებიდან სუფთად მხოლოდ სამი კლუბი თამაშობს - "ზესტაფონი", "ტორპედო" და "დინამო". სწორედ ამიტომ არის ეს სამი კლუბი სეზონის ფინიშზე ასე ძალაგამოცლილი.

- გარიგებული მატჩებიდან რომელიმეს კონკრეტულად ხომ არ დაასახელებთ?

- მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრა გარიგებული იყო.

- მსაჯების თუ ხელმძღვანელობის დონეზე?

- მსაჯები არაფერ შუაში არიან, გარიგებაში ორივე კლუბის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ და ამის შესახებ ფაქტებიც მაქვს. თუ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან, მათ ამ ფაქტებს სიამოვნებით მივაწვდი. მსაჯებზე ზეწოლა ნუ იქნება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ისინი საკუთარ მოვალეობას თავს ნორმალურად და კეთილსინდისიერად გაართმევენ.

"დავემორჩილებით აღმასკომის გადაწყვეტილებას და არა ფედერაციის პრეზიდენტისას"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jigaro

giga შენ რომ გითხრენ ასეთია წესიო,იქინე მასეთი წესებია და აქანე სხვაფერი.ფედერაციას კიდია ერთ ალაგას მაგი.ჰოდა რაზეც კიდია ის უნდა გაუკვარანჩხინონ გასიებულ მეზობელ ალაგას.

• zaza

კოკაიამ თავის შავბნელ საქმეებს მიხედოს ,ახალკაცის დრო არავის დავიწყნია. მართლა მოვა დრო და გაგებიებენ პასუხს შე მაფიოზა.ჩაწყობა და ყიდვა გაყიდვა შენი პროფესიაა!!!

• akaki

სირცხვილია 6 თვიანი გუნდით ლიგაზე გასვლა.

• beqa megrelishvili

მართალია ფლეიოფში მოგებებით მეტალურგი ლიდერობს, მაგრამ საერთო ჯამში ზესტაფონს აქვს მეტი მოგება, ბურთების შეფარდებაც მეტი აქვს და ურთიერთშეხვედრებშიც დაახია ბურთი თავზე მეტალურგს და რომელ ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია? მარტო ჩემპიონობაზე ხო არაა საუბარი, ევროტურნირებიც ხომ არის... ტყავაძეს რაც შეეხება, საუბარი ზედმეტია. მართლაც ყველამ კარგად იცის რა ჩიტიცაა

• irakli

რა მეტალურგზეა საუბარი, კონკურენტ გუნდს ერთხელ რო ვერ მოუგებ ოთხი თამაშიდან და მითუმეტესეს სამჯერ წააგებ, რომელ ჩემპიონობაზეა საუბარი

• nodari

თამაშები რომ "იწყობოდა"ტედერაციამ ძალიან კარგად იცოდა. ამიტომაც ჩამოართვეს უფლებამოსილება მსაჯთა კოლეგიას{ფანიაშვილს} მათი განმარტებით გამოძიებას ჩვენ დავიწყებთ და ბოლომდე მივიყვანთო. შეასრულეს... ბუბა ტყავაძე რა "ჩამწყობიცაა" ყველამ იცის. ამიტომაც ამოუკვეთეს ფეხი "დინამოდან" მაგრამ ახლა "რუსთავში" დაიწყო "მოღვაწეობა" სირცხვილია ერთმა კაცმა როგორ უნდა ატაროს თავის ჭკვაზე ფედერაციის "მამები"? აღAრ გინდათ ფეხბურთის წინსვლა? აბა მაშინ რა გევალებათ? მარტო ხელფასის აღება?

• rezo

მე დინამოს ფანი ვარ მაგრარამ მეტალურგს ხომ ზესტაფონი 1 თავით ჯობია არა?! ზესტაფონი რომ არ გახდეს ჩემპიონი, აღასასოდეს ვუგულშემატკივრებ ქართულ ფეხბურთს, ეგ უბრალოდ უსამართლობა იქნება. სასამართლოში უნდა წყდებოდეს ჩემპიონობაა??????????

• giga

ქართული ფეხბურტი დაგუპულია და ესენი მის გადარჩენას კი არ ცდილობენ პირიქით გუპავენ ზესტაფონი რა მამა აბრამის ბატკანია მაგათ თურმე ახალი წესი აქვთ რაც მე შემემთხვა ზესტაფონი ქუთაისის თამაშზე პირველი ტაიმის მერე მითხრენ გარეთ ვერ გახვალ და თუ გახვალ შემოსასვლელად ახალი ბილეთი იყიდეო ვესაუბრე იქ დაცვის სამსახურის უფროსაც მაგრამ ამაოდ ესეთი წესიაო.ესე დაიძირება ფეხბურთი ხალხო გამოიგვიძედ სირცხვილია და მეტალურგი რო გარიგებულ ტამაშებს ტამაშობს ეს მარტყო კოკაიამ კი არა ბევრმა იცის ხმა ამოიგედ

• vasiko basiladze

მიაწექით ბოლომდე,ჩემპიონები ჩვენ გავხდებით,მეტალურგი ფოთში ქულებს კარგავს,მთავარია მერანი დიდი უპირატესობით დავამარცხოთ,თუნდაც გახადონ მეტალურგი ჩემპიონი რას იზამს ლუგაზე?შეარცხვენს ქართულ ფეხბურთს და მეტს ვერაფერს,ფედერაცია არის უნამუსოების ხროვა,გუშინდელ გადაცემაში ფედერაციის პრეზიდენტი რომ საუბრობდა თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა,რაუნდა ასეთ ხალხს ფეხბურთის სათავეში არცერთ ქვეყანაში ასეთი დებულება არ არსებობს როგორიც ჩვენთან,

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!