ქართველი მშვილდოსნები სტამბოლის გავლით ამსტერდამში გაფრინდნენ, სადაც 21-26 მაისს ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
ამ დილით ქართველი მშვილდოსნები სტამბოლის გავლით ამსტერდამში გაფრინდნენ, სადაც 21-26 მაისს ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ჰოლანდიაში 6 ქართველი ისვრის - 3-3 ჩუბინი ქალებსა და ვაჟებში. გუნდების შემადგენლობა ბოლო თვეების კვალობაზე უცვლელია - ქალებში კვლავაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე გამოვლენ, ვაჟებში - ლაშა ფხაკაძე, თორნიკე რიჟამაძე და ირაკლი ქვლივიძე.

ევროპის პირველობის გარდა, ამსტერდამში ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიც ტარდება, ოღონდ ჩვენგან მასში მხოლოდ ვაჟები თუ გამოვლენ, თორემ ქალებმა რადგან შარშან მსოფლიოს პირველობაზე ერთი საგზური უკვე მოიპოვეს, ამჯერად ასპარეზობის უფლება არ აქვთ. მათთვის სალიცენზიო შეჯიბრება ივნისში აშშ-ში გაიმართება.

ამსტერდამში 21 მაისი ოფიციალური ვარჯიშის დღეა, 22-ში კი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება ქალებშიც და ვაჟებშიც. 23-24 მაისს პლეი ოფები ჩატარდება პირად პირველობაში და გამოვლინდებიან მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, 24-ში კი პირადის პარალელურად გუნდური ასპარეზობაც გაიმართება - ესეც ნახევარფინალის ჩათვლით. 25 მაისს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დღეა - სალიცენზიო ტურნირი იმართება.

ის ცალკე ტარდება იმ გუნდებისთვის, რომლებსაც საგზურები ჯერ არ აქვთ ანუ იქ ფავორიტები არ გამოვლენ, რაც ჩვენი ვაჟების შანსებს ზრდის.

ნაკრების კორეელი მთავარი მწვრთნელი ან ჰეიუნ სანი ამ სამეულს დიდად ემადლიერება, რადგან შედეგებს უმატებენ, თორემ სამივე მათგანი ასაკით ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ჯერ ამ რანგის პაექრობაში გამოსვლა არ უწევდათ.

ევროპის ჩემპიონატი 26 მაისს დასრულდება ფინალური შეხვედრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე