ზესტაფონელთა თავკაცმა ჩემპიონატის ყბადაღებულ ფორმატში მისი გუნდისთვის რაღაც დადებითიც დაინახა
"ზესტაფონს" 26 მაისს საქართველოს თასის ფინალი ელოდება და, შესაბამისად, გუნდის მიერ ჩატარებულ სეზონსაც სწორედ ამის შემდეგ შევაფასებთ.

თუმცა მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ, მცირე ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მოსაზრებები შემოგვეთავაზებინა.

მასთან უფრო ვრცელ ინტერვიუს თასის ფინალის შემდეგ შემოგთავაზებთ. ეს საუბარი კი, რა თქმა უნდა, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით დავიწყეთ.

- როგორი ემოციებით შეხვდით აღმასკომის გადაწყვეტილებას?

- საქართველოს ჩემპიონობა "ზესტაფონს" ეკუთვნოდა და, ბუნებრივია, ბედნიერები ვართ, სამართალმა რომ იზეიმა. აღმასკომში კომპეტენტური პირები შედიან. მათ დებულება სწორად გაიაზრეს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ზეიმს ხიბლი მოაკლდა. გვინდოდა, ტიტული ზესტაფონში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გვეზეიმა, მაგრამ ეს სასიხარულო ამბავი მაშინ შევიტყვეთ, როცა უკვე დაქსაქსულები ვიყავით.

არა უშავს, საჩემპიონო ზეიმს მაინც მოვაწყობთ, თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის.

- თასის ფინალისთვის როგორ მოემზადებით?

- თუ "ზესტაფონს" ფინალამდე დააჯილდოვებენ, ზესტაფონში ჩავალთ, სადაც საჩემპიონო ზეიმს მოვაწყობთ და თასის ფინალისთვის მზადებას ჩვენს ბაზაზე შევუდგებით. თუ არადა, მგზავრობაში დროს არ დავკარგავთ და ფინალისწინა შეკრებას თბილისში გავივლით. ზესტაფონში კი თუნდაც ფინალის შემდეგ მაინც ჩავალთ და იმედი გვაქვს, ერთბაშად ორი ტიტულის მოგებასაც ვიზეიმებთ.

- როგორი განწყობით შეხვდებით ფინალს?

- განწყობა საუკეთესო გვექნება. ჩემპიონები ვართ და შევეცდებით, დუბლიც შევასრულოთ. ფინალში ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი სამართლიან და ლამაზ ბრძოლას იხილავს.

ბედნიერი ვარ, რომ მეტოქის სათადარიგოთა სკამზე ჩემს ორ მეგობარსა და თანამოაზრეს, თემურ შალამბერიძესა და გია ცეცაძეს დავინახავ.

- "ზესტაფონისთვის" კარგია თუ ცუდი, ჩემპიონობა ასეთ ნერვულ ვითარებაში რომ მოიპოვა?

- იმის მიუხედავად, რომ უარყოფითი ემოციებიც განვიცადეთ, საერთო ჯამში ყოველივე ეს ჩვენთვის სასარგებლო გამოდგა.

ჩემპიონატი ტრადიციული ფორმატით რომ ჩატარებულიყო, ოქროს მედლებს სეზონის დასრულებამდე საკმაო ხნით ადრე გავინაღდებდით და სათამაშო რიტმიდან ამოვვარდებოდით, რაც ევროთასებზე ცუდ სამსახურს გაგვიწევდა. ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროსეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

გიორგი ჭიაბრიშვილი: სამართალმა იზეიმა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე