"არსენალის" 18 წლის შემტევ ნახევარმცველზე უკვე ისე ლაპარაკობენ, როგორც ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე
"არსენალის" 18 წლის შემტევ ნახევარმცველ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს "მეთოფეთა" ძირითად შემადგენლობაში დებიუტი სულ რაღაც 5 თვის წინ, 2012 წლის 22 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჰქონდა.

მიუხედავად ასეთი მცირე დროისა, მასზე უკვე ისე ლაპარაკობენ, როგორც ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე. მოულოდნელად ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა სიაში დაასახელა.

ანრი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა

- "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველად მოვხვდი ძირითად შემადგენლობაში. როცა ტრიბუნების ქვეშ მოედნისკენ მიმავალ გვირაბში გავდიოდით, ტიერი ანრიმ მიჩურჩულა, "ყველაფერი აჩვენე, რაც შეგიძლია.

ვარჯიშებზე გაკვირდებოდი. ხანდახან ბურთით ზედმეტად ერთობი, შენ კი მხოლოდ ის გჭირდება, რომ გუნდისთვის ითამაშო. უჩვენე მსოფლიოს, როგორ შეგიძლია ბურთთან ერთად მოძრაობა". ამ სიტყვებმა საკუთარი ძალების რწმენა შემმატა.

მატჩის შემდეგ ანრის ჩემი თამაშის შეფასება ვთხოვე. მან ღიმილით მიპასუხა: "ყოჩაღ, ზუსტად ამას გეუბნებოდი. შენ ყველას უჩვენე შენი ღირსებები". ბავშვობაში ტიერი ჩემი გმირი იყო. მახსოვს, 2002-ში "ტოტენჰემთან" მან ლამის მთელი გუნდი მოატყუა და ისე გაიტანა.

ანრის დაბრუნების მერე ცოტა ხანი ვნერვიულობდი. სკამზე მე მასთან და ტეო უოლკოტთან ერთად ვიჯექი. 2-3 კვირაში მივხვდი, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მთავარი, რაც მასში დავინახე, გამარჯვებისკენ სწრაფვა იყო, რადგან სკამიდანაც კი მუდმივად კარნახობდა სხვებს, რა იქნებოდა უკეთესი.

ის ყოველთვის დარჩება "არსენალის" გმირად. ანრი მარტო მე კი არა, სხვა არსენალელებსაც ეხმარებოდა ვარჯიშებზე.

კლუბში ყოველთვის ცდილობენ, საქმე უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. დაწყებული იქიდან, რა სტილშიც ვთამაშობთ ფეხბურთს და დამთავრებული მოედანს მიღმა ღონისძიებებით. "არსენალი" ხშირად აწყობს საქველმოქმედო საღამოებს და სკოლებშიც მართავს ბავშვებთან შეხვედრებს.

ყოველთვის, როცა ბაზაზე სტუმრები გვყავს, ვენგერი ცოტა ადრე გვტოვებს და მათთან ურთიერთობას დიდ დროს უთმობს.

ხშირად მოდიან ჩვენთან პატარები, რომელთაც ბაზას ათვალიერებინებენ. "არსენალის" ქომაგებთან პირადად მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, "არსენალში" ყოფნა საკმაოდ იოლი საქმეა.

ვან პერსი - თითქმის ანრი

ჯერ 18 წლის ვარ, მაგრამ მსოფლიო კლასის ფეხბურთელების გვერდით ვვარჯიშობ. ისინი სულ იმას მეუბნებიან, რომ ჩემს თავზე კიდევ უფრო მეტი ვიმუშავო. ვან პერსი ანრის ძალიან ჰგავს.

გამარჯვებული მატჩის შემდეგ, თუკი მას გოლი ვერ გააქვს, თითქოს არც უხარია. მას მუდამ ერთი რამე უნდა, გაიტანოს რაც შეიძლება ბევრი და ყოველ ჯერზე საუკეთესო ფეხბურთი უჩვენოს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდია. მოედანს მიღმა ის ძალიან გახსნილია.

"არსენალში" გადმოსვლის მერე მან მირჩია, რათა მეტი მოთმინება გამომეჩინა, მეტი მევარჯიშა, გამოცდილ ფეხბურთელებს დავკვირვებოდი და შედეგს აუცილებლად მივიღებდი. როცა გუნდში თავად მოვიდა, ტიერი ანრისა და დენის ბერგკამპის გვერდით თამაშობდა.

მაშინაც ემჩნეოდა, რომ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ძირითადში ვერ ხვდებოდა. ვან პერსიმ ბევრი იმუშავა თავის თავზე და ახლა ის ჩვენი ლიდერია.

ტომას ვერმალენი კარგი ადამიანია. ის ყოველთვის 100%-ით იხარჯება. ასევეა ჯეკ უილშირი, ვისი კარგი თამაშიც წინა სეზონში მაქვს ნანახი. ჯეკი ძალიან ტექნიკურია, თავის თავში დაჯერებული, ამავე დროს - წყნარი და მორიდებული.

ყურადღებით ვაკვირდები ტეო უოლკოტის თამაშს. მისგან ყველაზე უკეთ შეიძლება მაგალითის აღება, რადგან ყოველთვის კონცენტრირებულია, მშვიდი და რთულ სიტუაციაში ყოველთვის გვერდით გიდგას. გუნდში ყველაზე ხმაურიანი ვოიცეხ შჩესნია.

მას ემანუელ ფრიმპონგი მოსდევს. მათ ვერასოდეს ნახავთ მშვიდებს. ალექს სონგი და ბაკარი სანია კი სულ ცეკვავენ გასახდელში, თანაც, ნებისმიერ მუსიკაზე, იქნება ეს აფრიკული თუ სხვა მელოდია.

მწვრთნელმა იცის, როგორ დაამყაროს ურთიერთობა ჩვენთან. წაგებული თამაშის შემდეგ ვენგერი თუკი ხედავს, რომ ვიღაც ცუდ ხასიათზეა, მასთან დალაპარაკებას აუცილებლად მეორე დღისთვის გადადებს. შემდეგ კი, როცა პირისპირ დაისვამს, ყოველ დეტალს განსაკუთრებულად გაურჩევს. როცა ის ხმას უწევს, ცდილობს, ინტონაციით მიახვედროს ყველას, რას ითხოვს მათგან.

რომანტიკული ისტორია

ამბობენ, რომ თავის დროზე მამაჩემიც კარგი ფეხბურთელი იყო. ამას მიმტკიცებენ მასზე მისი მეგობრები. დედა ფიზიოთერაპევტია.

მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა მამა "პორტ ვეილში" თამაშობდა. ის ხანდახან ზედმეტ სიფრთხილესაც კი იჩენს ხოლმე. თუკი რამე ვიტკინე, რამდენჯერმე გადაამოწმებს. დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა სწავლის დროს. სკოლაში ვარჯიშების გამო ხანდახან გაკვეთილები მიცდებოდა.

მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ აქცენტი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ გამეკეთებინა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ მე მაინც ასე მოვიქცეოდი.

მათ სულ უკვირდათ ხოლმე, როცა მათთან ერთად გასართობად არ დავდიოდი. მეუბნებოდნენ, მოსაწყენი ადამიანი ხარო, მაგრამ გასართობ საღამოებს კარიერას ყოველთვის მსხვერპლად ვწირავდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა