ზესტაფონის "ზესტაფონმა" ფედერაციისგან ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებისთვის 300 000 ლარი მიიღო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, დაპირებისამებრ, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებს 2011-12 წწ-ის სეზონზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით არსებული საპრიზო ფონდი გადაუნაწილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბი, ზესტაფონის "ზესტაფონი" აღნიშნული ტიტულის მოპოვებისათვის ფედერაციისაგან 300 000 ლარს, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის სპონსორი კომპანია "ევროპა-ბეთისაგან" 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება.

უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი გუნდი - რუსთავის "მეტალურგი" სფფ-ისაგან 200 000 ლარს მიიღებს. მესამე ადგილზე გასულ ქუთაისის "ტორპედოს" კი 100 000 ლარი გადაეცემა.

ფულად ჯილდოს მიიღებს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული და ფინალისტი გუნდები. თასის მფლობები, სკ გორის "დილა" 100 000 ლარით დაჯილდოვდება, ფინალისტი სკ "ზესტაფონი" კი 50 000 ლარს მიიღებს.

სფფ-ის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო გადაეცემა სუპერთასის მონაწილე გუნდებსაც. 2010-11 წწ-ის სეზონის სუპერთასის მონაწილე სკ გაგრის "გაგრა" ფეხბურთის ფედერაციისაგან 20 000 ლარს, სუპერთასის მფლობელი სკ "ზესტაფონი" კი 30 000 ლარს მიიღებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2011-12 წწ-ის სეზონის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გასამართ სუპერთასზე საპრიზო თანხა შენარჩუნდება და გამარჯვებულისათვის 30 000, ხოლო მონაწილე გუნდისათვის 20 000 ლარი იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე და მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით კარგი შედეგით გამორჩეულ კლუბებს აღნიშნული ფულადი ჯილდო მათი გუნდების განვითარებასა და სამომავლო წინსვლაში დაეხმარება.

gff.ge

Борис Акунин
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, დაპირებისამებრ...." "დაპირებისამებრ" - ა რ ა !!! "რეგლამენტისამებრ", "კანონის თანახმად", "წესისამებრ"! "დაპირებისამებრ" გამოდის, რომ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა კანონზე.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა