ტრადიციულად, "ლელო" სეზონის ნომინანტებს ასახელებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მოსაზრება გულშემატკივართა დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა
ავად თუ კარგად, ქართული სეზონი დასრულდა და მისი შეჯამების დროც დადგა.

ჩემპიონატმა და თასის გათამაშებამ საკმაოდ მოგვიტანა უარყოფითი ემოციები, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შრომა დავაფასოთ.

ტრადიციულად, "ლელო" სეზონის ნომინანტებს ასახელებს და იმედი გვაქვს, ჩვენი მოსაზრება გულშემატკივართა დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა.

საუკეთესო მწვრთნელი

გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი მოულოდნელად გახდა. სეზონის დასაწყისში გადამდგარი გია გეგუჩაძის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ახალგაზრდა სპეციალისტზე შეაჩერა და არც შემცდარა.

"ზესტაფონს" ჰქონდა გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ მთლიანობაში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა საკმაოდ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონობაც შეინარჩუნა.

მისი სახით ქართულ ფეხბურთს საინტერესო და მზარდი მწვრთნელი შეემატა და იმაში, რომ საუკეთესო მწვრთნელად ჩემპიონის თავკაცი დავასახელეთ, გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.

საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო ფეხბურთელი

ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

წლებია, "ზესტაფონის" თავდასხმა მის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო მას შემდეგ, რაც გუნდიდან ნიკოლოზ გელაშვილი წავიდა, დვალი საქართველოს ჩემპიონისთვის ორმაგად მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

ჯაბამ გულშემატკივართა მოლოდინი ასი პროცენტით გაამართლა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და პუბლიკა კვლავაც მოხიბლა თავისი შეუპოვარი ხასიათითა და გულიანი თამაშით.

"ლელომ" დვალი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად კი არა, საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა და ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებაში, ალბათ, არავინ შემოგვედავება.

საუკეთესო მეკარე

ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო)

"ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი თავდაუზოგავი შრომით მოიპოვა და იშვიათი გამონაკლისების გარდა, სტაბილურად და საიმედოდ თამაშობს.

მიგინეიშვილს თავისი გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის.

მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების ორ მეკარეზე, გიორგი ლორიასა და როინ კვასხვაძეზე წინ დავაყენეთ.

საუკეთესო მცველი

გივი კვარაცხელია (მეტალურგი)

გამოცდილი მცველი "მეტალურგის" ნამდვილი ლიდერია და საკუთარ სიტყვას მხოლოდ უკანა ხაზში კი არა, მთელ მოედანზე ამბობს.

მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე კი პრინციპულ მატჩებში თამაშობდა.

როგორც ხედავთ, "ლელოს" ნომინაციაში მოხვედრილი ერთადერთი მეტალურგელია.

საუკეთესო ნახევარმცველი

თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი)

მას შემდეგ, რაც "ზესტაფონი" მურთაზ დაუშვილმა დატოვა, გორგიაშვილმა მისი სრულფასოვნად შეცვლა შეძლო.

თორნიკე საკმაოდ ფართო პროფილის ფეხბურთელია და ერთნაირად ეფექტურად შეუძლია როგორც წმინდა წყლის საყრდენობა, ასევე საკუთარი გუნდის შეტევების წარმართვა.

გასულ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მოედნის მისეული ხედვა და შედეგიანი პასები დაგვამახსოვრდა.

საუკეთესო ლეგიონერი

ჩისკო (დინამო)

"დინამოს" ლეგიონერთა უმრავლესობამ იმედები ვერ გაამართლა, თუმცა ამას ჩისკოზე ვერ ვიტყვით. დედაქალაქელთა ყველაზე სახელიანმა უცხოელმა საკუთარი მაღალი კლასი საქართველოშიც დაამტკიცა.

"დინამოს" გასულ სეზონში არაფრისთვის მიუღწევია, მაგრამ ყოფილი ვალენსიელის გარეშე კიდევ უფრო ცუდ შედეგს აჩვენებდა.

საუკეთესო დებიუტანტი

ელგუჯა გრიგალაშვილი (მერანი)

უმაღლეს ლიგაში დებიუტი 21 წლის ასაკში ჰქონდა და უკვე შეძლო იქ საკუთარი სიტყვის თქმა. "ზესტაფონის" ნახევარმცველის, შოთა გრიგალაშვილის ძმას ყველაფერი წინ აქვს.

ელგუჯა თამაშის მანერით ძმას მოგვაგონებს. ამასთან, ინდივიდუალიზმიც გააჩნია და განვითარების პერსპექტივაც. მარტვილის "მერანის" ნამდვილი ლიდერი იყო, კარიერას კი უფრო ძლიერ კლუბში განაგრძობს.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

მამუკა კობახიძე (ზესტაფონი)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველისთვის ეს უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონი არ ყოფილა, მაგრამ გიორგი ხიდეშელის მძიმე ტრავმამ "ზესტაფონისთვის" კიდევ უფრო საჭირო ფეხბურთელად აქცია.

19 წლის მცველისთვის საქართველოს ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში თამაში იოლი არ უნდა იყოს, მაგრამ კობახიძემ დაკისრებულ ამოცანას თავი დამაჯერებლად გაართვა.

სეზონის იმედგაცრუება

დინამო

თბილისის "დინამომ" ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა. ეს კი პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც უეფამ დამოუკიდებელი საქართველოს კლუბებს ევროასპარეზზე თამაშის უფლება მისცა.

"დინამოს" წარუმატებლობის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია და ამიტომ მხოლოდ მოკლედ გაგახსენებთ, რომ სეზონის მსვლელობისას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სამი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ გუნდის შედეგები და მიკროკლიმატი ამით ვერ გამოსწორდა.

"დინამოს" მდგომარეობის გამოსასწორებლად წინ ევროსარბიელისგან თავისუფალი მთელი ზაფხული აქვს.

სეზონის სკანდალი

სკანდალი ლამის ყოველ ტურში ხდებოდა და თითოეული მათგანი რომ გავიხსენოთ, გაზეთის ერთი ნომერი არ გვეყოფა.

ყველაზე დიდი უმსგავსობა მაინც საქართველოს თასის ფინალში მოხდა. ბევრ სიბინძურეს კი ხელი ჩემპიონატის სისტემამ შეუწყო. ასე რომ, სწორედ ამ ამბავს გამოვყოფთ.

სეზონის მოვლენა

ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას საქართველოს ჩემპიონატს არაერთი ლეგიონერი დაუბრუნდა, რომლებმაც ჩვენს უმაღლეს ლიგას გარკვეული ხიბლი შესძინეს.

დავით მუჯირი, გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი, მათე ვაწაძე, გოჩა ხოჯავა, ლაშა სალუქვაძე, სანდრო გურული, ზურაბ არზიანი, რევაზ ბარაბაძე - ეს მათი არასრული სიაა.

მსგავსი კვალიფიციური ფეხბურთელების სიმრავლე საქართველოს ჩემპიონატის დონეზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს.

საუკეთესო დაბრუნება

მათე ვაწაძე (დილა)

ვაწაძემ თავისი გოლებით "დილას" წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. იგი რუსეთში წასვლამდეც იყო ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული თავდამსხმელი და ასეა ახლაც.

მათეს დონეზე მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ყველაზე უკეთ მეტყველებს. უმაღლესი ლიგის 13 მატჩში ვაწაძემ მეტოქეთა კარი 11-ჯერ დალაშქრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ზესტაფონის" ზეიმს ხიბლი მოაკლდა!

საქართველოს ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოცხადდა

giorgi97
დვალი ნაკრებს ნამდვილად იმსახურებს.
arti
დვალისჰვილს ვერ ელევა...
pavlevax
ქეცბაიააა გაახილე თვალებიიიი -------- ჯაბა დვალი ნაკრებშიიიი, დაიმსახურა ამ ბიჭმა, ზედიზედ მე-2 სეზონია საუკეთესოა საქართველოში
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს