პორტუგალიელმა სპეციალისტმა "არისტოკრატებთან" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის საკომპენსაციოდ 12 მილიონი ფუნტი მიიღო
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩის გადაწყვეტილებით, "არისტოკრატებთან" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის საკომპენსაციოდ 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.

სპეციალისტი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

მუშაობის 7 თვის მანძილზე "ჩელსიმ" პორტუგალიელ სპეციალისტს სულ 32 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა: "პორტუდან" გადაბირებისთვის, ხელფასი და კომპენსაცია კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის.

ვილაშ-ბოაში "ჩელსიში" 2011 წლის ზფხულში, "პორტუში" გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მივიდა. იმ წელს ვილაშ-ბოაშმა ევროპის ლიგა, პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის სუპერთასი და პორტუგალიის თასი მოიგო.

პორტუგალიელის ხელმძღვანელობით "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან გავიდა და ინგლისის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა. არადამაჯერებელი შედეგების გარდა, მისი გათავისუფლების მიზეზი გუნდის სტაჟიან ფეხბურთელებთან უთანხმოება გახდა.

ბოლო 5 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების გამარჯვებულთა რუსმა მფლობელმა გაშვებული მწვრთნელების - ლუიშ ფელიპე სკოლარის, ავრაამ გრანტის, ჟოზე მოურინიოს და კარლო ანჩელოტის კომპენსაციებზე 76 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა