ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თითით საჩვენებელი გერმანია

თითით საჩვენებელი გერმანია

D ჯგუფი

საფრანგეთს, არგენტინას და ინგლისს, გრანდებს, რომლებმაც თავიანთი პირველი თამაშები უკვე ჩაატარეს, გუშინ, გერმანიამ აჩვენა, თუ როგორი მონდომებით და შემართებით უნდა ითამაშოს გუნდმა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენზია აქვს.

13 ივნისი. დურბანი. მოზეს მაბჰიდა. 62 660 მაყურებელი

გერმანია-ავსტრალია 4:0

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბადშტუბერი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი, იოზილი (74. გომესი), პოდოლსკი (81. მარინი) - კლოზე (68. კაკაუ).

ავსტრალია (4-4-2): შვარცერი - ვილკშირი, ნეილი, მური, ჩიპერფილდი - ემერტონი (74. იედინაკი), ვალერი, გრელა (46. ჰოლმანი), კულინა - გარსია (64. რუკავიცა), კეჰილი.

გოლები: 1:0 პოდოლსკი (8), 2:0 კლოზე (27), 3:0 მიულერი (68), 4:0 კაკაუ (70)

გაძევება: კეჰილი (56. ავსტრალია)

მატჩი დაიწყო: ავსტრალია; გაფრთხილება: 2-3; დარტყმა: 17(9)-11(2); ჯარიმა: 10-18; კუთხური: 4-7; ბურთის ფლობა: 56%-44%.

არბიტრი: მარკო ანტონიო როდრიგეს მორენო (მექსიკა)

მატჩის ქრონოლოგია

8' - იოზილმა კულინა ჩამოიშორა და მიულერი მოძებნა, რომელმაც კარგი პასით ავსტრალიის მთელი დაცვა გააცურა, ბურთს კი ლუკას პოდოლსკი ელოდა, რომელმაც 12 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა. შვარცერმა ბურთს ხელი წაატანა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბურთი კარში მაინც შევარდა.

27' - ნახერად მემარჯვენე პოზიციიდან, ლამმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, შვარცერმა კარი დატოვა, მაგრამ გამოსვლაზე აშკარად შეცდა, ვერ მოზომა, კლოზე კი ახტა და ბურთი "კენგურუების" კარში 11 მეტრიდან თავით ჩააჭედა.

56' - კეჰილის უდროო და უსარგებლო ვარდნა უკნიდან შვაინშტაიგერზე. ეს არ იყო სასტიკი მოცელვა, მსაჯს კეჰილი უნდა დაენდო, მან კი ეგრევე წითელი ბარათი აუფრიალა.

68' - პოდოლსკიმ შეტევისას ცენტრისკენ შეიწია და მიულერს უპასა. თომასმა ავსტრალიის ნაკრების ცენტრალური მცველები ერთი მოძრაობით გაასრიალა და 16 მეტრიდან ბრწყინვალე, მოზომილი დარტყმით გაიტანა (ეს იყო მიულერის პირველი გოლი გერმანიის ნაკრებში)

70' - ბადშტუბერის პასი იოზილის მისამართით, მესუთმა საჯარიმოში თავისუფლად შეაღწია და გვერდით მდგარ კაკაუს უპასა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი ახლო მანძილიდან შვარცერის კარში გადაეგზავნა - 4:0.

საფრანგეთს, არგენტინას და ინგლისს, გრანდებს, რომლებმაც თავიანთი პირველი თამაშები უკვე ჩაატარეს, გუშინ, გერმანიამ აჩვენა, თუ როგორი მონდომებით და შემართებით უნდა ითამაშოს გუნდმა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენზია აქვს. გადაჭარბებული არც ის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბუნდესგუნდმა ასეთი თამაშით ყველა პირდაღებული დაგვტოვა, რადგან ფაქტია, რომ იოახიმ ლიოვის გუნდისგან ასეთ თავბრუდამხვევ და შედეგიან ფეხბურთს არავინ ელოდა. ავსტრალია არ არის ისეთი სუსტი, როგორც გუშინ გამოჩნდა და ეს, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების დამსახურება იყო.

არადა, თამაში გერმანელებისთვის შოკისმომგვრელი საგოლე მომენტით დაიწყო, რომელიც ავსტრალიელებმა პირველივე წუთზე შექმნეს. თუმცა, ეს იყო "კენგურუების" პირველი და უკანასკნელი რეალური მომენტი. გერმანია ეგრევე გონს მოეგო, ბურთსა და უპირატესობას დაეუფლა, მეტოქეს ნელ-ნელა დაუწყო მოგუდვა და როგორც სათამაშო, ისე მენტალური უპირატესობა საფინალო სასტვენამდე აღარ დაუთმია. გერმანელები აკონტროლებდნენ როგორც ბურთს, ისე მეტოქეს და ზოგადად მატჩს.

იოახიმ ლიოვის ტაქტიკური სქემა ისეთი იყო, როგორსაც ველოდით: 4-2-3-1. თავდასხმაში, მოლოდინისამებრ კლოზე ვიხილეთ, მარჯვენა ნახევარმცველად მიულერი, მარცხენა მცველად კი ბადშტუბერი. ავსტრალიელთა განლაგება (4-4-2) იყო და ძირითადი შემადგენლობა კი პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ "კენგურუები" პრაგმატულ, "მომლოდინე ტაქტიკას" აირჩევდნენ, დაცვაში კომპაქტურად დგომას ეცდებოდნენ და საკუთარ შანსს მორჩილად დაელოდებოდნენ. მაგრამ ავსტრალიის ნაკრებს აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა. მიზეზი: გერმანია იყო თითით საჩვენებელი! ბუნდესგუნდი სწრაფ ტემპში, მოკლე პასებით თამაშობდა და ლიოვის ბიჭები კომბინაციებს ხშირ შემთხვევებში იმდენად სწრაფად ათამაშებდნენ, რომ მეტოქე სასტიკად იბნეოდა. გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვა პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან მობილური, მოძრავი და მსუბუქი გახლდათ, რაც მიულერისა და იოზილის დამსახურებაა. ორი აზრი არ არსებობს: ლიოვმა სწორი ქნა, როცა პიოტრ ტროხოვსკი სკამზე დატოვა და მის ნაცვლად მიულერი ათამაშა. თომასმა, გარდა ტექნიკურად ბრწყინვალედ შესრულებული გოლისა, შესანიშნავი საგოლე პასიც გააკეთა.

ცალკე სასაუბრო თემაა პოდოლსკი, ისევე, როგორც კლოზე. საინტერესოა, რას უკეთებს ლიოვი ამ ორ ფეხბურთელს ისეთს, რომ რაც არ უნდა კატასტროფულად ჩაატარონ სეზონი კლუბში, პოლდიცა და მიროც, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნაკრებში იდეალურად გამოიყურებიან ხოლმე. გუშინ პოდოლსკიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა (გოლი და პასი) და კლოზემაც გაიხსენა გოლის გემო. ეს მიროს მე-11 გოლი გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რეკორდსმენ რონალდოს 15 გოლი აქვს გატანილი...

გერმანიის უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინო მეორე ტაიმში გახდა, როცა ავსტრალიამ სცადა მასირებული შეტევების განხორციელება, მაგრამ გერმანიამ არაფერი გააბედინა. აი, ამის შემდეგ კი, "კენგურუებმა" თამაშის წესების დარღვევას მიჰყვეს ხელი, რასაც მოჰყვა კიდეც ერთობ საკამათო გაძევება: მექსიკელმა არბიტრმა ავსტრალიელთა ლიდერ კეჰილს წითელი ბარათი აუფრიალა. ჩვენ ვიტყოდით, რომ ტიმი ეგრევე გაძევებას არ იმსახურებდა, ყვითელი ბარათი სავსებით საკმარისი იქნებოდა, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ კეჰილის გაძევებამ მხოლოდ ანგარიშზე თუ მოახდინა გავლენა და არამც და არამც შედეგზე...

საუკეთესო ფეხბურთელი

მესუთ იოზილი (გერმანია)

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ფილიპ ლამმა თქვა, გერმანიის ნაკრები ტიპურ გერმანული გუნდი აღარ არისო. ეს მართლაც ასეა და ამის უმთავრესი მიზეზი თურქული წარმოშობის ახალგაზრდა გამთამაშებელი მესუთ იოზილი გახლავთ. ის გერმანიის თამაშს და შეტევებს, გააზრებულობას და სიმსუბუქეს მატებს და იოზილის კრეატიულობით მთელი გუნდი სარგებლობს. ავსტრალიასთან მესუთმა პირველ გოლში ლომის წვლილი შეიტანა, ბოლოს კი კაკაუს გაატანინა ჩინებული პასით. შესვენების დროს, ტელეკომპანია "სქაი სპორტში" მიწვეულმა ექსპერტმა ფრანც ბეკენბაუერმა ლოგიკურად თქვა, იოზილი უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავიაო. ჰო, ისე, საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას თომას მიულერიც იმსახურებდა...

მატჩის შემდეგ

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "დასამალი არაფერია, მატჩის წინ ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით, ახლა კი გულზე მოგვეშვა. ეს გამარჯვება თავდაჯერებასაც შეგვმატებს. ერთი მოგებაც და მერვედფინალში თამაში გარანტირებული გვექნება. კიდევ ერთხელ შევაქებ კლოზეს და პოდოლსკიც. მე მათ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია. დღეს შესანიშნავად ითამაშეს მიულერმა და იოზილმაც".

პიმ ვერბეეკი (ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი): "ათ წუთში გოლის გაშვებამ დაგვღუპა. მეორე გოლივ ძალიან მალე გავუშვით და იქ უკვე მივხვდი, რომ ამ მატჩში განწირულები ვიყავით. გერმანიის ნაკრებთან წაგება კატასტროფა არ არის. წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს".

გოტფრიდ ლენცი

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!