ჯერჯერობით უსახელო ზუგდიდური კლუბი საშინაო მატჩებს განმუხურის ახალ სტადიონზე ჩაატარებს
ზუგდიდის "ბაია" უმაღლეს ლიგაში აღარ ითამაშებს - ეს ამბავი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ზუგდიდელ ქომაგებს დავამშვიდებთ - მათ ქალაქს მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში "ზუგდიდი" ან "ოდიში" წარმოადგენს.

ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დაერქმევა კლუბს.

საქმის არსი უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ "ბაია" ორად გაიყოფა: "ბაიად" და "მგლებად". დარჩება "ბაიას" საფეხბურთო აკადემია, უმაღლეს ლიგაში კი "მგლები" ზემოთ ნახსენები ერთ-ერთი სახელით იასპარეზებს.

"ბაიას" ფეხბურთელთა ნაწილს, უფრო ახალგაზრდებს, კონტრაქტი "ბაიასთან" აკავშირებს, გამოცდილებს კი - "მგლებთან". გუნდის ბირთვი უცვლელი დარჩება და უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ როგორც "მგლების", ასევე "ბაიას" კუთვნილი ფეხბურთელები - ეს უკანასკნელები ზუგდიდური კლუბის ღირსებას იჯარით დაიცავენ.

მოკლედ, ზუგდიდურ ფეხბურთში გვარიანი გადაადგილებები მოხდება, მაგრამ ამ ქალაქის საუმაღლესლიგო ამბიციებს საფრთხე არ დაემუქრება - ზუგდიდს ქართული ფეხბურთის ელიტაში კლუბი კვლავაც ეყოლება.

ჯერ დაუდგენელი სახელის ზუგდიდური გუნდი კი მომავალი სეზონისთვის მზადებას ელგუჯა ქომეთიანის ხელმძღვანელობით 20 ივნისიდან შეუდგება. სატრანსფერო სიახლეების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა გუნდის გაძლიერება მაინც სავარაუდოა.

რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის საკითხს, ჯერ ესეც ღიადაა. შეგახსენებთ, გასული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე "ბაია" გოჩა ტყებუჩავამ დატოვა. დღეისთვის კი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ქომეთიანი ასრულებს და ვნახოთ, რა სტატუსით შეხვდება იგი მომავალ სეზონს.

დღევანდელი ინფორმაციით, ზუგდიდურ კლუბს ისევ რაიონის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, საშინაო ოფიციალურ მატჩებს კი ზუგდიდელები განმუხურის ახალ სტადიონზე ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?

გოჩა ტყებუჩავა: მივხვდი, რომ ზუგდიდის "ბაიაში" ასე მუშაობას ვეღარ გავუძლებდი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა