ამერიკულ ოგდენში დაიწყო მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მესამე გათამაშება, რომელიც პარალელურად, სალიცენზიო სტატუსისაა
ამერიკულ ოგდენში დაიწყო მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის რიგით მესამე გათამაშება, რომელიც პარალელურად, სალიცენზიო სტატუსისაა.

ტურნირში საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდები სამ-სამი მონაწილით გამოდიან: ლაშა ფხაკაძე, ირაკლი ქვლივიძე, თორნიკე რიჟამაძე; ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე.

19 ივნისს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, თუმცა სასაათო სარტყლებს შორის არსებული სხვაობის გამო დაწვრილებით მხოლოდ ვაჟთა გამოსვლაზე თუ ვისაუბრებთ. სამწუხაროდ, ფხაკაძის გარდა, სხვები კვლავაც მონაწილეობით შემოიფარგლნენ, თუმცა ოგდენში გუნდის ლიდერიც გვარიანად ჩამორჩა საკუთარ რეკორდს და მე-60 ადგილზე გავიდა.

ფხაკაძემ თვის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატში 665 ქულით ქვეყნის ახალი რეკორდი დაამყარა, ახლა კი მხოლოდ 633 დააგროვა. ის თავიდან უფრო უკეთ ისროდა და შეჯიბრების შუაწელში 42-45-ე ადგილებს შორის იდგა, თუმცა მერე პოზიციები დათმო.

ქვლივიძემ 602 ქულა დააგროვა და 162 მონაწილეს შორის 122-ე ადგილზეა, რიჟამაძე კი 597-ით – 126-ზე.

გუნდურ ჩათვლაში ქართული სამეულის საერთო მონაგარი 1832 ქულაა, რაც 31-ე ადგილს შეესაბამება.

ამდენად, ჩვენები პლეი ოფში ვერ ისვრიან, მაგრამ 21 ივნისს სალიცენზიო ტურნირში კი გამოვლენ.

წუხელ, ღამის 1 საათზე, ქალებს შეჯიბრების მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ გავლილი, ჩვენებიდან კი ყველაზე უკეთ ნარიმანიძე ისროდა. 36 გასროლის შემდეგ მისი მონაგარი 323 ქულა და IX ადგილი იყო. დიასამიძე 313 ქულით 37-ე იყო, ესებუა კი 295-ით 86-ე პოზიციას იკავებდა. იმ დროისთვის ქალთა ნაკრები გუნდურში XI იყო, ანუ პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ სალიცენზიო ტურნირში მხოლოდ იმ ნაკრებების წარმომადგენლები მიიღებენ ჩათვლას, რომლებსაც არცერთი საგზური არ აქვთ, ოღონდ საამისოდ ხუთეულში უნდა მოხვდნენ. გუნდურში საგზურებს სამეულში მოხვედრილები მიიღებენ.

ნარიმანიძე - ლიდერებში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა