დავით ოდიკაძე კარიერას საჩხერულ კლუბში გააგრძელებს?
უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა საჩხერის "ჩიხურამ" ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გუნდი შეკრიბა და შემადგენლობის გადახალისება დაიწყო.

სიახლეებიდან "ჩიხურამ" მხოლოდ ორი ამბავი გაახმოვანა: 24 წლის მეკარე რევაზ თევდორაძემ ბაქოს "ინტერთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თევდორაძეს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, გამოცდილი მეკარეა და ცხადია, მისი წასვლა დიდი დანაკლისია.

ნამატი კი ჯერ მხოლოდ ერთია: საჩხერეში ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" ყოფილი თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი ვარჯიშობს. 28 წლის ჩხეტიანი 2009 წლიდან ისრაელის კლუბებში თამაშობდა, ბოლოს კი ლეუმიტ ლიგის (რანგით მეორე ლიგის) ბეერ შევას "მაკაბიში" გამოდიოდა.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი "ლელოს" სეზონისთვის მზადებაზე, სიახლეებსა და გუნდის მიზნებზე ელაპარაკება.

- უპირველესად, მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე ვილაპარაკოთ. როდის და სად დაიწყეთ ვარჯიში და სად გააგრძელებთ?

- 17 ივნისს საჩხერეში შევიკრიბეთ და სეზონისათვის მზადებას ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ. აქ 26 ივნისამდე გავჩერდებით და ორჯერადი ვარჯიშები გვექნება, ხოლო შემდეგ ურეკში ორკვირიან შეკრებას გავივლით.

- უცხოურ შეკრებას არ გეგმავთ?

- გვინდა, მაგრამ ეს ამინდებზეც არის დამოკიდებული. თავიდან ვფიქრობდით, რომ დასკვნითი ეტაპი თურქეთში ჩაგვეტარებინა, მაგრამ ანთალიაში ძალიან ცხელა. ასეთ ამინდში კი მომზადება ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ვნახოთ, თურქეთში სხვა მოსამზადებელი ცენტრებიც არის და იმედია, შესაფერის ადგილს შევარჩევთ.

- საკონტროლო შეხვედრებს ვისთან გამართავთ?

- ურეკთან ფოთიც ახლოს არის და ზუგდიდიც და "კოლხეთისა" და ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობას დავეკონტაქტებით. მარტვილის "მერანიც" ურეკში მოემზადება და იმედია, ვითამაშებთ. მერე, თუ უცხოეთში მოვემზადებით, სპარინგებს იქაც ჩავატარებთ.

- სიახლეებზე ვილაპარაკოთ - ვინ წავიდა და ვინ მოვიდა?

- გეცოდინებათ, თევდორაძე რომ წავიდა და თავდამსხმელი ჩხეტიანი დავიმატეთ. კონტრაქტები დაუსრულდათ და წავიდნენ ირაკლი ლილუაშვილი, გოგი ფიფია და სანდრო იაშვილი.

- მათ არ ისურვეს დარჩენა?

- ასე ვთქვათ, დავშორდით.

- ყველა დანარჩენი გუნდში ითამაშებს?

- ჯერჯერობით, ასეა, მაგრამ დამრჩენებისა და გასაშვებების ვინაობას უახლოეს ერთ კვირაში ვიტყვით.

- "ჩიხურამ" პლეი აუტში დამაჯერებლად, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაიმარჯვა, მაგრამ თქვენ მაინც აუტსაიდერებთან თამაშობდით. თავი ქუდში რომ გქონდეთ, გუნდს გაძლიერება დასჭირდება...

- რა თქმა უნდა და საამისოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. რამდენიმე ფეხბურთელის აყვანა გვსურს, მაგრამ ახლა მათ გვარებს ვერ გეტყვით.

- ზუგდიდის "ბაიას" მეკარე გიორგი სომხიშვილმა გაგვიმხილა, რომ კონტრაქტი შესთავაზეთ...

- დიახ, გიორგის გადმოყვანა გვსურს და ჩვენს პირობებსაც გაეცნო. დანარჩენი ამ დღეებში გაირკვევა.

- შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოდან" დავით ოდიკაძის მიწვევაც გსურთ...

- დიახ, სურვილი გვაქვს და დათოს ველაპარაკეთ კიდეც, მაგრამ სომხიშვილის არ იყოს, ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა "ჩიხურაში".

- ახალ სეზონში რა მიზნებს ისახავთ?

- ჩვენი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ღირსეული დაბრუნება და საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა.

- როგორია გუნდის ფინანსური მდგომარეობა?

- სულ მცირე, შარშანდელი ბიუჯეტი არ შეგვიმცირდება.

- მაგრამ პირველი ლიგის ბიუჯეტი უმაღლესში საკმარისი არ იქნება, გაცილებით მეტი თანხა დაგჭირდებათ...

- ჩვენ უკეთესობის იმედი გვაქვს. მერწმუნეთ, "ჩიხურას" არ გაუჭირდება.

- ბრძანებთ, რომ სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ითამაშებთ - ეს უკვე გადაწყვეტილია?

- სტადიონზე გარკვეული სამუშაოები იგეგმება და იმედია, რომ სტადიონი ლიცენზიას მიიღებს და ფეხბურთის ფედერაცია ივანწმინდაში თამაშის უფლებას დაგვრთავს.

იქ არის მშვენიერი მოედნის საფარი, მოწესრიგებული გასახდელები და მსაჯთა და დელეგატების ოთახები; მცირე, მაგრამ კოხტა ტრიბუნები და წესით, მატჩის მასპინძლობა არ უნდა აგვიკრძალონ.

სოსო ფრუიძე: ღირსეულად დავბრუნდებით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფრუიძე: საჩხერის "ჩიხურას" მიზანი ბიუჯეტზეა დამოკიდებული

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა