მარუან შამახმა თავისი ბომბარდირული ნიჭი "არსენალშიც" მალე გამოავლინა. თუმცა, მაროკოელი ფორვარდი აღიარებს, რომ მისი გული სამუდამოდ "ბორდოს" ეკუთვნის...

მარუან შამახმა თავისი ბომბარდირული ნიჭი "არსენალშიც" მალე გამოავლინა. თუმცა, მაროკოელი ფორვარდი აღიარებს, რომ მისი გული სამუდამოდ "ბორდოს" ეკუთვნის.

"ბორდო" ჩემთვის მეორე ოჯახივით იყო. ბავშვი ვიყავი, ამ კლუბში რომ მივედი, მას შემდეგ ყველაფერი, რაც "ბორდოში" ხდებოდა, ჩემი პირადი საქმეც იყო. ქომაგებიც მწყალობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ნებისმიერ მატჩში 150 პროცენტით ვიხარჯებოდი, - თქვა შამახმა, - ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია მარტივია – თუ მივრბივარ, ბოლომდე ვირბენ და თუ ვიბრძვი, ბოლომდე ვიბრძოლებ – ცხადია, სანამ ფეხებში ძალღონე მექნება. მაგრამ ასეთი თამაშისთვის მწვრთნელის, თანაკლუბელებისა და გულშემატკივრების ნდობა მჭირდება. ამჟამად "არსენალის" ღირსებას რომ ვიცავ, სწორედ "ბორდოს" დამსახურებაა – სხვა კლუბში ვერ შევძლებდი თავის ისე გამოჩენას, რომ "არსენალის" დონის კლუბის ხელმძღვანელთა ყურადღება დამემსახურებინა".

კარიერის დასაწყისში შამახი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მაროკოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა. ცნობისთვის, მაროკოული წარმომავლობის შამახი საფრანგეთშია დაბადებული.

"შესაძლოა, დაუფიქრებლადაც მოვიქეცი, მაგრამ ვიცოდი, რამდენს ნიშნავდა ეს ნაბიჯი ჩემი მშობლებისთვის. მეამაყება, რომ მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში უკვე 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოვასწარი. ვიცი და მახსოვს, სადაა ჩემი ფესვები, - თქვა 26 წლის ფორვარდმა, - "ბორდომ" ბევრი რამ მომცა, "არსენალში" კი საამაყო ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია. ჯერ კიდევ ვეჩვევი და ვეგუები. არსენ ვენგერი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც იცის, როგორ აათამაშოს ახალმოსული ფეხბურთელი. შესაძლებლობების მაქსიმუმს მხოლოდ მაშინ გამოვავლენ, როცა გარემოს სრულად შევეჩვევი. პარტნიორები უნდა გავიცნო, ინგლისური ენა ავითვისო, გავეცნო ახალ კულტურას".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა