გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც, თუკი ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს ორ შეხვედრას ვერ მოიგებს...

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც, თუკი ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს ორ შეხვედრას ვერ მოიგებს, გუნდის მეპატრონე "ვისოლის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის შეცვლის: კონკრეტული გვარებიც დასახელდა - რამაზ მუმლაძეს კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი ჩაანაცვლებსო.

ზაზა ზამთარაძემ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: "მეხუმრებით თუ სერიოზულად მეკითხებით?! "ვისოლთან" არანაირი შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ კომპანიის ბეზინით ვსარგებლობ. ესაა და ეს. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ მომავალ თანამშრომლობაზე არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია და აქედან გამომდინარე, ქუთაისში მუშაობაც არ შემოუთავაზებიათ".

მუმლაძემ გუნდი ივნისში ჩაიბარა და მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი სასელექციო სამუშაო ჩაატარა, სასურველი შემადგენლობა სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც ვერ შეკრიბა. ზოგიერთმა ფეხბურთელმაც ვერ გაუმართლა: ექვსი ტურის შემდეგ, "ტორპედომ" ერთი მატჩიც ვერ მოიგო და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ამან ამბიციური ქუთათურები განარისხა – "სამტრედიასთან" წაგების შემდეგ, "ტორპედოს" ბაზაზე მივარდნენ და ახსნა-განმარტება მოითხოვეს, თუ რატომ ვერ თამაშობდა გუნდი. "ზესტაფონთან" გასვლაზე მარცხის გამო კი, მთავარი მწვრთნელის, რამაზ მუმლაძის გათავისუფლება წამოწიეს წინა პლანზე.

"ტორპედოს" პრეს-ატაშე რამაზ ჩხიკვაძე წარუმატებლობის მიზეზად იმ სტრესულ მდგომარეობას ასახელებს, რომელშიც ფეხბურთელები მოულოდნელი სტარტის შემდეგ აღმოჩდნენ.

"სეზონის დასაწყისს ქუთაისელ გულშემატკივრები და გუნდის წევრები უდიდესი იმედით ველოდით. ყველას გვეგონა, ჩემპიონატს დავიწყებდით და გავაგრძელებდით მხოლოდ წარმატებებით და მხოლოდ გამარჯვევებით. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, წაგებისგან დაზღვეულია არავინაა და მოხდა ის, რაც მოხდა - ექვსი ტურში ერთხელ ვერ მოვიგეთ და ხალხი აღშფოთებულია. ფეხბურთელებზე მეტად მოგება ვის სურს, მაგრამ გულშემატკივრის მიუტევებლობამ ბევრი ტორპედოელი დათრგუნა და ვფიქრობ, სწორედ სტრესული მდგომარეობის გამო ვერ ავლენენ შესაძლებლობებს. "ტორპედოს" მთავარი პრობლემა ესაა. დარწმუნებული ვარ, ერთი მოგებით, მდგომარეობა გამოსწორდება, ბიჭებს სტრესი მოეხსნებათ და ათამაშდებიან. მუმლაძემ დიდი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და წარმოუდგენელია, ადრე თუ გვიან ეს უიღბლობა არ დასრულდეს".

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა