ივნისის ტესტების ბოლო მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და დიდი ანგარიშით, 60:0 მოუგო
ივნისის ტესტების ბოლო მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და დიდი ანგარიშით, 60:0 მოუგო.

ასეთი დონის მატჩისთვის, უცნაური ანგარიშის გარდა, უჩვეულო ისიც იყო, რომ "ოლ ბლექსის" ლიდერმა და კაპიტანმა რიჩი მაქოამ, რომელმაც ეროვნულ გუნდში 106 კეპი მოიხვეჭა, რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა.

ცხადია, ეს მწვრთნელის მიერ მოფიქრებული ტაქტიკური გადაადგილება არ იყო. უბრალოდ, ამ პოზიციაზე მოთამაშე კირან რიდი ტრავმირებული გახლდათ და მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა მის ნაცვლად მაქოას დაყენება გადაწყვიტა.

გაუმართლა კიდეც. მან ახალგაზრდა სემ კენს საშუალება მისცა, ფლანკერად ეთამაშა, რომელსაც ნაკრებში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა.

მატჩის შემდეგ რიჩის კლუბის, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" მთავარი მწვრთნელი ტოდ ბლეკედერი საგონებელში ჩავარდა. ის მაქოას შვიდი ნომრის პოზიციიდან საპირისპირო მხარეს, ექვს ნომერზე გადაყვანას აპირებდა და ახლა აღარ იცის, როგორ მოიქცეს. გამოსავალი დამრიგებელს ისევ მაქოამ მოუძებნა.

"არ მინდა, ამპლუა შევიცვალო. ისევ ფლანკერად მინდა ვითამაშო. ამ პოზიციაზე ასპარეზობისას ხომ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

გასულ უქმეებზე კირან რიდი ტრავმირებული იყო და სხვა გზა არ მქონდა, უნდა შემეცვალა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც ეს გუნდისთვის იქნება უკეთესი. ამიტომაც ვითამაშე ირლანდიასთან რვა ნომერზე. მინდა მომავალში ისევ ფლანკერი ვიყო, რადგან სწორედ ამ პოზიციაზე შემიძლია გუნდს ყველაზე მეტი სარგებლობა მოვუტანო.

ცხადია, რვა ნომერზე თამაშისას ცოტა განსხვავებული ემოცია მქონდა. არ ვიყავი მიჩვეული იმ სათამაშო უნარებს, რაც შერკინების შემკვრელს სჭირდება. ისე კი, მინდა გულახდილად ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა. დიდი სიამოვნება მივიღე, მით უფრო, რომ მეტოქეს დიდი ანგარიშით ვძლიეთ.

საინტერესოა, რომ ლიამ მესამთან და სემ კენთან ერთად მესამე ხაზში პირველად ვითამაშე. ამიტომ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა საიმისოდ, რომ ერთმანეთის გაგვეგო, შევთამაშებულიყავით. ვფიქრობ, საბოლოოდ ცუდად არ გამოვიყურებოდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა