შავი კონტინენტის წარმომადგენლებს ამ ჩემპიონატზე დიდ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ჯერჯერობით, აფრიკის ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ გვაჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. აფრიკული ფეხბურთის გულშემატკივრებს კამერუნის

14 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტი. 18:00

იაპონია-კამერუნი

სავარაუდო შემადგენლობები

იაპონია: კავაშიმა - კონო, ნაკაზავა, ტულიო, ნაგატომო - აბე, ენდო - ჰონდა, ჰასებე, ოკუბო - ოკაზაკი.

კამერუნი: სულეიმანუ - ბასონგი, მბია, ნკულუ, ასუ-ეკოტო - სონგი, მაკუნი, ენო - ემანა, ეტოო, ვებო.

არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

შავი კონტინენტის წარმომადგენლებს ამ ჩემპიონატზე დიდ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ჯერჯერობით, აფრიკის ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ გვაჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. აფრიკული ფეხბურთის გულშემატკივრებს კამერუნის იმედი აქვთ, მაგრამ თუ ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს გადავხედავთ, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად არის. თუნდაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართული პაექრობა გავიხსენოთ, სადაც კამერუნელებმა პრაქტიკულად ვერაფერი გვიჩვენეს. გარდა ამისა, დამარცხდნენ სერბებთან (4:3) და პორტუგალიელებთან (3:1).

ამხანაგურ მატჩებში ვერც იაპონელებმა იმარჯვეს და მიჯრით სამ პაექრობაში დამარცხდნენ: კოტ დივუართან (2:0), ინგლისთან (2:1) და სამხრეთ კორეასთან (2:0). განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ინგლისელებთან მატჩი გახლდათ - სამურაები დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაიტანეს საკუთარ კარში და დასანანი მარცხი იწვნიეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იაპონელებმა მომდევნო შეხვედრაშიც დალაშქრეს საკუთარი კარის ბადე და კოტ დივუარელებს საქმე გაუიოლეს. მოკლედ, იაპონელთა მეკარეს კამერუნის ფორვარდებზე მეტად, საკუთარი მცველების უნდა ეშინოდეს. ისე კი, სამურაები სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. აქცენტს ფლანგიდან შეტევებზე აკეთებენ, რაც მათი ტაქტიკიდანაც ნათლად ჩანს. თუ მთავარმა მწვრთნელმა ახალი ველოსიპედის გამოგონება არ მოისურვა, იაპონია 4-2-3-1 სქემით იასპარეზებს. აქვე ვთქვათ, რომ აზიელებს სერიოზული დანაკლისი არ აქვთ - წელის ტრავმა აწუხებდა მაკოტო ჰასებეს, მაგრამ როგორც ექიმები იუწყებიან, მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია.

ჯანზეა კამერუნელთა მთავარი იმედი სამუელ ეტოო. პოლ ლე გუენს ეს ძალიან ახარებს და იქადნება, რომ მისი სამწყსო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. ტაქტიკაც შესაბამისი შეურჩევია: 4-3-3. არ იფიქროთ, განზოგადებულ 4-3-2-1-ზე გვქონდეს საუბარი ან რაიმე მსგავსზე, აქ სუფთა სამი თავდამსხმელი იგულისხმება. ერთი რომ ეტოო იქნება ცხადზე ცხადია, მეორე ემანა, მესამე კი ვებო. ამ უკანასკნელმა სერბებთან ამხანაგურ პაექრობაში გამოიჩინა თავი, გაუტანა რა ბალკანელებს ორი გოლი. შესაბამისად, ყველა ლოგიკით სასტარტო შემადგენლობაში უნდა იასპარეზოს. ლე გუენი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი საკუთარ თამაშს მოახვევს თავს მეტოქეს. სანამ კამერუნელთა თავკაცს გადავცემდეთ სიტყვას, აღვნიშნოთ, რომ აფრიკელებს მთავარი კიპერის, დაშავებული კარლოს კამენის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა - კარში კი სულეიმანუ ჩადგება. აქვე, ლე გუენის დაპირებული წინასამატჩო კომენტარი:

"გუნდის მომზადებით ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ჩვენს ძალას პირველივე შეხვედრაში დავამტკიცებთ. დასამალი არ არის რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, ეს ჩემი სტილია და მას არასდროს ვუღალატებ. ეტოო თავს კარგად გრძნობს და საბრძოლველად არის განწყობილი, ისევე როგორც მთელი გუნდი. რაც შეეხება მეტოქეს, ძალიან მობილურ და მოძრავ გუნდთან გვექნება საქმე. იაპონელები თითქოს არ იღლებიან და მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთნაირი ტემპით თამაშობენ. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერ გუნდს, სუსტი მხარეები მათაც აქვთ და ვეცდებით, ეს კარგად გამოვიყენოთ".

ლაშა წიკლაური

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე