"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი გუნდს სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის პირველ ეტაპზე დააკლდება
"სეტანტა სპორტსის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი გუნდს სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის პირველ ეტაპზე დააკლდება.

პრინციპში ამას მოსამზადებელი შეკრება არც ჰქვია, რადგან "იუნაიტედი" სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში მიემგზავრება.

ცხადია, რომ ამხელა გზაზე მოგზაურობა უფრო კლუბის მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარეობს, ვიდრე სამხრეთაფრიკულ თუ ჩინურ კლუბებთან გაჯიბრების ცხოველი სურვილიდან. "ეშმაკები" ამ ქვეყნებში სულ 3 თამაშს ჩაატარებენ (თითოს დურბანში, კეიპტაუნსა და შანხაიში).

რუნის გარდა სერ ალექს ფერგიუსონის განკარგულებაში არ იქნებიან ევრო 2012-ის მონაწილე სხვა ფეხბურთელებიც: დენი უელბეკი, ეშლი იანგი, ფილ ჯონსი, პატრის ევრა და ლუიშ ნანი.

მოგზაურობის ნაცვლად "იუნაიტედის" ლიდერები კერინგტონის ბაზაზე ფიზიკური მომზადების სპეციალისტების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ.

მათი შვებულება სულ 3 კვირა გაგრძელდება.

შეკრებას დააკლდება ვეტერანი რაიან გიგზიც, მაგრამ სულ სხვა მიზეზით, ის ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე ითამაშებს და ტურნირის შემდეგ რამდენიმე დღით დაისვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა