ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ფეხბურთი ბიზნესის ჭრილში: კოლხეთში წილებს ინაწილებენ

ფეხბურთი ბიზნესის ჭრილში: კოლხეთში წილებს ინაწილებენ

უმაღლესი ლიგის კლუბების განსახელმწიფოებრიობის პროგრამა, ბევრისათვის მოულოდნელად, ძალიან საინტერესოდ და სწრაფად წარიმართა. პროფლიგის კონფერენციის დასრულების შემდეგ, ლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ გადაწყვეტილი ამბები გაამხილა...

უმაღლესი ლიგის კლუბების განსახელმწიფოებრიობის პროგრამა, ბევრისათვის მოულოდნელად, ძალიან საინტერესოდ და სწრაფად წარიმართა. პროფლიგის კონფერენციის დასრულების შემდეგ, ლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ გადაწყვეტილი ამბები გაამხილა - ამიერიდან კერძო მესაკუთრის ხელში კიდევ სამი კლუბი გადავიდა: ბოლნისის "სიონს" "მადნეული" მიხედავს, ზუგდიდის "ბაიას" "სოკარი" და "ჯი-ემ-სი ჯგუფი", ფოთის "კოლხეთს" კი ფოთის პორტი და კიდევ ექვსი ბიზნესჯგუფი.

კლუბში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ფოთის "კოლხეთის" პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვთხოვეთ. ის აკონკრეტებს, პორტის გარდა, რომელი კომპანიები დაეხმარებიან ახალი სეზონიდან.

"ფოთის პორტმა კლუბის აქციების 40 პროცენტი გადაიფორმა. ამას გარდა, "კოლხეთზე" პატრონობა კიდევ ექვსმა კომპანიამ აიღო. მათი უმრავლესობა ფოთში საქმიანობს. ახლა ტექნიკური დეტალები ზუსტდება და გვეცოდინება, რომელი მათგანი კლუბის აქციათა რამდენი პროცენტის მფლობელი გახდება და თითოეული მათგანი თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს. ჩემი კომპანია "კოლხეთში" 10-პროცენტიან წილს იტოვებს და პრეზიდენტი კვლავ მე ვიქნები", - გვითხრა ბარქაიამ.

საქართველოს ჩემპიონატში ქართული ბრენდების შემოსვლის სეზონი ივნისის დასაწყისში კომპანია "ვისოლმა" გახსნა, რომელმაც ქუთაისის "ტორპედო" აიყვანა.

მანამდე უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ხუთი კერძო კლუბი გახლდათ: თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და თბილისის "ლოკომოტივი". ეს ორი უკანასკნელი უმაღლესიდან გავარდა და მათ ნაცვლად შემოსულ კლუბებიც კერძო ბიზნესმა აიყვანა - "ტორპედო" და "კოლხეთი". დანარჩენი ხუთი კი ("ოლიმპი", ცხინვალის "სპარტაკი", ბოლნისის "სიონი", "სამტრედია" და ზუგდიდის "ბაია") ან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე გახლდათ, ან ნაწილობრივ მაინც იყო მასზე დამოკიდებული.

მაგალითად, ზუგდიდის "ბაია" ავიღოთ: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზვიად სიჭინავა კლუბიდან წამოვიდა. მას შემდეგ ცნობილი არ იყო, ვის ეკუთვნოდა "ბაია". როგორც ჩანს, კლუბი რაიონმა და ქალაქმა აიყვანეს, რადგან ახალი სპონსორი მოუძებნეს.

რუსთავის "ოლიმპი" კერძო კლუბად დაფუძნდა, მაგრამ ეკონომიკური გაჭირვების დროს ქვემო ქართლის ადმინისტრაციის თავკაცი დავით კირკიტაძე რომ არ დახმარებოდა, კლუბი სერიოზულად დასუსტდებოდა. ის ბოლნისის "სიონსაც" დაეხმარა, რომელიც მთლიანად ბოლნისის და ამ რაიონის ბიუჯეტს "ჩამოეკიდა" მსოფლიო ბაზარზე ფასების რადიკალური დაცემის შემდეგ კი, "მადნეულს" გაუჭირდა და არ ეფეხბურთებოდა.

საბედნიეროდ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ნელ-ნელა ჩაცხრა, ქართულმა წარმოებებმაც სული მოითქვეს და ფეხბურთისკენაც გაიხედეს: ახლა ორივე კლუბი ძველმა მეპატრონემ დაიბრუნა: "ოლიმპი" - "ქართულმა ფოლადმა", "სიონი" კი - "მადნეულმა".

ცხინვალის "სპარტაკის" არსებობა მთლიანად სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის კეთილი ნების დამსახურებაა. ინფორმაცია "სპარტაკის" კერძო ჯგუფის ხელში გადასვლის შესახებ არ დადასტურდა, იმერლების მოლაპარაკებამ ინვესტორთან კი ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

ამრიგად, ახლა უმაღლეს ლიგაში რვა კერძო კლუბია - "ოლიმპი", "დინამო", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "სიონი", ზუგდიდის "ბაია", "ტორპედო" და "კოლხეთი", სახელმწიფოს კი მხოლოდ ორი კლუბი რჩება - "სპარტაკი" და "სამტრედია".

ბევრისთვის, შესაძლოა, ბოლომდე გაუგებრია, რა სარგებლობა მოაქვს კერძო კლუბს და რატომაა ის სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფზე სასარგებლო. ამის თვალსაჩინო მაგალითად 30 მაისს თბილისში გამართული საქართველო-შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობა გამოდგება: საქართველოს ნაკრებში ეროვნული პირველობიდან (ძირითადში და შეცვლაზე) კერძო კლუბების 9 ფეხბურთელმა ითამაშა (როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, ბუბა დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი (ყველა "ზესტაფონი") ლევან კაკუბავა, მათე ვაწაძე (ორივე თბილისის "დინამო"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), თორნიკე ოქრიაშვილი ("გაგრა"), მხოლოდ ნიკა კვეკვესკირი იყო ზუგდიდის "ბაიადან" რომელსაც სახელმწიფომ მხოლოდ მეორე წრეში მიხედა.

ლეგიონერების უმრავლესობაც კერძო კლუბების გაზრდილი გახლდათ: ლაშა თოთაძე უცხოეთში "გაგრადან" წავიდა, გიორგი განუგრავა და ბექა გოცირიძე "ზესტაფონიდან", რეზო ბარაბაძე "თბილისიდან", ნიკა ძალამიძე ზვიად სიჭინავას კუთვნილ კერძო კლუბ "ბაიაში" გაიზარდა. მეკარე გიორგი ბახტაძე, მცველი ბაქარ მირცხულავა, ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი კი უცხოეთში მცირეწლოვნები წავიდნენ და კლუბში არ უთამაშიათ.

იმავე პერიოდში თემურ ქეცბაიამ კამერუნთან მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ კერძო კლუბების ფეხბურთელები მიიწვია: მაქსიმე ქვალითაია (თბილისის "ლოკომოტივი"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გურამ კაშიას კი "დინამოში" თასის ფინალი ელოდა და ეროვნულს ამიტომ ვერ შეუერთდა.

ამას გარდა, საყურადღებოა მედიაკომპანია "კოლხიდას" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას განცხადება, რომელიც სახელმწიფო კლუბებს საფეხბურთო ტელეპროექტის დამაბრკოლებელ ფაქტორად ასახელებს, რადგან სახელმწიფო კლუბი წამგებიანია და სარისკო პარტნიორად განიხილება, მენეჯმენტიც გაცილებით მოუქნელი აქვთ.

თუნდაც "ლოკომოტივისა" და "გაგრას" მაგალითი გაიხსენეთ: ბოლო წლებში სახელმწიფო კლუბმა გაზარდა და ძლიერ კლუბში გაუშვა ნიჭიერი ფეხბურთელი, როგორც "გაგრამ" (თორნიკე ოქრიაშვილი "შახტარში"), "ლოკომოტივმა" (ლევან ყენია "შალკეში"), "ბაიამ" (ნიკა ძალამიძე მოსკოვის ცსკა-ში) და საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" (გიორგი ჭანტურია "ბარსელონაში"). ეს არ არის მშრალი სტატისტიკა, ძალიანაც მეტყველი ფაქტებია, რომელსაც დაფიქრება სჭირდება.

როდესაც ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კლუბებიდან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს იწვევენ, ასეთი კლუბების მუშაობის "ეფექტურობაზე" ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ გვჭირდება ჩვენ კერძო კლუბები, სადაც მეპატრონე საკუთარ ფულს უფრთხილდება და მისი ყადრი იცის. იცის ისიც, რისთვის მუშაობს და რა მიზანი აქვს - არა გვგონია ეს პატარა განსხვავება იყოს.

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს