საფეხბურთო ასოციაციის მომავალი ტექნიკური დირექტორი ეროვნული ნაკრების მიერ წარმატების მისაღწევად 10-წლიანი გეგმის შემუშავებას ითხოვს
ინგლისურმა ფეხბურთმა არ უნდა გაიმეოროს უეინ რუნის მიმართ დაშვებული შეცდომა ჯეკ უილშირის შემთხვევაში, - აცხადებს გარეტ საუტგეითი, ადამიანი, ვინც აგვისტოში საფეხბურთო ასოციაციის ტექნიკურ დირექტორად უნდა დაინიშნოს.

ის ეროვნული ნაკრების მიერ წარმატების მისაღწევად 10-წლიანი გეგმის შემუშავებას ითხოვს. გარეტი როი ჰოჯსონს მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება ნაკრების მართვის მიმართ, რადგან ტრადიციულ სისუსტეებს მომავალში შეუძლია დათვური სამსახური გაუწიოს მის გუნდს.

აღნიშნული იდეით ის იმიტომ გამოდის, რომ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს "არსენალის" ვუნდერკინდი ჯეკ უილშირი უნდა დაუბრუნდეს. აი, რას ამბობს საუტგეითი:

- ვგრძნობ, რომ ყველანი "მზად" ვართ, მთელი ჩვენი იმედები ჯეკ უილშირს ავკიდოთ მხრებზე. არადა, აუცილებელია, რომ ხუთი ან ექვსი ასეთი ფეხბურთელი გვყავდეს და არამხოლოდ ჯეკი. ესპანეთში, მაგალითად, ჰყავთ ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა.

ის მოლოდინი, რასაც ჩვენ უილშირის დაბრუნებას ვუკავშირებთ, მას ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევს, მაგრამ ამგვარად უკვე ძალიან დიდი ხანია ვიქცევით, ასე არ არის? ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმედის თვალით მხოლოდ რუნის ვუყურებდით. ახლა მის ადგილას უილშირია.

ტოპქვეყნებში 5-6 ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც შეუძლიათ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და ნაკრებში ლიდერის როლის თამაში.

ბრაზილია უნიკალური ქვეყანაა. მას მოსახლეობაც ძალიან დიდი ჰყავს, მაგრამ შედარებით პატარა ქვეყნებშიც შეგვიძლია უამრავი ასეთი ფეხბურთელის ნახვა, თუნდაც ესპანეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.

ინგლისის ნაკრები კაილ უოლკერის, ფილ ჯონსის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის, კრის სმოლინგის, ჯერ უილშირისა და დენი უელბეკის გარშემო უნდა აეწყოს. ეს წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ევრო 2012-ისთვის როი ჰოჯსონს დროის რეკორდულად მცირე მონაკვეთში უნდა შეეკრა გუნდი. მან ეს გარკვეული პრინციპების დაცვით გააკეთა.

აუცილებელია, რომ განვითარების ხანგრძლივი გეგმა შევადგინოთ, რაც მწვრთნელისგან კოლოსალურ შრომასა და დიდი ტალანტს მოითხოვს. შეუძლებელია, რომ სამი კვირის განმავლობაში გუნდი რადიკალურად შეიცვალოს.

ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო და ნაკრებმაც გარკვეულ შედეგს მიაღწია. ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩვენთვის ეს უმძიმესი ტურნირი იქნებოდა.

ასეთივე განცდა გვქონდა 2010 წლის ჩემპიონატის წინაც. სწორედ ამიტომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვვარდით, იმის ნიშანია, რომ ადგილზე ვდგავართ, რადგან სამხრეთ აფრიკაშიც ადრეულ ეტაპზე დავასრულეთ ასპარეზობა.

ამჯერად ცოტა უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა ცხადია, რომ საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნებამდე ბევრი გვიკლია. იმედია, გვესმის, რომ ასე გაგრძელება სამომავლოდ არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა