სფფ-ში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პროექტსა და 2012-13 წლების საშეჯიბრო დებულებაზე იმსჯელეს
სფფ-ში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პროექტის დეტალები და 2012-13 წლების საშეჯიბრო დებულების სამუშაო ვარიანტი კიდევ ერთხელ განიხილეს. შეხვედრა დაგეგმილ დროს დაიწყო და რვა კლუბის წარმომადგენლები გამოცხადდნენ.

დაგეგმილ შეხვედრაზე კვლავ არ მოვიდა 4 კლუბი - "ჩიხურა", "დილა", "ზესტაფონი" და "მეტალურგი". ზედიზედ მეორედ ვერ მოხერხდა 12-ივე კლუბის თავმოყრა, რაც, ცოტა არ იყოს და, საქმისადმი ზერელე მიდგომისა და სხვა კლუბების მიმართ უპატივცემულობის ნიშანია. ეს სამუშაო შეხვედრები, უპირველესად, კლუბების ინტერესებს, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებას ემსახურება... მიმდინარეობს ჯანსაღი კამათი და საბოლოოდ ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღება ხდება.

შეხვედრის დასაწყისში სფფ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უეფას სიახლეებზე და კლუბების წარმომადგენლებს გააცნო კიევში გამართული უეფას აღმასკომის შედეგები.

პირველ საკითხად განხილულ იქნა მომავალი ჩემპიონატის პრემიალური ფონდის გადანაწილების საკითხი (2 მილიონი ლარი). კამათის გარეშე ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ჩემპიონატის საპრიზო სამეულმა მიიღოს დამსახურებული ჯილდო და პრემია გადაეცეს თასის მფლობელსაც. იყო მოსაზრებაც, რომ ეს თანხა გადანაწილებულიყო სხვა კლუბებზეც, რომლებიც მომავალ ჩემპიონატში დაბალ ადგილებს დაიკავებენ - წახალისებისა და განვითარებაში დახმარების მიზნით.

ხანგრძლივი მსჯელობისა და კამათის შემდეგ ფოთის "კოლხეთის" წარმომადგენელმა დააყენა შემდეგი წინადადება: პრემიალური თანხის გადანაწილება მომხდარიყო 9 გუნდზე შემდეგი პრინციპით: საპრიზო სამეულს და თასის მფლობელს მიეღო კუთვნილი ჯილდო - I ადგილი - 500 ათასი ლარი, II ადგილი - 400 ათასი ლარი, III ადგილი - 300 ათასი ლარი; თასის მფლობელს - 100 ათასი ლარი, ფინალისტს - 50 ათასი;

სუპერთასის გამარჯვებულს - 50 ათასი; ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილებულიყო უმაღლესი ლიგის 9 გუნდზე, დაგროვილი ქულებისა და დარჩენილი საპრემიო ფონდის პროცენტული გადაანგარიშების შესაბამისად.

ამასთან, პირველი ექვსეულის კოეფიციენტი განისაზღვრა 1-ით, ხოლო მეორე ექვსეულის - 0,5-ით.

საბოლოოდ სწორედ ეს ვარიანტი იქნა მოწონებული და მიღებული და დებულებაშიც აუცილებლად დაფიქსირდება.

სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტმა წარმოადგინა უმაღლესი ლიგის 2012-13 წლების სეზონის კალენდრის სამი ვარიანტი, საიდანაც კლუბებმა თავისთვის ყველაზე მისაღები აარჩიეს - პირველი 22 ტური და თასის 1/16-ფინალები ჩატარდება 2012 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი მატჩები სტარტს აიღებს 2013 წლის თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისიდან.

თავად ჩემპიონატის სტრუქტურა ასე გამოიყურება:

პირველი ეტაპი: მონაწილეობს 12 გუნდი ორ წრედ (22 ტური)

მეორე ეტაპი: პირველი ექვსეული იბრძვის ჩემპიონობისა და პრიზიორობისთვის (10 ტური)

მეორე ექვსეული - იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის (10 ტური).

სულ 32 ტური.

მეორე ეტაპზე გუნდებს გადაჰყვებათ მოპოვებული შედეგები (ქულა, მოგება და ა.შ)

უმაღლეს ლიგას ავტომატურად ტოვებენ მეორე ექვსეულში 11-12 ადგილზე გასული გუნდები. ხოლო პირველი ლიგიდან ავტომატურად გადმოდიან პირველ და მეორე ადგილებზე გასულები.

უმაღლეს ლიგაში მეათე ადგილზე გასული გუნდი ადგილის შენარჩუნებისთვის ითამაშებს ერთ მატჩს (გადათამაშებას) პირველი ლიგის მესამე ადგილზე გასულ გუნდთან, ნეიტრალურ მოედანზე.

საქართველოს 2012-13 წლების ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღად განისაზღვრა 10-11 აგვისტო. სეზონი კი 25-26 მაისს დასრულდება (თასის გათამაშების ჩათვლით).

აქვე გეტყვით, რომ უმაღლესი ლიგის კლუბების საწევრო გადასახადთან დაკავშირებით, სფფ პრინციპულ პოზიციას დაიკავებს და 1 აგვისტომდე ყველა კლუბს მოეთხოვება საწევროს გადახდა, რაც წესისამებრ, წერილობითაც ეცნობებათ.

შეხვედრის ბოლოს "დინამო" თბილისმა წამოაყენა წინადადება, შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული პერიოდულობით შეამოწმებს მოედნების სათამაშო მზადყოფნას და მის ხარისხს, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ის ტრადიციული პრობლემები, რაც თითქმის ყოველ წელს იქმნება ხოლმე კლიმატის ცვალებადობასთან ერთად.

ბოლნისის "სიონსა" და მარტვილის "მერანს", რომელთაც ხშირად ექმნებათ მსგავსი პრობლემები, სფფ-მ გამოსავალის სახით სათამაშოდ შესთავაზა თავისი ვარიანტები, თუკი მათი მინდვრები სათამაშოდ უვარგისი გახდება: ბოლნისს - სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა", სადაც უკვე უმაღლესი დონის გასახდელებია მოწყობილი, დამოუკიდებელი შესასვლელებით, მსაჯთა ოთახებითა და უეფას მიერ მოთხოვნილი ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით და "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონი; ხოლო "მერანს" შესთავაზეს ლანჩხუთის, ქუთაისის ან განმუხურის სტადიონები.

ამასთან, მომდევნო შეხვედრაზე კლუბები წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს თავიანთი ახალგაზრდული გუნდების სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილეობის მიზნით.

მომდევნო და სავარაუდოდ, დასკვნითი შეხვედრა 16 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება, სადაც უკვე ყველა პოზიცია შეჯერდება და ჩემპიონატის ახალი დებულებაც სფფ-ის აღმასკომს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

სფფ-ის პრესსამსახური

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები