დავით უსტიაშვილის კრებულმა ფინალურ სტადიაზე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიასთან წააგო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატი.

კონტინენის უძლიერეს გუნდებთან ერთად ფინალურ ეტაპზე მონაწილე დავით უსტიაშვილის კრებულმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიასთან წააგო.

შეხვედრა ლატვიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბალტიისპირელთა გამარჯვებით - 88:50 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ეცადა, მაგრამ გაცილებით უკეთ მოთამაშე მეტოქესთან არაფერი გამოუვიდა.

ლატვიელებს იანის ტიიმამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველთაგან ბომბარდირი მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ათქულიან ზღვარს გადააბიჯეს დუდა სანაძემ (12) და ბექა ბურჯანაძემ (11), მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 13 ივლისს გამართავს. უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები თურქები იქნებიან. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც თურქეთი ესპანეთს ხვდება, 12 ივლისს, მოგვიანებით დასრულდება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი

12 ივლისი. სლოვენია. დომჟალე

ლატვია-საქართველო 88:50

21:11, 19:11, 22:13, 26:15

WWW.GBF.GE

ბურგალ
რა გინდა 50 ქულიანი სხვაობით არ წაგვიგია. ეს ფაქტიურად მოგებაა... ნუ ცოტა დააკლდათ და ჩვენები მოიგებდნენ..........
zuxusha
თუ მაგრები იყვნენ 100:50 მოეგოთ ჩვენთვის!
თემური
ყოჩაღ უსტიაშვილი. თანაბარ ბრძოლაში წაგიგიათ. ამ ბიჭებით გინდა ძირითადი ნაკრები შეავსო?
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად